ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ცნობილი და წარმატებული ფოტოჟურნალისტი, გოგა ჩანადირი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ფოტოგრაფობა მოუწევდა. ამბობს, რომ ბოლომდე ამ სფეროში დარჩენას არ აპირებს, დღემდე, მისთვის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება წერაა.
გოგა ჩანადირთან ინტერვიუს ჩაწერამდე, მის მეგობარს ხელოვნებათმცოდნე – ლალი გელაშვილს ვესაუბრე: „პირველ რიგში გოგა ადამიანია, ადამიანების პატივისცემას ყოველთვის წინა პლანგზე აყენებს, ბუნებით ნოვატორია. მის შეეხება რაც პროფესიონალიზმს, ჩემთვის ფოტოგრაფიაში იგი აღმოჩენა იყო. ძალიან მოწესრიგებული პიროვნებაა, მის გამოფენას რომ დავესწარი ძალიან გამიკვირდა – გეგმა ზომიერებიდან ამოვარდნილი ფოტოები დავინახე. საერთოდ კარგი ხელოვანი არავის უნდა ჰგავდეს, ასეთია გოგა, ბევრჯერ ნანახში დაიჭერს ისეთ კადრს, რომელიც არ განმეორდება. წელიწადის სხვადასხვა დროს იცველაბა ბუნება, გოგა მთელი წელი პერიოდულად აკვირდება ამას და იღებს იმ კადრს, დაჭერილი წამები კი ფოტოებში ცოცხლდება. ის შედევრებს ქმნის, მილიონი ფოტოდან ამოვიცნობ მის ნახელავს.“
–პირველი პროფესიონალური ფოტო...
–ვფიქრობ, პროფესიონალურად ფოტო ჯერაც არ გადამიღია, თუმცა პირველი სამსახურეობრივი ფოტო 13 წლის წინ გადავიღე, ეს იყო – „შემოდგომის თბილისი“, ქუჩაში დავდიოდი და ყველაფერს ვიღებდი, რამდენიმე ნამუშევარი დილის გაზეთში დაიბეჭდა.
–რამდენი გამოფენა გაქვს მოწყობილი?
–საკმაოდ ბევრი , მაგრამ ყველა შემთხვევას გამოფენას ვერ დავარქმევ. გამოფენაა, როდესაც შენს ნააზრევს,შენს ფიქრსა და დამოკიდებულებას შეკრავ და გარეთ გამოიტან. რაც შეეხება პერსონალურ გამოფენას, სულ 12 მქონდა. შინაგანად ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. ერთ-ერთი გამოფენა იყო: „საქართველოს აივნები“. ქვეყნის სხვადასხვა ადგილები მოვიარე და გადავიღე აივნები, რომელიც ქართული სახის გამოხატულება და ხასიათია. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან თავხედობაც არის ამდენი - გამოფენა.
–შენი ნამუშევარი, რომელმაც დამთვალიერებელზე შთაბეჭდილება მოახდინა?
–ასეთი, რამდენიმე ნამუშევარი მაქვს, მაგრამ ერთს გამოვყოფდი, ეს არის: „ანგელოზის ტბა“, რომელსაც საქართველოს ფორმა აქვს. როგორც გავიგე, სოციალურ ქსელზე ერთმა ახალგაზრდამ მიითვისა ეს ფოტო. სხვათაშორის, მიყვარს ჩემი ნამუშევრები რომ აქვთ...
–რის გადაღებაზე ოცნებობ?
–ანტარქტიდის, რომელსაც სპონსორი უნდა. ლანდშაფტურად ლამაზი განლაგებაა, 3 წელია, უკვე ყველაფერი ვიცი მის შესახებ და ნამდვილად ოცნებაა. გადასაღებად და ფოტომოყვარული ტურისტებისათვის კარგი პერიოდი იანვარი და თებერვალია. ასევე ძალიან მინდა ციმბირული კულტურის გადაღება. ჩემთვის ეთნოგრაფია საინტერესოა. მიყვარს გასვენებისა და ქორწილის გადაღება, როგორ აღნიშნავენ, რა რიტუალია. ამის გადაღება არა შეკვეთით, არამედ ნება სურვილით არის კარგი, ამ დროს კარგად ხედავ ადამიანების ყოფით მხარეს. სოფლის გადაღება სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.
–თავისუფალ დროს შენი საყვარელი საქმიანობა...
–მოგზაურობა, ლაშქრობები, წიგნის კითხვა, სხვადასხვა ნივთების შეგროვება და ადამიანების თანადგომა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ფასეულობების პოპულარიზაცია. ხანდახან ვციდლობ ავირიდო ადამიანებთან ურთიერთობაში უსიამოვნება, მაგალითად: შეიძლება მინდოდეს მძღოლს ვუთრა, რომ მგზავრობის პროცესში არ მოწიოს, მაგრამ ეს არ გავაკეთო ორი მიზეზის გამო: ავირიდო მისგან მოყენებული შეურაცყოფა და მეორე ვერ დავინახო შედეგი.
–შენი დევიზია...
-პატივი ვცე სხვა ადამიანებს, ვიფიქრო მათზე. ეს ჩემი ყოველდღიური მოწოდებაა.
–რა არის საჭირო იმისთვის, რომ ფოტოგრაფი იყო?
–მთავარი ის კი არ არის რა აპარატით გადაიღებ, მთავარია იცოდე რა არ გადაიღო, ამის შემდეგ ხვდები რა უნდა გადაიღო.
–გოგა, ძალიან ბევრს მოგზაურობ, საქართველოს რომელ კუთხეს გამოყოფდი და რატომ?
–საქართველოს მთიანი ადგილები მიყვარს! ზღვაც, მაგრამ ეს გამორჩეულად. მიყვარს: თუშეთი, მთიანი აჭარა, ჯავახეთში ვგრძნობ, რომ ქართველი ვარ, საოცარი განცდა მაქვს ხოლმე. სიმაღლიდან დანახული სივრცე მიყვარს. 2006 წელს შევქმენი კატალოგი, ძალიან მინდა გამოვცე ალბომი – ,,საქართველოს ასი ტბა“. ამას სეზონური მუშაობა სჭირდება.
–რა არის ფოტოგრაფიაში ყველაზე საინტერესო?
–ჩემთვის ფერადი ფოტოგრაფია ძალიან საინტერესოა.
–შენთვის გამორჩეული ფოტოგრაფი არის...
–ძალიან მომწონს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ ახალი ამბების ფოტორეპორტიორები. ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირმა შარიქაძე. ხოლო, ალექსანდრე როინაშვილი გამორჩეულია, იგი არა მხოლოდ კარგი ფოტოგრაფი, არამედ საზოგადო მოღვაწე იყო, ქვეყნის კარგი მოქალაქე, ძალიან დიდი ადამიანი.
–კადრი , რომელიც დაგამახსოვრდა...
–შრილანკაში ცუნამის გადაღება. 2005 წლის იანვარი იყო, მაშინ გავიაზრე რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ გარემოში, სადაც ვიმყოფებოდი. ძალიან რთულია განდგურებული ხალხის, დანგრეული სახლების დანახვა. როდესაც, ადამიანი ხიდიდან ხტება არ დაველოდები ეს კადრი ჰაერში დავაფიქსირო, მივალ და დავეხმარები . ეს ერთი მხრივ არაპროფესიონალური საქციელია ჩემგან, მაგრამ ადამიანურ ფასეულობას უპირატესობას ვანიჭებ.
–შენი სამომავლო გეგმები...
–საქართველოზე ფოტო-ალბომის გაკეტება მინდა, ასევე ვიფრინო და ქვეყანა ზემოდან გადავიღო.