შემოგვიერთდით facebook-ზე

საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ,,კომაროვის" მოსწავლეები წარმოადგენდნენ, მათემატიკის მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. 12 ივლისს, ჩვენმა ბიჭებმა, ექვსიდან ექვსივემ მედალი აიღეს. საქართველომ აჯობა, ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდოეთი და სომხეთი.

15-07-2018, 17:25

ჩვენი რესპოდენტი ,,მისტერ ვალენტინი" ლევან სოლოღაშვილია. geoelite.ge მისი ცხოვრებით დაინტერესდა. მაშინ, ის კონკურსის გამო, დიდ სკანდალში გაეხვა და დღესაც ბევრისთვის უპასუხო კითხვად რჩება - გადაუხადა თუ არა მან ხუთიათასი დოლარი შოთა სიხარულიძეს ,,Like"-ბის მოსაგროვებლად, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა და ,,მისტერ ვალენტინი" ემიგრანტებში აღებული ხმების შედეგად გახდა?!

26-11-2016, 19:48

შოთო სიხარულიძე, რომელიც Youtube-ზე ატვირთული ვიდეოების გამო, ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამჯერად სერიოზულ სკანდალში გაეხვა. საქმე ბოლო დროს თურქეთში მომხდარ მკვლელობას ეხება, სადაც თურქმა დიასახლისმა ქართველი ემიგრანტი მრავლობითი ჭრილობებით სიცოცხლეს გამოასალმა. სიხარულიძე ემიგრანტებს ადგილზე ჩასვლას და გვერდით დგომას დაპირდა, რაც გარკვეუული მიზეზების გამო ვერ შეძლო. ამის გამო ემიგრანტების ნაწილმა, მის მიმართ სალანძრავი სიტყვები არ დაიშურა. 

16-11-2016, 15:27

გარშემო უამრავი ადამიანია, ვინც სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის იბრძვის. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს მიერ გაღებულ ერთ ღიმილსაც კი მათი დახმარება შეუძლია. ასეთი ჩვენს ირგვლივ უამრავია, მათ შორის ბერი ანდრიას სასტუმრო სახლში მყოფი სიმსივნით დაავდებული ბავშვები, რომელთაც საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. ჟურნალ ,,გეოელიტე.გე_ს სტუმარია ბერი ანდრიას დედა ქალბატონი თინათინი. იგი უშუალოდ ,,ბერი ანდრიას სახელობის ფონდზე" და არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

17-01-2015, 19:49

2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმებულ მგზავრებზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამნისტიას აცხადებს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში 21 000 საქმე დევს, რომელთაგან დაჯარიმებული ადამიანების ნახევარზე მეტი სტუდენტი, პენსიონერია, ან უკიდურესად შეჭირვებულია.

10-12-2014, 13:04

თბილისის ზღვის მიმდებარედ ,,ოლიმპიური კომპლექსის" მშენებლობაზე, უბედური შემთხვევის გამო ერთი გარდაცვლილი და ცხრა დაშავებულია. ისინი ყველა ჩინელი ეროვნების მოქალაქეები არიან. ამბობენ, რომ ინციდეტი დენის გაყვანილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

4-12-2014, 16:36

მეტრო სადგურ ,,ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებს შორის მაშინ ჩავარდა, როდესაც მატარებელი ბაქანზე შედიოდა. თუმცა ძაბვის გათიშვა დროულად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად, გოგონამ სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო. მეტროს მუშაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. 

25-11-2014, 14:05

შორენა ბეგაშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ფოტოები გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ ფეხი მოიტეხა. ცნობილია, რომ ფეხი ცხენით ჯირითობისას მოიტეხა. ფოტოები ქირურგიის ეროვნული ცენტრშია გადაღებული. 

8-11-2014, 13:04

მსოფლიო დღეს მზის სრული დაბნელების მოწმე გახდება. ამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენის ნახვა პირდაპირი ვებ-ტრანსლაციით გახდება შესაძლებელი. რომლის ჩვენებასაც ,,ნასა" უზრუნველყოფს. სპეციალური ხელსაწყოებით მისი ხილვა კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის, ასევე წყნარის ოკეანის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ. 

8-10-2014, 16:34

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა