შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი
ნათია რევაზიშვილი
თბილისში კასკადიორთა ხელოვნების სკოლა ,,დაცუტი“ გაიხსნება
ასწლეულების წინ, საქართველოში, უკვე არსებობდა ბრძოლის ხელოვნება, რომელიც საკმაოდ დახვეწილი  იყო და საუკუნეების მანძილზე იმდენად განვითარდა, რომ თითოეული ქართველის ცხოვრების წესსაც კი განსაზღვრავდა. შერკინების სხვადასხვა სახეობა, ოსტატობის დონის ერთგვარი მაჩვენებელი იყო.  ერთი საუკუნის წინ, კინოს დაბადებასთან ერთად, გაჩნდა  „კასკადიორობის“ ხელოვნება, რომელიც კინემატოგრაფიასთან ერთად განვითარდა .  მისი ძირითდი მისიაა შეასრულოს ფილმში დუბლიორის სახე, რომელიც რთულ „ტრიუკებთან“ არის დაკავშირებული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში,  ხელოვნების ეს დარგი,  იმდენად განვითარებულია, რომ რისკის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო შესრულების ხარისხი უმაღლესია. ადამიანი არ უნდა დაშავდეს და „ტრიუკი“ მაღალ დონეზე შესრულდეს.  ეს არის მთელი სისტემა, რომელიც კინო ინდუსტრიაზეა მიბმული. მოითხოვს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მომზადებას და ინტენსიურ ვარჯიშს.
დღეს მსოფლიოში არსებობს კულტურული მოთხოვნილებები ამ სფეროს მეტად განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, აღმოსავლური ბრძოლები, სწორედ კინოს გამოყენებით გამოიტანა ასპარეზზე ცნობილმა მსახიობმა - ბრიუს ლიმ, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ის ჯეკი ჩანმა ჩაანაცვლა. სწორედ ეს ორი მსახიობი და კასკადიორი გახდა ამ სფეროს მიმდევრებისთვის მისაბაძი. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით არაერთი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ჩაბმული ამ სფეროში.
ჩემი დღევანდელი სტუმარი დავით ხუბუა ერთდროულად ეუფლება „კასკადიორის“ და რეჟისურის ხელოვნებას, ამავე დროს გადაღებულია არა ერთ ფილმში, სადაც ეპიზოდურ როლებს ასრულებს, თუმცა აღიარებს, რომ მისთვის დუბლიორობა უპირატესია და უახლოეს მომავალში, ამ ხელოვნების განვითარებისთვის „კასკადიორთა“ სკოლის გახსნას აპირებს...

24-12-2013, 14:51

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
გიორგი ეგნატაშვილი: ჩემთვის უმთავრესი სიმართლით ცხოვრებაა
4 წელი სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. დამთავრების, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, სადაც პროფესიონალურ მხატვრობას დაეუფლა. სიონთან არსებულ სამრევლო სკოლაში ოთხმოცამდე მოწაფე ჰყავდა, რომელთაც ხატწერას ასწავლიდა.  ამბობს, რომ  ხატწერა მისი სიცოცხლის წყაროა, ყოველი ნამუშევრის დასრულებას  ბრძოლა მოჰყვება, რის შემდეგაც თავს გამარჯვებულად გრძნობს.
– რამდენი წელია ხატმწერი ხართ და დაახლოებით რამდენი ნამუშევარი გაქვთ?
– 17 წლის წინ,  ხატმწერმა ლაშა კინწურაშვილმა საპატრიარქოში წამიყვანა, მაშინ უწმინდესი პირველად ვნახე. იმ პერიოდში ლაშას დამხმარე ვიყავი, მისი ცხოვრების წესი მომეწონა, მივხვდი, რომ სულიერად, მოწოდებით ხატმწერი უნდა ვყოფილიყავი.15 წელია ხატებს ვწერ,  10 წელი იქნება დამოუკიდებლად ტაძრების მოხატვა დავიწყე. შეიძლება ითქვას ხატწერის კანონიკიდან დაწყებული, ყველაფერი ლაშამ მასწავლა. რაც შეეხება ნამუშევრებს, 700–800 ხატი მაქვს შექმნილი, ბევრი საზღვარგარეთ არის, ნაწილი ტაძრებში შეწირული.

24-12-2013, 14:36

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
გოგა ჩანადირი: უპირატესობას პროფესიაზე მეტად ადამიანურ ფასეულობას ვანიჭებ
ცნობილი და წარმატებული ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი  ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ფოტოგრაფობა მოუწევდა. ამბობს, რომ  ბოლომდე ამ სფეროში დარჩენას არ აპირებს, დღემდე, მისთვის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება წერაა.
გოგა ჩანადირთან ინტერვიუს ჩაწერამდე, მის მეგობარს ხელოვნებათმცოდნე  – ლალი გელაშვილს ვესაუბრე: „პირველ რიგში გოგა ადამიანია, ადამიანების პატივისცემას ყოველთვის წინა პლანგზე აყენებს, ბუნებით ნოვატორია. მის შეეხება რაც პროფესიონალიზმს, ჩემთვის ფოტოგრაფიაში იგი აღმოჩენა იყო.  ძალიან მოწესრიგებული პიროვნებაა, მის გამოფენას რომ დავესწარი ძალიან გამიკვირდა - გეგმა ზომიერებიდან ამოვარდნილი ფოტოები დავინახე. საერთოდ კარგი ხელოვანი არავის უნდა ჰგავდეს, ასეთია გოგა, ბევრჯერ ნანახში დაიჭერს ისეთ კადრს, რომელიც არ განმეორდება. წელიწადის სხვადასხვა დროს იცველაბა ბუნება, გოგა მთელი წელი პერიოდულად აკვირდება ამას და იღებს იმ კადრს, დაჭერილი წამები კი ფოტოებში ცოცხლდება. ის შედევრებს ქმნის, მილიონი ფოტოდან ამოვიცნობ მის  ნახელავს.“

24-12-2013, 14:27

ავტორი
ეკა რევაზიშვილი
დიმა ჯაიანი: ხვალინდელი დღე არის აფხაზეთში დაბრუნება. ხვალინდელი დღე არის აფხაზისა და ქართველის ერთად ცხოვრება...
სოხუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი, ახლახანს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი ,,ქართული ელიტის" მკითხველისთვის, ახალ თანამდებობაზე თავისი გეგმების შესახებ საუბრობს, ყველა კითხვას ჩვეული ექსპრესიით პასუხობს და აცხადებს, რომ მისი უწყების დაწესებულებებში დევნის დაწყებას, თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივ განთავისუფლებას არ აპირებს, თუმცა გასული წლების გამო ,,ვიღაცამ რაღაც უნდა იგრძნოს".

- რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ, როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, წინამორბედი მინისტრისაგან?
- მთლიანად აფხაზეთის კულტურას და განათლებას უნდა უხაროდეს, რომ დღეს მე ვარ მინისტრი. შეიძლება ეს ვიღაცას ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ეგონოს ჩემი მხრიდან, მაგრამ ჩვეულებრივი და მისაღებ-დასაშვები ნათქვამია.
- რას გულისხმობთ, მოდი უკეთესად ავუხსნათ მკითხველს?

24-12-2013, 14:08

ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ფილარმონიაში ირმა სოხაძის ვარსკვლავი გაიხსნება
არავინ იცის, დღეს ვინ უკეთესი პატრიოტია, ვინ მეტად ღირსეული, მაღალი ზნეობის ან მორალის მატარებელი. ამ ყველაფერს დრო და ისტორია უკეთ შეაფასებს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც  სრულიად უსამართლოდ, პოლიტიკური რეჟიმის გაუმართლებელი წნეხის შედეგად, დაკარგეს საკუთარი შემოქმედების რეალიზებისთვის საუკეთესო წლები. ერთ-ერთი მათგანი ყველასათვის კარგად ნაცნობი, უნიჭიერესი მომღრალი, ქალბატონი ირმა სოხაძე გახლავთ. მიუხდავად იმისა, რომ ათი წლის განმავლობაში, თითქმის არც ერთ კონცერტზე და გადაცემაში არ მიუწვევიათ, ამბობს: „არ ვნანობ, რომ სიმართლის თქმის გამო მდევნიდნენ, რადგან უარყოფითი რეცენზია იმ ადამიანებისგან, ვინც  შენთვის მიუღებელია, სასიამოვნოც კია...“
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ესტუმრა „ქართული ელიტა“  ქალბატონ ირმას, თუმცა სიამოვნებით გავიხსენეთ განვლილი წლებიც. გაგვანდო, თუ როგორ შეიძლება შეუთავსო ადამიანობა, პროფესია და ოჯახი ერთმანეთს, ისე ჰარმონიულად, რომ სამივე ღირსეულად შეინარჩუნო და არც ერთი არ დაზარალდეს. გავეცანით სასიამოვნო სიახლეებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებს მომღერალი.

24-12-2013, 13:38

ავტორი
გიორგი გაბაშვილი
როგორ აშინებს ზურაბ აბაშიძე აფხაზ სეპარატისტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძე (რამდენიმე დღის წინ) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და აბაშიძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა აბაშიძის მოხსენებით გაიხსნა. მან ისაუბა იმ შედეგებზე, რაც მისი და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის - კარასინის შეხვედრებმა მოიტანა.
„ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოსთვის რუსული ბაზრის გახსნა, ვაკონკრეტებ, სრულად გახსნილია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, რუსეთის ბაზარი არის პოლიტიკური მექანიზმი და არის გარკვეული ბიზნეს რისკები, ასე რომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ მეწარმეებმა, უღირთ თუ არა გარისკვა“ -  აღნიშნა აბაშიძემ.
აბაშიძემ ამის შემდეგ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა:

- ბატონო ზურაბ რამდენად ელოდებით პუტინის რუსეთის მხრიდან რაიმე სახის დათმობებს?
- ამაზე პასუხი არც მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. ჩემი და ბატონი კარასინის შეხვედრები, საქართველოსა და რუსეთის პირველი დიპლომატიური კავშირია,  2008 წლის შემდეგ. არის თემები რაზეც ლაპარაკი არ გვქონია, მაგალითად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემა. შევთანხმდით, რომ - ვერ შევთანხმდით. ასევე საზღვრის გადმოწევის საკითხიც სრულად იგნორირებულია რუსეთის მხრიდან, კარასინი პირდაპირ მიგვითითებს, რომ ველაპარაკოთ ამ საკითხზე ოსებს და არა რუსეთს, რომელიც მათივე თქმით არაფერ შუაშია.

17-12-2013, 16:46

ავტორი
ეკო რევაზიშვილი
,,სამა"-ში ყველაფერი სამასეულია
ქართული ხალხური ცეკვა ჩვენი კულტურის  ერთგვარი  საგანძურია, დღესდღეობით მსოფლიო  ხალხთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. ეს კი ძველი და თანამედროვე  ქორეოგრაფების მიერ ყოველდღიურად  ჩატარებული დიდი და ნაყოფიერი შრომის შედეგია.
ნათია ალფაიძე: ჩვენ მხოლოდ საკუთარს ვქმნით, არავის არაფერს  ვპარავთ, არ ვბაძავთ. ,,სამა"-ში ყველაფერი ,,სამასეულია"-აცხადებს სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად ანსამბლ ,,სამას" ხელმძღვანელი ნათია ალფაიძე.
- როდის და როგორ შემოვიდა ცეკვა თქვენს ცხოვრებაში?
- ცეკვა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. მე-4 სკოლაში ვსწავლობდი, როცა შემოვიდა ლამაზი წყვილი - ნინო ტურიაშვილი და რომიკო ტატიშვილი, ბავშვებს არჩევდნენ. იმის გამო, რომ მაღალი ვიყავი მოვეწონე და ამიყვანეს. აქედან დაიწყო ყველაფერი. თანდათან იმდენად გაიჟღინთა ჩემში ცეკვის სიყვარული, რომ გაგრძელება მომინდა. ორი წელი ვცეკვავდი მათთან. შემდეგ უკვე გადავწყვიტე სუხიშვილების სტუდიაში  მეცადა ბედი. ჩავაბარე მისაღები გამოცდები და ქალბატონმა ნინო კირვალიძემ თავის ჯგუფში ამიყვანა. ის სუხიშვილების პირველი თაობის მოცეკვავე იყო … 5 წელი ვისწავლე ამ სტუდიაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქართული ცეკვის დამდგმელი  ქორეოგრაფის სპეციალობაზე. მისაღებ გამოცდაზე ბატონ თენგიზ სუხიშვილს მოვეწონე და მირჩია მათ ანსამბლში მეცეკვა, მაგრამ იმის გამო, რომ დასწრებულზე მინდოდა სწავლა ანსამბლ ,,როკვაში" შევედი,  … სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მივხვდი ცეკვა რამხელა შრომას მოითხოვდა. შემდეგ უკვე, როდესაც მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადავწყვიტე სწავლისთვის ცეკვაც შემეთავსებინა და სუხიშვილების ანსამბლში გადავედი.

17-12-2013, 15:50

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
თემურ ჩალაბაშვილი: თუ გინდა ადამიანის გულს მოარტყა, სათქმელი უნდა იყოს მართალი
ლექსის წერა  მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ  ლიტერატურულ ჟურნალ „დროშა“-ში, რომელსაც მწერალი გიორგი ნატროშვილი რედაქტორობდა.  მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ „პირველ სხივში“,  დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას, ამიტომ მისთვის ამ ტრადიციულ ჟურნალში დაბეჭდვა ძალიან საამაყო იყო. მაშინ მიხვდა, რომ ლექსმა თავისი მისამართი იპოვა... სტუდენტებმა, ჯერ კიდევ დამწყები პოეტების ლექსები იცოდნენ ზეპირად, რაც  ძალიან დიდი სტიმული იყო მისთვის. 
- რამდენი წიგნი გაქვთ გამოცემული, ან სად გაქვთ გამოქვეყნებული?
- სამი კრებული მაქვს გამოცემული - „მზე მამულის კვამლში“,  „სანთელი“ და „პოეტის ასი ლექსი“,  იანვარში კი მეოთხე წიგნი გამოვა, სახელწოდებით „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“. არ ვცდილობ ბევრი წიგნის გამოცემას, მთავარია ხარისხი.
- საყვარელი მწერალი და წიგნი...
- როგორ შეიძლება პოეტს მხოლოდ ერთი გატაცება ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის ყველა დროის საყვარელი მწერალი ვაჟა-ფშაველაა.
- ჰობი და ცხოვრების დევიზი...

5-12-2013, 13:31

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
რომელი გადაცემის წამყვანი იქნება მარკუს მეტრეველი?!
მისთვის სიმღერა მთავარია. კარიერის გაგრძელებას საქართველოში აპირებს და მაქსიმალურად ეცდება თაყვანისმცემლებს იმედები არ გაუცრუოს.
- ძალაინ დიდი ხანი საბერძნეთში მოღვაწეობდით, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
- საბერძნეთში 20 წელი ვმოღვაწეობდი, თუმცა ბოლოს, მაინც  საქართველოში დავბრუნდი. ამის ძირითადი მიზეზი საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ,  მოსკოვში წავსულიყავი და რუსულ  შოუ ბიზნეზში ჩავრთულიყავი, მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შემიშალა. 

- საქართველოში როგორ მიგიღეს?
- თავიდან გამიჭირდა, რადგან ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის უცხო აღმოვჩნდი, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ  ბევრი მეგობარი მყავდა, დახმარება არავისთვის მითხოვია. უბრალოდ გადავდგი წარმატებული ნაბიჯები, რამდენიმე ცნობილ მომღერალთან ერთად დუეტი ჩავწერე  და გაჰიტდა. შემდეგ კი თავისთავად აეწყო.

- ძალინ თავისუფალი პიროვნება ხართ, რა აზრის ხართ ქართულ ტრადიციებზე?
- თავისუფალი ვარ, როგორც ცხოვრების წესით, ასევე მენტალობით. არ მიყვარს დაკომპლექსებული საზოგადოება, რაც შეეხება ქართულ ტრადიციებს, რათქმა უნდა ძალიან ბევრი ღირებული და ფასეული ტრადიცია გვაქვს ქართველებს, მაგრამ ბევრი დაშტამბული და ვადაგასული.

4-12-2013, 14:45

ავტორი
ნათია რევაზიშვილი

ამბობენ ,,თეატრი რეალური ცხოვრებაა, არარეალურ სამყაროშიო", ამიტომ ცხოვრების მრავალფეროვნებას, ყველაზე უკეთ თეატრი ასახავს და შესაბამის ეპოქასაც ქმნის...
ხელოვნება ადამიანის სულის სიღრმეში იხედება და ზოგჯერ გამოსავლის პოვნაშიც გვეხმარება. რადგან სცენა ფანტაზიის, წარმოსახვის და აზრის ხმამაღლა გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, სწორედ ამიტომ გახდა ლაშა გოგნიაშვილის სპექტაკლები საზოგადოებისთვის ემოციურად აღსაქმელი. რეჟისორის პრიფესიული თვალთახედვა, ხალხის ყოვედღიური პრობლემებისკენაა აქცენტირებული.
დღევანდელ საუბარს სპექტაკლ ,,ბესლანით" ვიწყებთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, უკრაინის ფესტივალ ,,მანდრივი ვიშაკ"-ზე იყო წარდგენილი და მეორე ადგილი დაიკავა.

3-12-2013, 17:44

ავტორი

გიორგი გაბაშვილი

,,რევოლუცია მოდის” ანუ „ბალოტნაიადან - მაიდნამდე“

დღეს მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. პრესაში გვხვდება სტატიები სათაურით „უკონტროლო უკრაინა“, „უკრაინული ზამთარი“ და სხვა. 
უკრაინაში საზოგადოების პროტესი და ამ პროტესტის აქციებში გადაზრდა, გამოიწვია პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირებაზე.
საზოგადოების მასობრივი პროტესტის მეოთხე დღეს, მშვიდობიანი აქცია  სპეცრაზმთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით სცადა აქციის დაშლა. ამ დღეების განმალობაში, უკრანელ ხალხში იმდენად დიდია რევოლუციური მუხტი, რომ აქციის დაშლის მცდელობას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა და ასობით ადამიანი დაშავდა.
ძირითადად, აქციები დედაქალაქ კიევში, „მაიდანზე“ მიმდინარეობს. სანამ „მაიდანს“ დავურუნდებით, პოლიტიკური თვალსაზრისით პარალელი გავავლოთ 2004 წელთან, როცა უკრაინაში პირველი - ნარინჯისფერი რევოლუცია - მოხდა. როცა 2004 წელს უკრაინა თავისი გზით წავიდა, ეს აღიქვა, როგორც რუსუთის შოკი. საუკუნეების განმალობაში, პირველად, უკრაინამ ზურგი აქცია რუსეთს და  ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, უკრაინას შანსი მიეცა,  ევროპის ნაწილი გამხდარიყო.
უკრაინის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება კი პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკავშირდება. ეს თეზისი მან რამდენიმე დღის წინ განამტკიცა, როცა უარი თქვა ევროპაზე.
დღეს კი სხვა კითხვა გაჩნდა: გადავა, თუ  არა უკრაინა, კვლავ ევროპულ რელსებზე?
რამდენიმე ფაქტი, რაც ანალიზში დაგვეხმარება:

3-12-2013, 17:32

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,დიოგენეში“ ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა

წიგნის მაღაზია  „დიოგენეში“ თანამედროვე პოეტის ნიკა ჩერქეზიშვილის საღამო გაიმართა.
პოეზიის საღამოს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ძირითად ნაწილს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეადგენდნენ.
პოეზიის საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ზურა ჯიჯიაშვილი.
,,გამომცემლობა „დიოგენე“ ოცდამესამე წელია, ყოველ პარასკევს, მოწვეულ სტუმართან ერთად ლიტერატურულ საღამოს აწყობს. ნიკა ჩერქეზიშვილის პოეზიის საღამოებზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქამდე ნიკა ჩევნთან შეხვედრას ვერ ახერხებდა. ძალიან ბევრი ადამიანისგან იყო მოთხოვნა, რომ მოგვეწვია.“ – განაცხადა პოეზიის საღამოს ორგანიზატორმა.
,,მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ სულ არ ვგრძნობ თავს ისე, როგორც თევზი წყალში. არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა , რომ  პოეზია ჩემთვის ყველაფერია.“ - აღნიშნა პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

 

 

3-12-2013, 17:32



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა