ავტორი
გიორგი გაბაშვილი
დღეს მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. პრესაში გვხვდება სტატიები სათაურით „უკონტროლო უკრაინა“, „უკრაინული ზამთარი“ და სხვა.
უკრაინაში საზოგადოების პროტესი და ამ პროტესტის აქციებში გადაზრდა, გამოიწვია პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირებაზე.
საზოგადოების მასობრივი პროტესტის მეოთხე დღეს, მშვიდობიანი აქცია სპეცრაზმთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით სცადა აქციის დაშლა. ამ დღეების განმალობაში, უკრანელ ხალხში იმდენად დიდია რევოლუციური მუხტი, რომ აქციის დაშლის მცდელობას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა და ასობით ადამიანი დაშავდა.
ძირითადად, აქციები დედაქალაქ კიევში, „მაიდანზე“ მიმდინარეობს. სანამ „მაიდანს“ დავურუნდებით, პოლიტიკური თვალსაზრისით პარალელი გავავლოთ 2004 წელთან, როცა უკრაინაში პირველი - ნარინჯისფერი რევოლუცია - მოხდა. როცა 2004 წელს უკრაინა თავისი გზით წავიდა, ეს აღიქვა, როგორც რუსუთის შოკი. საუკუნეების განმალობაში, პირველად, უკრაინამ ზურგი აქცია რუსეთს და ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, უკრაინას შანსი მიეცა, ევროპის ნაწილი გამხდარიყო.
უკრაინის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება კი პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკავშირდება. ეს თეზისი მან რამდენიმე დღის წინ განამტკიცა, როცა უარი თქვა ევროპაზე.
დღეს კი სხვა კითხვა გაჩნდა: გადავა, თუ არა უკრაინა, კვლავ ევროპულ რელსებზე?
რამდენიმე ფაქტი, რაც ანალიზში დაგვეხმარება:
1. უკრაინულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მიემართება საარტილერიო დანადგარები აქციის დასაშლელად. ბუნებრივია, პრეზიდენტი იანუკოვიჩი ცდილობს გავლენა შეინაჩუნოს უკრაინაზე, მისთვის ამ შემთხვევაში, მიზანი ამართლებს საშუალებას და ალბათ, არც მოერიდება ძალის გამოყენებას. ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია რომ, პრეზიდენტი იანუკოვიჩი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთს და შეხვდება ვლადიმერ პუტინს. როგორც ჩანს, იანუკოვიჩი დირექტივებს სწორედ მოსკოვში მიიღებს.
2. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გამოაქვეყნა პეტიცია, სახელით „უკრაინა სამხედრო დახმარებას საჭიროებს დიქტატორის წინააღმდეგ“. მიმდინარეობს ხმის მიცემა უკრაინაში სამხედრო ძალის შეყვანა, არშეყვანის თაობაზე. ამ პეტიციას, მხარი ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებმა დაუჭირეს.
ეს ორი ფაქტი, ნათლად გვიჩვენებს, რომ უკრაინა სერიოზული დაპირისპირების საგნად იქცა ევროპასა და რუსეთს შორის. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, როცა რუსეთიდან დაბრუნდება იანუკოვიჩი და დიდი ალბათობით ახალი დირექტივებით იმოქმედებს.
ასე რომ, უკრაინა ახალი რევოლუციის წინაშეა. რევოლუცია მოდის - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. საინტერესოა ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებმა სცადეს ვლადიმერ ლენინის ძეგლის დანგრევა. სპეცრაზმმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ეს ფაქტი, კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ უკრაინელები ირჩევენ ევროპას და ემიჯნებიან რუსეთს, რომელიც კვლავ ლენინის რუსეთია.
მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ახალი წახნაგი უკრაინაში იგება. ეს მომენტი ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ საინტერესოა, იმდენად, რამდენადაც გეოგრაფიულადაც ახლოა და უკრაინისგან განსხვავებით ჩვენ გავრისკეთ - ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. უკრაინის შემთხვევაში, რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტი გამოიყენა და იანუკოვიმაც უკან დაიხია. საქართველოსთვის ეს კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები, თითქმის არ აქვს და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ხელს სხვა, უფრო მტკივნეული საშუალებით შეგვიშლის.
მანამდეც არაა შორი, თუმცა დღეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთმა დაკარგოს გავლენა უკრაინაზე, ამის ყველაზე დიდი შანსი კი რევოლუციაა! რევოლუცია მოდის!