შემოგვიერთდით facebook-ზე
რომელი გადაცემის წამყვანი იქნება მარკუს მეტრეველი?!
4-12-2013, 14:45  /  ნახვა: 3204

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
მისთვის სიმღერა მთავარია. კარიერის გაგრძელებას საქართველოში აპირებს და მაქსიმალურად ეცდება თაყვანისმცემლებს იმედები არ გაუცრუოს.
- ძალაინ დიდი ხანი საბერძნეთში მოღვაწეობდით, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
- საბერძნეთში 20 წელი ვმოღვაწეობდი, თუმცა ბოლოს, მაინც  საქართველოში დავბრუნდი. ამის ძირითადი მიზეზი საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ,  მოსკოვში წავსულიყავი და რუსულ  შოუ ბიზნეზში ჩავრთულიყავი, მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შემიშალა. 

- საქართველოში როგორ მიგიღეს?
- თავიდან გამიჭირდა, რადგან ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის უცხო აღმოვჩნდი, ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ  ბევრი მეგობარი მყავდა, დახმარება არავისთვის მითხოვია. უბრალოდ გადავდგი წარმატებული ნაბიჯები, რამდენიმე ცნობილ მომღერალთან ერთად დუეტი ჩავწერე  და გაჰიტდა. შემდეგ კი თავისთავად აეწყო.

- ძალინ თავისუფალი პიროვნება ხართ, რა აზრის ხართ ქართულ ტრადიციებზე?
- თავისუფალი ვარ, როგორც ცხოვრების წესით, ასევე მენტალობით. არ მიყვარს დაკომპლექსებული საზოგადოება, რაც შეეხება ქართულ ტრადიციებს, რათქმა უნდა ძალიან ბევრი ღირებული და ფასეული ტრადიცია გვაქვს ქართველებს, მაგრამ ბევრი დაშტამბული და ვადაგასული.

რომელი გადაცემის წამყვანი იქნება მარკუს მეტრეველი?!

- განსაკუთრებული, არაორდინალური იმიჯი გაქვთ, ასე იშვიათი ქართველი მამაკაცი გამოიყურება, როგორ მიიღო  ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი?
- საზოგადოების ნახევარმა დადებითად,  ვინც ცოტა მაინც არის მოდის აზრზე, თუმცა ნახევარი ირონიულად განიხილავს ამ საკითხს. რას ვიზამთ, აქ ასეა, ყველაზე არაპროფესიონალი გაგლანძღავს და დაგიშენს ქვებს, ეს ხომ საქართველოა! მაგრამ არ მწყინს, მესმის მათი.  მომღერალი აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს სხვებისგან და ქუჩაში რა სამოსითაც დადიხარ, სცენაზე იმით არ უნდა გამოხვიდე.

- რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- ბევრს არაფერს, მადლობელი ვარ ცხოვრებით, ყოველი დღითა და ღამით. შევცვლიდი ჩემი შვილების აწმყოსა და მომავალს. მათ მივცემდი მაქსიმუმს, ჩემი შესაძლებლობიდან და ამოვშლიდი ცხოვრებიდან იმ ხუთ წელს, რომელიც ჩემი შვილების დედასთან ერთად გავატარე.

- რატომ დაგენგრათ ოჯახი, კარიერს გამო ხომ არა?

- კარიერა არაფერშუაშია, მე ხელოვანი ვარ და ხელოვნებას, მითუმეტეს საესტრადო ხელოვნებას მოსდევს კარიერა.  უბრალოდ მზად არ ვიყავი, ოჯახის შესაქმნელად. მეორე მიზეზი კი იმედგაცრუება იყო, ტყული, არამდგრადობა, უნდობლობა, ჩემგან მის მიმართ და ბევრი რამ...

- დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?

- არანაირი ურთიერთობა...

რომელი გადაცემის წამყვანი იქნება მარკუს მეტრეველი?!

- როგორი მამა ხართ?
- ჩემს თავზე ვერაფრს ვიტყვი, ეს სხვამ უნდა თქვას და შემაფასოს, ვფიქრობ, რომ იდეალური ვიყავი...

- „ევროვიზიის“ კონკურსში აპირებდით მონაწილეობას, რატომ გადაიფიქრეთ?
- ,,ევროვიზიის“ კონკურსებზე გავიზარდე. აქ ჯერ „იურმალით“ იწონებდნენ თავს, მე რომ ,,ევროვიზიაზე“ წინა ადგილები მეკავა. ახლა გახდა მოდური საქართველოში ეს კონკურსი. წელს უნდა წავსულიყავი და გადავიფიქრე, ამის დროც მოვა, ჯერ მთელი ცხოვრება წინ მაქვს.

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყოდით, სითბოს რამდენად გამოხატავენ?
- მინდა თითოეულს  დიდი სიყვარულით მოვეფერო, უდიდესი მადლობა იმ უთბილესი მესიჯებისთვის, რასაც ყოველდღე მწერენ. 
- რა ხდება დღეს მარკუსის პირად ცხოვრებაში?
- ის, რომ ბედნიერი ვარ, „პირადი“ კი მხოლოდ მე მეკუთვნის და იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ვარ... 

- თქვენ მსახიობადაც მოგვევლინეთ ქართულ იმორისტულ შოუში -„რომ გადახვალ გააჩერე“ გვესაუბრეთ ამის შესახებ?
- სხვათაშორის, ეს ექსპერიმენტი ძალიან მომეწონა, შევასრულე პოლიციელის და ტაქსის მძღოლის როლი. როცა  „ღამის შოუდან“  დამიკავშირდნენ და ამ სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
- გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
- სამომავლო გეგმები უამრავი მაქვს; ვმუშაობ ჩემს ახალ სიმღერაზე, რომელიც არის ქართულ ენოვანი, სიმღერის ავტორია კობა მესხია,  ტექსტი ეკუთვნის უნიჭიერეს ნანა ცინცაძეს, ჟანრობრივად სიმღერა არის „პოპ დენსი“ კლუბური, სავარაუდოდ ახალი წლების შემდეგ გამოვა. გასტროლები მექნება ისრაელში, ასევე გადაღებები საახალწლო კონცერტისთვის „ნანუკას შოუში“. ვაპირებ კლიპის გადაღებას ახალ სიმღერაზე და რაც ყველაზე საინტერესოა, მალე ერთ-ერთ ახლად გახსნილ ტელევიზიაში, ხატია სიჭინავასთან ერთად ჩვენს გადაცემას დავიწყებთ, სახელწოდებით „ცხოვრების სტილი live style“. ქუდი უკვე ჩაწერილია.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა