შემოგვიერთდით facebook-ზე

ადამიანის ცხოვრების სასრული
როგორ ვილოცოთ მომაკვდავთათვის. ამა სოფლიდან მარადიულობაში ადამიანის გასვლისას, მასზედ იკითხება განსაკუთრებული კანონი, სულის ამოსვლის ლოცვითი კანონი (სულთმობრძავის ლოცვები), რომელიც მომაკვდავის პირითაა დაწერილი, მაგრამ შეიძლება წაკითხულ იქნას მღვდლის ან რომელიმე ახლობლის მიერ. ხალხში მას ასევე განსვლის ლოცვას უწოდებენ.
ის (ლოცვა) აუცილებელი არაა მომაკვდავის გვერდით წავიკითხოთ. თუ ადამიანი საავადმყოფოში კვდება, კანონი შეიძლება სახლში წავიკითხოთ. მთავარია ლოცვით დავეხმაროთ სულს, მისთვის ყველაზე მძიმე წუთებში. თუკი მომაკვდავი სულს განუტევებს კანონის კითხვისას, მას ამთავრებენ მოსახსენებელის ჩასართავით: განუსვენე უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასა...
იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილისწინა ავადმყოფობა დიდხანს გრძელდება, და მძიმედ სტანჯავს როგორც ავადმყოფს, ისე მის ნათესავებს, მაშინ, მღვდელის კურთხევით, იკითხება სხვა კანონი - სულის ხორცისაგან გაყრის ლოცვა, როცა ადამიანი დიდხანს იტანჯება. ის შეიცავს თხოვნას, ვნებულის (ტანჯულის) სწრაფი და მშვიდობიანი აღსრულებისა. კანონთა ტექსტები მოთავსებულია მართლმადიდებლურ ლოცვანებში.

20-01-2015, 21:00

სამკერდე ჯვარი

ყოველი მართმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა), ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), ქვისაგან (გიშერი, სარდიონი, ობსიდიანი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.

26-10-2014, 15:38

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა