შემოგვიერთდით facebook-ზე

ათი წლის უკან გაიცნო ხალხმა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, მის მიერ შესრულებულმა სიმღერამ - "ბინდისფერია სოფელი". პროფესიით ექიმმა, მაშინ, ქართულ მოტივებზე გადაღებული კლიპით, საზოგადოების სიყვარული დაიმსახურადა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსმენელს ახლა თავი განსხვავებული ჟანრის სიმღერით - "სიყვარულის არმია" შეახსენა, რომელმაც Youtube-ზე მნახველთა რაოდენობით რეკორდი მოხსნა. სიმღერამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იყო აზრთა სხვადასხვაობა, კრიტიკა... 

20-07-2017, 23:09

ქეთი გომართელი: - დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მიყვარს მუსიკა, ჩემი მეგობრები და ოჯახი, ვარ კაცთმოყვარე და მაღიზიანებს ბრიყვი, ეგოისტი ადამიანები. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც "რონდოში"ჩემი სოლო საესტრადო კარიერა დაიწყო. პირველი სერიოზული გამოსვლა ეგვიპტის საერთაშორისო კონკურსზე მქონდა, ამას მოჰყვა იუნესკოს საერთაშორისო პროექტი - ,,Юность Планеты" და ერთთვიანი მასტერ-კლასები რუსეთში, სადაც საქართველოს ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში მე წარვადგენდი და საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე. მახსოვს აეროპორტში ჟურნალისტების დიდი ჯგუფი დამხვდა და ეს ამბავი ფართოდ გაშუქდა ქართულ მედიაში. შემდეგ იყო ერევნის საესტრადო სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, ასევე წარმატებული და ბოლოს "რონდოს" სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ქართველი მსმენელისთვის დიდი სცენიდან პირველად ვიმღერე. ორი პროფესია მაქვს: დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ტელე წამყვანის სპეციალობით და სამუსიკო სასწავლებელი, ესტრადის მომღერლის სპეციალობით. 

25-03-2017, 21:28

მან ურთულესი პერიოდი გაიარა, დიდმა გაჭირვებამ ის უფრო მეტად გააძლიერა და ბევრი კარგი თვისება შესძინა. საზოგადოებამ პროექტ ,,ნიჭიერიდან" გაიცნო, მაშინ მის ნიჭიერებაზე მთელი საქართველო ალაპარაკდა, თუმცა დღეს სცენაზე დგომას ოცნებობს. 

23-12-2016, 20:08

თაკო მელიქიშვილი: ბავშვობიდან ვმღერი და ვცეკვავ. პირველი სასიმღერო ნომერი ცეკვასთან ერთად, ცამეტი წლის ასაკში წარმოვადგინე. ფანტასტიური შოუ იყო, მაშინ კი არა, დღესაც ქართული შოუ ბიზნესი ასეთ ნომრებს მოკლებულია. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ცამეტი წელია, რაც რადიო ,,არდაიდარდო" გაიხსნა და გახსნის დღიდან აქ ვმუშაობ. 

20-12-2016, 22:11

სასიმღერო კარიერა ოცდაერთი წლიდან დაიწყო. ოთხმოცდაათიან წლებში ის პოპულარობის პიკზე იყო. კონცერტების ჩასატარებლად სოფელ-სოფელ დადიოდა, მოვლილი აქვს მთელი საქართველო. ფიქრობს, რომ წარმატებული კარიერისთვის ეს აუცილებელია, რადგან ასეთი სიახლოვით გიცნობს და გიყვარებს მაყურებელი. ეკრანებზე გამოჩენისთანავე ხალხმა აიტაცა და პოპულარული გახდა. მიუხედავად დიდი წარმატებისა, მან იურმალაზე შესარჩევ ტურში, მაშინ ვერ გაიმარჯვა, ამიტომ ქართულ ჟიურიზე გაბრაზებულმა პროდიუსერმა მონაცემები პირდაპირ მოსკოვში გააგზავნა, საიდანაც დადებითი პასუხი მოვიდა. იურმალაზე აღტაცებას და გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორც მისი ხმის, ასევე გარეგნობის გამო. ფიქრობს, რომ რაც უნდოდა, საქართველოს დონეზე ყველაფერს მიაღწია. ამაყობს, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეთერ კაკულიასთან და მედეა ძიძიგურთან. ყველა აღტაცებული იყო მისით, რადგან არ არის ადვილი, 21 წლის ბიჭმა ფილარმონია მაყურებლით გაავსო.

18-11-2016, 20:18

25 წლის მუსიკოსი, რომელიც დღეს უამრავ ინსტრუმენტს ფლობს, ათი წლის ასაკიდან ფანდურზე უკრავდა. წლების წინ ანსამბლი "ქართველო" შექმნა, რომელიც დღემდე ვითარდება. პროფესიით ბიზნესმენი უპირატესობას მუსიკას ანიჭებს, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს. 

16-11-2016, 19:05

ნიჭიერი ქართველი მომღერალი, მსმენელმა, ათი წლის უკან, პროექტ ,,ჯეოსტარის" საშუალებით გაიცნო. მან რამდენიმე სიმღერით შეძლო პოპულარობის მოპოვება და მსმენელის სიყვარულიც დაიმსახურა. 

12-11-2016, 12:40

მომღერალი დათო მეთაფლიშვილი, რომელმაც ბავშვობის ასაკში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, ქართველი ფოლკ მომღერლებისგან განსხვავებული ხმით და ვოკალით გამოირჩევა. ჟურნალი ,,Geoelite.ge" დაინტერესდა ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლით და ინტერვიუ ჩაწერა. 

7-11-2016, 19:51

სტუდია ,,ლაშარი'' 25 წელია არსებობს, მისი ხელმძღვანელი ტარიელ გოგობერიშვილია. ახლახანს მათ შემაჯამებელი სოლო კონცერტი,,მაგთი კლუბში'' ჩაატარეს. ბავშვებმა ოცდაათამდე სიმღერა შესთავაზეს მსმენელს. კონცერტს ჟიურის წევრები; სამუსიკო სკოლის პედაგოგები, გურამ ჯაიანი, გრიშა ჩიგოგიძე და უცხოელი მუსიკოსი აფასებდნენ. 

14-07-2016, 14:18

ქეთა წიკლაური ჯერ კიდევ პატარა ასაკში გაიცნო ხალხმა, ის ფოლკლორული ჟანრით გახდა პოპულარული, თუმცა ნებისმიერ ჟანრს ფანტასტიურად მღერის. პატარა გოგონამ, საოცარი ხმით 2000 კაციანი დარბაზი პროექტ ,,X ფაქტორში“ ფეხზე წამოაყენა, სიმღერის დასრულებამდე ტაში და ოვაცია არ წყდებოდა, შეფასებაც უმაღლესი მიიღო – ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას და სოფო ნიჟარაძის ''კი'' დაიმსახურა, ნინა სუბლატის გემოვნებაში კი ვერ ჩაჯდა. თუმცა შემდეგ ტურში გადაყვანილი მონაწილე მოულოდნელად სატელევიზიო ეთერიდან და დანარჩენი საკონკურსო დღეებიდან გააქრეს...

11-05-2016, 20:53

პროექტი „გერმანული ენის თვე“, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება, 22 აპრილიდან 3 ივნისამდე გრძელდება და თავისიშინაარსით ყველა იმ კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს, რაც  გერმანულ ენასა და გერმანულენოვან ქვეყნებს შეეხება. პროგრამაშია სპექტაკლები, ლიტერატურული საღამოები, კონკურსი „პოეტური გეოქეშინგი“, კინოჩვენება, ვორქშოპები, საინფორმაციო შეხვედრები  და სხვა. ეს ღონისძიებები  არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბით ჩატარდება -  ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.

21-04-2016, 22:25

რვა წლის იყო, როცა მისმა აღმზრდელმა ბებიამ ფორტეპიანოზე შეიყვანა. სამი-ოთხი წლის განმავლობაში პიანინოზე უკრავდა. 11 წლის კი ანსამბლ ,,მართვეში" შევიდა. დიდი სურვილი ჰქონდა, სიმღერასთან ერთად, რომელიმე ინსტრუმენტს დაუფლებოდა. შემდეგ ანსამბლ ,,გენის" წევრი გახდა, სადაც ფანდურზე დაიწყო დაკვრა. ამჟამად კი თვრამეტი წლის მომღერალი გიორგი ჯმუხაძე მოღვაწეობას ორივე ანსამბლში აგრძელებს. 

23-12-2015, 23:27

უკან1 2 3 4 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა