შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი 

თიკო ბეკოშვილი

ვინ თამაშობს დიდ როლს ფანდურას პოპულარობაში?!

ნიჭიერი, ახალგზარდა მუსიკოსი ზურა ბარბაქაძე, იგივე ფანდურა პროფესიით მშენებელია, თუმცა ბავშვობის ოცნებას არ უღალატა და ახლა თეატრის სცენაზე დგას. ის პუბლიკამ ფოლკლორული სიმღერების შესრულებით გაიცნო. თვითნასწავლი მუსიკოსი 20-ზე მეტ მუსიკალურ საკრავს ფლობს. 

ზურაბ ბარბაქაძე (ფანდურა): - ამ სფეროში მოღვაწეობა ბავშვობიდან დავიწყე, პედაგოგთან არავის მივუყვანივარ. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ექიმმა ფილტვებზე პრობლემის გამო  სალამურზე დაკვრა დამინიშნა.   თუმცა სალამური წელიწადნახევარში მივატოვე, რადგან ფანდურზე დაკვრამ ძალიან გამიტაცა. უკვე ოცდამეექვსე წელია მე და ჩემი ფანდურები ერთად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. 

11-03-2014, 17:24

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

თამაზ მამალაძე: იყო ამიერკავკასიის პირველი უნივერსიტეტის ანსამბლი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა

საუკუნეების განმავლობაში, ქართველი ხალხი ეროვნულ სიმღერებთან ერთად, სამუსიკო საკრავებსაც ქმნიდა და ანვითარებდა.მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, რამაც სხვადასხვა სახის საკრავების გამოყენების მაღალი კულტურა განაპირობა. ისინი თანდათან მუსიკალური აზროვნების შესაბამისად დაიხვეწა და განვითარდა. მოძველებული  გზას ახალ, უფრო სრულყოფილ ინსტრუმენტებს უთმობდა, რომელთა ზოგიერთი ნაწილი ხმარებიდან სრულიად გადიოდა.

საბედნიეროდ, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ქართული ფოლკლორის განვითარებაზე და მის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ. სწორედ ასეთია გოგონათა ანსამბლი ,,თსუ-გორდელა", რომელიც 2007 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა და უკვე რამდენი წელია წარმატებით მოღვაწეობს. ანსამბლის რეპერტუარი ადრეული, შუა საკუნეებისაა და  პირვანდელი სახით ქართული კულტურის იმ ნიმუშებს ინარჩუნებს, რასაც ხალხური სიმღერა ჰქვია.

,,გორდელას" მიღწევებზე, პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ,,ქართული ელიტა" ანსამბლის წევრებს და ხელმძღვანელს თამაზ მამალაძეს ესაუბრა.

10-03-2014, 15:34

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

ვინ არის შოთო სიხარულიძე და რატომ უწოდა მას გიორგი შალვაშვილმა  YOUTUBE-ის  მამა?!

3 მარტს რესტორან ,,თეთრ სახლში'' გიორგი შალვაშვილის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა, სადაც შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საღამოზე  სპეციალურ სტუმრად მიწვეული იყო  ვინმე შოთო სიხარულიძე, რომლის  სახელსა და გვარს YOUTUBE-ზე  ნებისმიერი ვიდეოს გახსნისას აუცილებლად ამოიკითხავთ. აღნიშნულ საღამოზე, გიორგი შალვაშვილმა საზოგადოებას იგი YOUTUBE-ს მამად წარუდგინა. ალბათ ბევრს აინტერესებს ვინ არის ეს პიროვნება. უკეთ გასაცნობად მას ინტერვიუ ვთხოვეთ.

7-03-2014, 19:25

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

გია გურასპაშვილი: უცხოეთში გაიოლებულია მხატვართან ურთიერთობა, იქ ჩინოვნიკური დამოკიდებულება არ არსებობს

მხატვრობა ძალიან დიდი სივრცეა, მარადისობის კანონია, რომელსაც სულ შეისწავლი და გრძნობ. თუ  ამ სფეროში ხარ და ამ უდიდეს ენერგიას ფლობ, ალბათ ყოველდღიური რეალობა ძალიან რთულად აღსაქმელი ხდება, მაგრამ გჭირდება იმისათვის, რომ სინამდვილე ტილოზე გააცოცხლო. ჩვენი რუბრიკის სტუმარია მხატვარი გია გურასპაშვილი, რომელიც თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გვესაუბრება.

- ხატვას ვერ ისწავლი, თუ განსაკუთრებული ნიჭი არ დაგყვა, თქვენს შემთხვავაში როგორ იყო, თავად აიღეთ ფუნჯი ხელში, თუ მამამ იქონია გავლენა?

- ვფიქრობ, ხატვის სწავლა გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია. ეს არის პროცესი, მეცნიერება, ამისათვის არსებობს სკოლები, სადაც შეიძლება დაეუფლო ხელოვნების ამ სფეროს. როცა შემოქმედებაზეა საუბარი, მხატვრები ვცდილობთ ჩვენი თავისუფლებით, განცდით, ტკივილით, სიხარულით რაღაცნაირად შემოქმედების გზას მივუახლოვდეთ. ამ შემთხვევაში შემოქმედი დიდი ძალაა.

7-03-2014, 17:25

მხატვარი, რომელიც ენით ხატავს

ანი ქეი გახლავთ მხატვარი, რომელიც ნახატებს საკუთარი ენის დახმარებით ჰქმნის. სინამდვილეში ის სამხრეთ ინდოეთშილ კერალაში სკოლის მასწავლებელი გახლავთ.

„მე მსურს ვიყო განსხვავებული, შევეცადე მეხატა ცხვირის, ნიკაპის, მხრების, ფეხების დახმარებით, ასევე ვცდილობდი დამეხატა ველოსიპედის ტარების დროს, თუმცა ყველაზე უკეთ ენით ხატვა გამომივიდა „ - განაცხადა ანი ქეიმ.

ენის დახმარებით მან 1.000  ნამუშევარი შეჰქმნა, მათ შორისაა იესო ქრისტეს პორტრეტი. იმ შემთხვევაში თუ ენა არ მოიტანს სასურველ შედეგს ანი ქეი სხეულის სხვა ნაწილებს მიმართავს. 

"გინესის რეკორდის დასამყარებლად მე ვაპირებ დავხატო ოთხი პორტრეტი ორივე ხელისა და ფეხის გამოყენებით ერთსა და იმავე დროს." - განაცხადა უცნაურმა მხატვარმა.

 

4-03-2014, 22:45

მსოფლიო ცნობილ ესპანელ გიტარისტს პაკო დე ლუსიას ემშვიდობება 

მსოფლიოში ცნობილი ესპანელი გიტარისტი პაკო დე ლუსია 66 წლის ასაკში, მექსიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, ეს ყველაფერი, კი მაშინ მოხდა, როდესაც ის თავის შვილთან ერთად სანაპიროზე უკრავდა.

მოსახლეობას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფლამენკოს გიტარისტის გარდაცვალების შესახებ  სამხრეთ ესპანეთიდან აცნობეს, სადაც ის დაიბადა. 

პაკო დე ლუსია ცნობილია 1970 წელს გამოშვებული ფლამენკოს ალბომით. 

ის ასევე თამაშობდა 1983 წელს გადაღებულ კარმენის ფილმში, რომელმაც 1985 წელს, დიდ ბრიტანეთში მიიღო ჯილდო - საუკეთესო უცხოური ფილმისთვის.

ალგესირასში ორ დღიანი ოფიციალური გლოვა გამოცხადდა. პაკო დე ლუსიას გარდაცვალებას ესპანელებმა მსოფლიო კულტურის უდიდესი დანაკლისი უწოდეს.

 

4-03-2014, 22:41

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ჯუბა ღებელი: ვერასოდეს შევეგუები საყურიან ბიჭებს და ვულგარულად ჩაცმულ გოგონებს 

პოეტური მოღვაწეობა ბავშვობიდან დაიწყო. მაშინ მისი სტრიქონები ისეთი ნატიფი არ იყო, როგორც დღეს, მაგრამ მაინც დაუღალავად განაგრძობდა წერას. პოეზია დღემდე მისთვის სულიერი საზრდოა, საყვარელი და მისაბაძი პოეტი კი შოთა რუსთაველი. გადის დრო და საქართველოს ულამაზესი კუთხის, რაჭის მკვიდრი, არაჩვეულებრივ პოეტად ყალიბდება. დღეს ბატონი ჯუმბერ გოგრიჭიანი, იგივე ჯუბა ღებელი ჟურნალ ,,ქართული ელიტის" სტუმარია.

- რატომ აირჩიეთ პოეტურ ფსევდონიმად ჯუბა ღებელი?

- ღები მაღალმთიანი სოფელია რაჭაში, იგი არსებობის 4500 წელს ითვლის. ჩემს მშობლიურ სოფელში წლების განმავლობაში უამრავი არქეოლოგიური გათხრებია ჩატარებული. არაერთი საინტერესო და ისტორიული ნივთია აღმოჩენილი. რაც შეეხება ფსევდონიმს, ეს ჩემი სოფლის სიყვარულმა განაპირობა, სადაც ხალხი ყოველთვის სიბრძნითა და სიდნჯით გამოირჩეოდა.

4-03-2014, 22:37

ავტორი 

თიკო ბეკოშვილი

წავა თუ არა გიორგი ქორქია პოლიტიკურ თოქ-შოუში მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ?

ცნობილი ჟურნალისტი გიორგი ქორქია ამბობს, რომ მისი გატაცება ექსტრემალური გადაცემებია. უყვარს  მოგზაურობა და სწორედ ამიტომ გააკეთა საკუთარი ტელე-პროექტი ,,ჯეომეგზური“, რომელიც  ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეწყდა, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ გადაცემას  მალე  განაახლებს და მაყურებელს უფრო საინტერესო კუთხით წარუდგენს. 

- რატომ აირჩიე ჟურნალისტობა და იყო თუ არა ეს ვინმეს გავლენა?

- სკოლის პერიოდიდანვე გადავწყვიტე ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, მარტივი მიზეზის გამო - მამაჩემი და ბაბუაჩემი ამ პროფესიის იყვნენ, დიდი ბაბუა კი პუბლიცისტი. მართლაც სკოლის დათავრების შემდეგ უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. 

4-03-2014, 22:30

ავტორი 

თიკო ბეკოშვილი

რატომ დაარქვეს ჯგუფის წევრებმა ჯგუფს სახელად - ,,ბანი“?!

ჯგუფმა ,,ბანმა“ ხალხის სიყვარულის დამსახურება ძალიან მცირე დროში მოახერხა. სოციალურ ქსელში, მათ მიერ შესრულებული სიმღერა - ,,კავკასიური ბალადა“  სამ მილიონზე მეტმა მსმენელმა ნახა და ყველაზე რეიტინგულ სიმღერათა შორის  ადგილიც დაიმკვიდრა. იმისათვის, რომ უკეთ გაგვეგო, რა გზით მოიპოვა ჯგუფმა ასეთი პოპულარობა ,,ბანის“ ერთ-ერთ წევრს გელა გოგიშვილს გავესაუბრეთ.

გელა გოგიშვილი: თავდაპირველად ჯგუფი ორი-სამი კაცისგან შედგებოდა, შემდეგ თანდათან შევიკრიბეთ და ახლა უკვე რვანი ვართ; მათე ფირცხალავა, გელა გოგიშვილი, რაულ ბიწაძე, ბესო კვიციანი, ბესო მეტრეველი, გოგა ნიკოლაძე, ბექა მიქაძე და მერაბ ჩიქოვანი. თავიდან მიწისქვეშა გადასასვლელზე ვმღეროდით, ზოგჯერ დღეში შვიდას ლარამდე ავდიოდით. ამ თანხას ინსტრუმენტების შესაძენად ვაგროვებდით. შემდეგ ბატონი კახი კალაძის დახმარებით სიმღერა ჩავწერეთ.

27-02-2014, 17:06

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყანა დღესაც ილია ჭავჭავაძის წუხილით ცხოვრობს

ჟურნალი ,,ქართული ელიტა“ პოეტსა და მწერალს, ბატონ ვანო ჩხიკვაძეს თავის პატარა და ლამაზ ,,სამოთხეში“ ესტუმრა. სახლში, სადაც უამრავი რომანი და ლექსი იწერება. ბატონი ვანო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდობას ხშირად ხვდება, აძლევს რჩევებს და საინტერესო თემებზე ესაუბრება. არც ჟურნალისტების სიმცირეს უჩივის ჩვენი ერის საამაყო მწერალი. მასზე დღემდე უამრავი რამ დაწერილა...

- ბატონო ვანო, გორის რაიონის სოფელ კირბალში დაიბადეთ, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- ბავშვობის გახსენებისას ყოველთვის ჩემი ბებია მახსენდება, რომელიც საოცარი მექართულე გახლდათ, მან დიდი როლი ითამაშა ჩემს მწერლად ჩამოყალიბებაში. იმ გარემოს, ადამიანებსა და სითბოს ვუმადლი ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო სუფევდა.

19-02-2014, 15:14

ავტორი

ნათია რევაზიშვილი

მოეხსნება თუ არა გრიფით საიდუმლო წინა ხელისუფლების მიერ დაკავებული ფოტოგრაფების საქმეს?!

2011 წლის 11 ივლისს, შსს-ს შენობის წინ, ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი ფოტოკორესპონდენტების დაკავების ფაქტს აპროტესტებდა - ლოზუნგით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“. დაკავებულებს შორის იყო პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელსაც ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემა ედებოდა. ჟურნალისტები და აქციის სხვა მონაწილეები დაკავებულების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას მოითხოვდნენ. მოგვიანებთ ისინი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს, თუმცა დღეს  „ჯაშუშობის ბრალდებით“ დაკავებული ფოტორეპორტიორები იმედოვნებენ, რომ მათ საქმეს ახალი ხელისუფლება თავიდან გამოიძიებს და სიმართლეს დაამტკიცებენ.  რა გახდა სინამდვილეში მათი დაჭერის მიზეზი, რამ გააღიზიანა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ მოხვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირად ფოტოგრაფად  და რა სიახლეებია მის შემოქმედებაში, ამ კითხვებზე თავად ირაკლი გედენიძე გვესაუბრა.

- ირაკლი, რატომ დაინტერესდი ფოტოგრაფიით, მაშინ როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში სულ სხვა განხრით სწავლობდი?

- ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით ვსწავლობდი, თუმცა პარალელურად „საქინფორმის ფოტოტექნიკაში“ დავიწყე მუშაობა. მათ  სასწავლო კურსები ჰქონდათ გახსნილი, როდესაც ჩემი ნამუშევრები ნახეს პირდაპირ,  შტატგარეშე  თანამშრომლად მიმიღეს . აქედან უკვე აქტიურად დავიწყე მოღვაწეობა ფოტოგრაფიაში. მანამდე 15-16 წლის ასაკში მიტინგები სამოყვარულო დონეზე მქონდა გადაღებული.

18-02-2014, 14:12

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

მაკა ბლიაძე: პოეტი ისეთ წამს ქმნის, გულიდან სხვა გულს რომ მისწვდება და გზას არასდროს დაასრულებს

პოეზია თამაში რომ არის, ამქვეყნიური ნორმა-ჩარჩოებისგან დამოუკიდებელი, თავისუფალი სივრცე-სამყარო და თან დამოკიდებული სალექსო ჩარჩოებზე, პოეზია რომ ქაოსია და სიტყვათა ფერხული, რომლის დროსაც, როგორც გინდა სიტყვებს ისე აბურთავებ – ამ ყველაფერზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი რამ თქმულა.

საინტერესოა, როგორია თანამედროვე ქართული პოეზია და რამდენად ღირებულია ის.

ქართულ ლიტერატურულ წრეებში. დომინირებს აზრი, რომ საქართველოს დღეს არა ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები,  ასეთები თითზე ჩამოსათვლელადაც ცოტაა. ზოგი კი ფიქრობს, რომ ქართული პოეზია საერთოდ ახალ საფეხურზე ადის და ამის შეფასებას უბრალოდ წლები სჭირდება.

18-02-2014, 12:37



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა