შემოგვიერთდით facebook-ზე

ფარული კენჭისყრისას საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ კი15-მა მისცა. 
საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. 
საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში არაფერი შეიცვლება. წინა მთავარი პროკურორების მსგავსად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება. 
ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. ახალმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა. 

27-11-2015, 16:30

გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ მოითხოვა მამის მკვლელობის საქმე ქალაქის პროკურატურის ნაცვლად მთავარ პროკურატურას გადასცემოდა, მიზეზს კი ის თავის სოციალურ გვერდზე აქვეყნებს: ,,ახლა უკვე შემიძლია მოგახსენოთ, რომ ერთი კვირის წინ, მამაჩემის მკვლელობის საქმე თბილისის პროკურატურიდან მთავარ პროკურატურაში წამოვიღე. გამოძიებას ახალი ჯგუფი გააგრძელებს. ძველმა ჯგუფმა საკმაო სამუშაოები გასწია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაა საკმარისი, მეტია საჭირო. თითქოს, გამომძიებელი ვახტანგ ჭიბალაშვილიც არ ჩანს ცუდი, მაგრამ არაა ის, ვინც ამ საქმისთვის ზედგამოჭრილად მიმაჩნია.

31-08-2015, 14:27

პროკურატურამ კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა. 
პროკურატურის განცხადებას ,,ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. 
,,ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია.
განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც მოიცავდა 150-მდე მოწმის დაკითხვას, მათ შორის ერთი მოწმე დაიკითხა საზღვარგარეთ, ათზე მეტი ექსპერტიზის და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, პროკურატურამ გამოკვეთა ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი, აღადგინა ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და დაადგინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.

2-02-2015, 17:23

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით (109-ე მუხლით) დაიწყო. ტარდება პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. 

20-01-2015, 18:05

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.
2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.

4-11-2014, 15:35

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტი.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულ იქნენ:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

28-10-2014, 15:39

განცხადების თანახმად - ,,საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ უცხოელ სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდეს.

27-10-2014, 11:36

დავით კეზერაშვილზე ძებნა გამოცხადდა

 

დავით კეზერაშვილის მიმართ უახლოეს მომავალში ძებნა გამოცხადდება. ჯერ სამართალდამცველებმა არ იციან, იგი ისრაელის მოქალაქეა თუ არა, რადგან მოქალაქეობის შემთხვევაში, შესაძლოა მისი ექსტრადირება გაჭირდეს. რის გამოც, ალბად ისრაელსა და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს შორის, ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი გახდება...დავით კეზერაშვილზე ძებნა გამოცხადდა

4-02-2013, 13:38

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა