საქართველოში ერთ-ერთ რეიტინგულ სერიალს ,,ხელოვნური სუნთქვა", რომლის გმირებიც საზოგადოებამ რეალურად შეიყვარა, მაყურებელი კვირიდან-კვირამდე მოუთმენლად ელოდა. აქტუალობიდან გამომდინარე, სერიალს მეორე სეზონიც დაემატა, რომლის ფინალიც ძალიან უცნაურად დასრულდა. ამან მაყურებელში უკმაყოფილება გამოიწვია, სოციალურ ქსელში უამრავი კითხვა გაჩნდა, მსჯელობდნენ სხვადასხვა ვერსიებზე, რატომ დაიჭირეს სერიალის მთავარი გმირი ,,შოთა"?!
ბავშვობაში კინოთეატრებში ხშირად დადიოდა. სწორედ, ფილმების სიყვარულმა განაპირობა, პროფესიის არჩევაც. მისთვის მსახიობობა ყველაფერია. სხვა პროფესიაზე არც არასოდეს უფიქრია და ამ არჩევანით ძალიან ბედნიერია.
ქართული კინოს ვარსკვლავი - ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კულტურისა სამინისტრო სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
მეთორმეტე კლასელი, რუსთაველი ეკუნა ყანჩაველი, რომელმაც სოციალურ ქსელში იუმორისტული ვიდეოებით ხალხს თავი შეაყვარა, ამბობს, რომ მუსიკა ძალიან უყვარს. მუსიკით ცხოვრობს და ყველაფერს, რასაც აკეთებს მისი ხასიათიდან გამომდინარეა, არასოდეს თამაშობს. სიმღერებზე დადებული საკუთარი ტექსტებით თინეიჯერებში გარკვეული პოპულარობა მოიპოვა. ასე შეიძლება ბევრს გაეკეთებინა თუმცა, მასავით იშვიათს თუ მოუხდებოდა... ჟურნალმა geoelite.ge-მ მასთან გასაუბრება და საზოგადოებისთვის მისი უკეთ გაცნობა გადაწყვიტა.
ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1940 წლის 18 თებერვალს, ფოთში დაიბადა. 1966 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. გურამ ფირცხალავა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" მსახიობი იყო. მას უამრავი გმირი ჰყავს განსახიერებული ქართულ ფილმებსა, თუ სპექტაკლებში.
სულ რაღაც სამი თვეა, რაც იუმორისტული გვერდი „მანიკო გვაჭანიძე“ შეიქმნა და მათ უკვე მილიონამდე მაყურებელი ჰყავთ, ბევრი კრიტიკის მიუხედავად, ისინი მაინც facebook-ის ,,ვარსკვლავებად“ რჩებიან და აქტივობას არ კარგავენ. ამბობენ, რომ კრიტიკული კომენტარები სულაც არ აღიზიანებთ და თაყვანისმცემლებს ახალ სიურპრიზებს ჰპირდებიან. მალე მაყურებელს ერთ–ერთი სატელევიზიო არხიდან ორ დაქალზე მოკლემეტრაჟიან სერიალს შესთავაზებენ.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
კაცი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა... საქართველოდან -იერუსალიმამდე და ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სტუდია „გუთანი“-ს ახალი ფილმის „არაჩვეულებრივი"-ის ჩვენება გაიმართა.
„არის ადამიანი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა. როდესაც პილიგრიმებზე მუშაობა დავიწყეთ და ეს ადამიანი გავიცანით, ფილმი შინაარსობრივად სულ სხვანაირად წარიმართა. მივხვდით შემოქმედებით ინდივიდთან გვქონდა საქმე. აზრი მოგვაწოდა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ამიტომ მოგიწვიეთ აქ, რათა სიყვარულის დღესასწაული მოვაწყოთ.“ - განაცხადა რეჟისორმა.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
,,ნუ მოკლავ ჯაფარას" - პრემიერას დისკუსია მოჰყვა
საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბობლიოთეკის კინოაუდიტორიაში, რობერტ მულიგანის ფილმის - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას" ჩვენება მოეწყო. ფილმი, 1962 წელს, ამერიკელი მწერლის, ჰარპერ ლიის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. წიგნი გამოსვლისთანავე ,,პულიტცერის" პრემიით დაჯილდოვდა და კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუშად ითვლება. დღეს, ეს ნაწარმოები აშშ-ს სკოლების უმრავლესობაში ისწავლება. რომანს საფუძვლად ავტორის ბავშობის ერთი მოგონება უდევს.
ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე შედგა, მასში მსახიობები; გრიგორი პეკი, მერი ბედემი, ფილიპ ერფორდი, რობერტ დიუვალი, ბროკ პიტერსი და კოლინ უილკოქსი მონაწილეობენ.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
როგორ მოხვდა ნათია ბადირეიშვილი ,,კომედი შოუში“?!
ნათია ბადირეიშვილი: ჩემს ცხოვრებას კომედიის ელემენტები აქვს, რაც მთავარია საშინელებეთა ფილმი არ არის, არც დრამა, ის უფრო სათავგადასავლო მელოდრამაა.
- რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაგებარებინათ?
- ხალხთან ურთიერთობა და საინტერესო ცხოვრება მიყვარს, თუმცა თავიდან სხვა პროფესია მინდოდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ.
- შოუში როგორ მოხვდით?
- მოცეკვავე ვარ, არგენტინულ ცეკვებზე დავდიოდი. ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში, სადაც ცეკვის გუნდი გვქონდა, გვერდით აუდიტორიაში, ,,მანსაკანის“ ბავშვები თამაშობდნენ, რომლებსაც ერთ-ერთი როლისთვის გოგო დასჭირდათ. მთხოვეს, რომ მეთამაშა, სწორედ ამ პერიოში ,,თქვენი შოუ“ იქმნებოდა. დამირეკეს, რომ იქაც ერთი როლი შემესრულებინა, პირველს მეორე როლი მოჰყვა და ასე, დავრჩი შოუში.
ავტორი
ლევან გელაშვილი
კინოპროექტი 20\12-ის ფილმები
თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული კინოპროექტის 20/12-ის ფარგლებში 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიქმნა. ახალგაზრდა რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების თემატიკა მრავალფეროვანი და საინტერესოა.
,,ბოლო სადგური" – რეჟ. შოთა გუჯაბიძე, სცენარის ავტორი ნინი სარდლიშვილი
მატარებლის ბაქანზე უცნაური მგზავრი გამოჩნდება, ზღვისპირა ქალაქი ახალი წლის მოლოდინშია. მგზავრი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მაგრამ ერთი შემთხვევა – მობილურ ტელეფონზე უცნობი ქალის მიერ ახალი წლის მილოცვა, მას ცხოვრების სურვილს და სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს. ფილმი ულამაზესი კადრებით და ოპერატორის კარგი ნამუშევრით გამოირჩევა. ავტორის მხატვრულ კონცეფციაში მაყურებლის ინტუიციურ-ჰარმონიული თანხვედრა იგრძნობა. მატარებლის ბოლო სადგური ცხოვრებისეული ერთი ციკლის დასრულების და ახლის დაწყების ალეგორიად წარმოგვიდგება.
,,ვარსკვლავი" – რეჟ. გია დიასამიძე, სცენარის ავტორი ელენე რევიშვილი
ავტორი
ლევან გელაშვილი
ქართული კინოს გამოცოცხლება - თიბისის კინოპროექტი 20/12
თქვენი არ ვიცი და ჩემი პირველი კინოემოციები კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმის ყურებასთან იყო დაკავშირებული. თბილისში სადაც გავიზარდე, ერთი არც ისე პატარა კინოთეატრი იყო ასაწევ-დასაწევი ნაცრისფერი ხის სკამებით და ვაფლის ჭიქიანი ნაყინის გამყიდველებით. ფოიეში კი პირველი თაობის სათამაშო აპარატები იდგა; ვიდეორადარში ჩანდა გემები, რომლებიც ნელა მიცურავდნენ. თამაშის მიზანი იყო უცნაური მწვანე ფერის ტყვიით გემის ჩაძირვა. უნდა გამოგიტყდეთ მოძრავ გემზე დამიზნება არც ისე იოლი გახლდათ. ბავშვობაში კინოში წასვლისას არაფერი ისე არ მიყვარდა, როგორც ამ ,,ჩაძირობანას" თამაში, რომელიც ალბათ ,,პერესტროიკის" დროინდელ ყველა ბავშვს ემახსოვრება. დარბაზში რაღაცნაირი სიძველის სუნი იდგა, ყავლგასულ საბჭოთა იმპერიის გამოხრული საძირკველიდან რომ ამოდიოდა. სიმართლე გითხრათ იმ ხის სკამების სულ მეშინოდა არ ჩავვარდე თქო, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და დაჯდომის დროს ყირავდებოდა. არც ის ჭიქის ნაყინი მიყვარდა, ყოველთვის შეფუთვის გარეშე ყიდიდნენ მიჯეჯყილ-მოჯეჯყილი და ფორმადაკარგული იყო. პირველად ამ კინოთეატრში ვნახე ,,პროფესიონალი". ტიტველი ქალიც პირველად იქ დავინახე და მკვდარი კაციც. აი ბელმონდო რომ მინდორში გდია ენიო მორიკონეს კომპოზიციის ფონზე, მაგ ფინალურ კადრებზე ვამბობ. სულშეკრული იჯდა ყველა. შემდეგ განათდა დარბაზი, ვიღაცამ ხუმრობით წამოიძახა: მორჩა კინო წადით სახლშიო და აიშალა ხალხი ხმაურით. პირველი კინოშთაბეჭდილება ფრაგმენტულად მახსოვს. ფილმის შინაარსი ვერ გამოვიტანე მაშინ, მაგრამ იმის მერე კინო ისე შემიყვარდა, როგორც რომანტიკოს გოგოებს ,,შერბურის ქოლგები" უყვართ ხოლმე. მერე და მერე შევგრიალდი სერიოზული კინოს მუღამებში და კარგი კინო ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა
ავატარი
ავტორი
ლევან გელაშვილი
,,ავატარი" კომერციული მაშტაბების და არა მხატვრული ღირსების გამო კინო ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ მაღალ ბიუჯეტიან და ეფექტების კუთხით საეტაპო ფილმად. თუმცა არ იფიქროთ რომ ფილმის მხატვრულ დონეს ვაკნინებდე, პირიქით ის სულაც არ ჩამოუვარდება და ღირსეული გამგრძელბელია ჰოლივუდის მსგავსი მეგაპროექტებისა, რომელიც მილიონობით მაყურებელს აღაფრთოვანებს. ეს ზუსტად ის არის რაზეც გათვლას აკეთებდნენ რეჟისორი და მარკეტოლოგები. საბატიბუტო ფილმი, პოპოკორნით ხელში დაჯდები სავარძელში და დიდ ეკრანზე 3D ეფექტებით ნახავ სანახაობის კუთხით უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ფილმს, რომელიც მოგწყვეტს არსებულ რეალობას და ორი საათით დაგავიწყებს ყველა ამქვეყნიურ პრობლემას. მარილიანი პოპკორნით გამშრალ ყელს კი კოკა-კოლათი გაისველებთ. ,,ავატარი" იმ ტიპის ფილმების რიგში გადის, რომლის ყურების დროს აღფრთოვანებული მაყურებელი წამოიძახებს: რა მაგარი გადაღებაა. ეს არის კინო, სადაც შინაარსთან ერთად გამომსახველობითი მხარეც თანაბრად მნიშვნელოვანია. ხშირად კი შინაარსზე მეტად ვიზუალზეა აქცენტი გადატანილი.
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1994 წელს ჯეიმს კამერონმა ფილმის 80 გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის ,,ტიტანიკის“ დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა.