შემოგვიერთდით facebook-ზე

19-24 აპრილს, თურქეთის ქალაქ კონიაში 14-15 წლის მოზარდებში, "მშვიდობის სპორტული თამაშები" ჩატარდა. შეჯიბრებაზე 32 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა 13 სხვადასხვა სპორტის სახეობაში.

28-04-2014, 19:01

თენგიზ ტერუნაშვილი: მშვილდოსნობა მამაკაცური და ელიტარული სპორტია

მისთვის მშვილდოსნობით დაინტერესება 1972 წელს მოხდა. ბავშობაში აქტიურად იყო სპორტით დაკავებული, მშობლებმა 7 წლის ასაკში ცურვაზე შეიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ, პირველი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი - ფილოსოფია ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგის სპეციალობით.

ინსტიტუტში მეორე კურსზე სწავლისას, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, თავისთავად, ყველა სპორტის სახეობა აქტიურად შუქდებოდა და ყველა სპორტი მოსწონდა, მაგრამ განსაკუთრებულად, სწორედ მაშინ მოეწონა სპორტის ორი სახეობა: აკადემიური ნიჩბოსნობა და მშვილდოსნობა. ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ მალევე შევიდა აკადემიურ ნიჩბოსნობაზე. მალე სპორტის ოსტატობის კანდიდატის ხარისხსაც მიაღწია. ამას სპორტული ტრავმები მოჰყვა - სახსრების ტკივილის შემდეგ ექიმების რჩევით ჩამოშორდა ნიჩბოსნობას. თუმცა, მეორე სპორტული სახეობითაც ასევე იყო გატაცებული - მშვილდოსნობით და სპორტ-კომპლექს „დინამოში“ მივიდა მშვილდის დასაუფლებლად. მისი მწვრთნელი არმენაკ კაჟიანი იყო, რომელიც დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1976 წელს შეასრულა სპორტის ოსტატობის ნორმატივი და მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება.

29-05-2013, 21:19

ევროპის ერთა თასი რაგბში: ბელგია 13:17 საქართველო 

 

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის წლევანდელი ერთა თასის გათამაშება ბელგიასთან სტუმრობით დაიწყო. მილტონ ჰეიგის გუნდს დივიზიონის დებიუტანტთან პაექრობა გაუჭირდა და მხოლოდ 4 ქულით - 17:13 მოიგო. პირველი ტაიმში ბელგიელებმა 10:3 იმარჯვეს.

„ძალიან რთული მატჩი გვქონდა: მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ და კინაღამ დავისაჯეთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება და მომდევნო თამაშებში მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ," - განაცხადა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ჩვენი გუნდის პირველი ლელოს ავტორმა მამუკა გორგოძემ.

4-02-2013, 12:57

ლევან ყიფიანმა მოჭიდავეები სამინისტროში მიიღო 

 

31 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს ლევან ყიფიანმა მოჭიდავეები სამინისტროში მიიღოსათათბირო დარბაზში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს - ლუკა კურტანიძეს, მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

4-02-2013, 12:50

ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა თბილისის ტურნირი მოიგო

2-3 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლემ ძიუდოში ევროპის ღია პირველობას უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების გარდა ტურნირში იაპონიის, რუსეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, კანადის, ირანის, სომხეთის, ავსტრალიის, ლიტვის, ჰოლანდიის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ლატვიის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, ყაზახეთის, თურქეთის, სლოვენიის, ახალი ზელანდიის, ისრაელის და სერბეთის პირველი გუნდები მონაწილეობდნენ.

 

(იხილეთთამუნაყულუმბეგაშვილისფოტოგალერეაევროპისძიუდოსკავშირის (EJU) ოფიციალურვებ-გვერდზე)
საქართველოს ეროვნული ნაკრები თითო წონით კატეგორიაში 4-4 სპორტსმენით გამოვიდა. ირაკლი უზნაძის რჩეულმა ძიუდოისტებმა წლის პირველი დიდი შეჯიბრება 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შედარებისთვის: შარშან ქართველმა ფალავნებმა თბილისის ტურნირზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.

4-02-2013, 12:33

კობა მჭედლიშვილი: გამარჯვება სამშობლოს მივუძღვენი...

ავტორი

ნინო კერატიშვილი

ჭიდაობა ქართველებისთვის ტრადიციული და პოპულარული სპორტის სახეობაა. სწორედ ისტორიულ ფესვებზე აღმოცენდა ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი. საუკუნეებია, კახეთის კოლორიტს სხვა კომპონენტებთან ერთად ჭიდაობა წარმოადგენს. აბა, ვინმეს თუ წარმოუდგენია კახეთი ვენახის, მთების, წყაროების და სახელგანთქმული მოჭიდავეების გარეშე. ასევე, წარმოუდგენელია, ბავშვი კახეთში იზრდებოდეს და ჭიდაობის მადლს არ ეზიაროს. ვერც 15 წლის ჭაბუკი, კობა მჭედლიშვილი ასცდა წინაპართა მიერ გაკვალულ გზას. 

22-24 ივნისს, მონტენეგროს ქალაქ ბარში ჭიდაობის ციებ-ცხელება იყო, სადაც ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. 46 ქვეყნის საუკეთესო ჭაბუკი სპორტსენები გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. საქართველოს სახელით სხვა ჩვენს სპორტსმენებთან კობა მჭედლიშვილიც გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ მან არც ერთი შეხვედრა არ დათმო და ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი. აეროპორტში დახვედრილ ჟურნალისტებს მხოლოდ ორი სიტყვით უპასუხა  - ``სამშობლოს მივუძღვენი``... უფრო დაწვრილებით ამ ჩემპიონატის შესახებ თავად გვესაუბრება:

- კობა, როგორ მოემზადეთ ევროპის ჩემპიონატისთვის?

1-02-2013, 13:07

ბექა ურჯუკაშვილი: რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილია

 

ავტორი

ნინო ბოლქვაძე

 

გადმოცემის თანახმად, რაგბი 1823 წლის 7 აპრილიდან არსებობს, სწორედ ამ დღეს, ინგლისის ქალაქ რაგბიში (სახელწოდებაც აქედან მოდის), 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა, ფეხბურთის თამაშის დროს, ბურთს ხელი დასტაცა და მეტოქის კარისკენ გაიქცა. მართალია, ეს ვერსია დღესათვის, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია... 

ჩვენი რუბრიკის მთავარი გმირი, საფრანგეთში მოღვაწე, ახალგაზრდა რაგბისტი ბექა ურჯუკაშვილია. ამბობს, რომ რამდენიმე წელში საქართველოს სერიოზული დონის ჩემპიონატი ეყოლება, დაგვპირდა, რომ სამომავლოდ, აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და სპორტულ კარიერას აქ გააგრძელებს.

- ბექა რაგბით რამდენი წლიდან დაინტერესდი?

- ექვსი წლიდან აქტიურად ვვარჯიშობ.  ჯანმრთელობის გამო, ერთი-ორი წელი პაუზა მქონდა, თუმცა სერიოზულად არ შევფერხებულვარ.

- თქვენს სპორტულ კარიერაში, რა როლი შეასრულა ბიძათქვენმა, მალხაზ უჯუკაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია?

- თავიდან რაგბით არ დავინტერესებულვარ, კარატეზე დავდიოდი. შემთხვევით ერთ-ერთ ვარჯიშზე მივედი და იმ დღიდან რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

- რომ არა რაგბი?

1-02-2013, 12:04

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა