შემოგვიერთდით facebook-ზე

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

სტალინის მუზეუმი განახლდება

2014 წელს, სტალინის მუზეუმი მის მშობლიურ ქალაქ გორში განახლდება. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ნოვოსტი“ ავრცელებს. მათთან საუბარში საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველმა ინგა კარაიამ  განაცხადა, რომ ახალი მუზეუმი უფრო რეალისტური იქნება.
„ამ ეტაპზე ახალი კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობს. ახლანდელი ექსპოზიცია დამყარებულია სტალინის კულტზე, ხოლო ახალი განისაზღვრება რეალური, ისტორიული ფაქტების მიხედვით“ - აღნიშნავს კარაია.
მისივე თქმით, ახალი ექსპოზიცია არ იქნება აგრესიული და სტალინის წინააღმდეგ მიმართული.
ახლანდელი სტალინის მუზეუმი, 1937 წელს, ლავრენტი ბერიას მიერაა დაარსებული. მუზეუმში 47 ათასამდე ექსპონატი ინახება. სამუზეუმო კომპლექსში შედის სტალინის საგვარეულო სახლი, ვაგონი, რომლითაც იგი მოგზაურობდა და „ბელადის“ სხვა პირადი ნივთები.
რეკონსტრუქციის მიუხედავად მუზეუმი არ დაიხურება და ამ პერიოდშიც მიიღებს სტუმრებს.

 


 

23-10-2013, 14:57

მოამზადა

მზია კევლიშვილმა

სელენა გომესი ჯასტინ ბიბერზე ნამღერმა სიმღერამ აატირა
ოთხშაბათს, ბრუკლინში გამართულ კონცერტზე, სელენა გომესმა საკმაოდ ემოციურად შეასრულა სიმღერა სახელწოდებით: ,,სიყვარული გემახსოვრება". ეს სიმღერა მის ყოფილ ბოიფრენდს, ჯასტინ ბიბერს  ეკუთვნის. სიმღერის ბოლოს სელენას თვალები ცრემლით აევსო.
,,ძალიან ცუდი დღეები გამოვიარე, მაგრამ თქვენ ბიჭებო ვერასდროს იგრძნობთ იმას, რასაც მე ვგრძნობ, ეს ის მომენტია, როდესაც უბრალოდ ბავშვობაში დაბრუნება გსურს, რადგან იქ ყველაფერი მარტივია!" - განუცხადა სელენამ დარბაზში მყოფ ხალხს.
როგორც ირკვევა, ცრემლები ჯასტინ ბიბერს არ ეკუთვნოდა.
,,ასეთი ლამაზი შოუ არასდროს მთავრდება ცრემლების გარეშე, მადლობას ვუხდი ბრუკლინს ". თქვა სელენამ.
ამ სიმღერის მობილური ვერსია, ჯასტინ ბიბერმა ინტერნეტში მანამდე გაავრცელა, სანამ მას ჩაწერდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჯასტინისთვისაც და სელენასთვისაც საკმაოდ ძვირფასი სიმღერაა.


 

23-10-2013, 13:11

მოამზადა

მზია კევლიშვილმა

2013 წელს გამართულ ვიქტორია სიკრეტის ჩვენებაში მირანდა კერი მონაწილეობას არ მიიღებს
მირანდა კერიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას ამ წელს გამართულ ვიქტორია სიკრეტის ჩვენებაში, რადგან მას სურს უფრო მეტი დრო გაატაროს მეუღლესთან და თავის პატარა ვაჟიშვილთან ერთად. ბრენდის უფროსმა ედი რაზეკმა, კერის ფანები დაარწმუნა, რომ მიუხედავად მისი უარისა, მირანდა მაინც მიიღებს მონაწილეობას ჩვენებაში.
ავსტრალიელმა სუპერმოდელმა უარყო ედი  რაზეკის სიტყვები და განუცხადა ფანებს, რომ ის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
,,მათ მთხოვეს ჩვენებაში მონაწილეობის მიღება. ეს მეც ძალიან მინდა, მაგრამ ვერ შევძლებ ,რადგან იმ დროისთვის აუცილებლად უნდა გავემგზავრო აზიაში." - განაცხადა მირანდამ.
მირანდა კერი მხოლოდ 2010 წელს გამართულ ჩვენებაში არ გამოჩენილა, რადგან ის იმ დროისთვის  ორსულად გახლდათ.
,,ედმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ ის ძალიან გაბრაზებულია ჩემზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ შემიძლია ერთდროულად ორ ადგილას  ყოფნა" - ღნიშნა კერიმ.

 

23-10-2013, 13:02

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
კადრი წყვეტს ყველაფერს
გიორგი აბდალაძე:  ფოტორეპორტიორი, საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ საინტერესო ადგილზე ნამყოფი. ფიქრობს, რომ ფოტოგრაფები არიან ადამიანები, ვინც გარკვეულწილად ისტორიას ქმნიან, კვალდაკვალ მისდევენ კადრებს, რომელსაც დღეს ფასი არ აქვს, მომავალში კი აუცილებლად ექნება...
- პირველი პროფესიონალური ფოტო როდის გადაიღეთ და რა იყო?
- ოცი წლის წინ, ფოტორეპორტაჟისას, ერთ-ერთი თანანმდებობის პირი გადავიღე.
- ყველაზე მეტად რისი გადაღება გსიამოვნებთ?
- რეპორტაჟის.
- რამდენი გამოფენა გაქვთ მოწყობილი?
- არ დამითვლია, ბევრი... უახლოეს მომავალში, ლონდონსა  და ნიუ-იორკში მექნება გამოფენა.
- თქვენი საყვარელი ნამუშევარი და ფოტო, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
- საყვარელი ნამუშევრის რა გითხრათ, მაგრამ გორში, აგვისტოს ომის დროს, დაჭრილი ქალის გადაღებულმა ფოტომ, რომელიც შველას ითხოვდა... ამ სურათმა,  საზოგადოებაზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ოლიმპიადა „გადაყლაპა“...
- ვის ან რის გადაღებაზე ოცნებობთ?
- ჩვენი ქვეყანა ულამაზესია  და ვოცნებობ:  ხალხის ბედნიერებისა და სილამაზის გადაღებაზე, ამის დანახვა ძალიან მინდა, შესაბამისად - ასახვა.
- ჰობი და ცხოვრების დევიზი...
- ჰობი - ხატვა. რაც შეეხება ცხოვრების დევიზს: „კადრი წყვეტს ყველაფერს“...

22-10-2013, 18:29

ავტორი
ნინო კერატიშვილი
ისეთი პატარა ერი ვართ, თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს გადავარჩენთ

მხატვარ ელენე გამგონიძის ნამუშევრები, მნახველს ორიგინალური და განსხვავებული ფერწერით იზიდავს. სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები და ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა, საოცარი ტექნიკით შესრულებული ტილოები, მისი სავიზიტო ბარათია. მუშაობს ზეთის საღებავებით და რაც ყველაზე საინტერესოა, ცეცხლის მოწვის ტექნიკით უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის. მისთვის მხატვრობა სიცოცხლის აზრია, რომელიც ადამიანის სულში არსებულ სიცარიელეს ავსებს. 
- ქალბატონო ელენე, ხატვა როდის დაიწყეთ?
- პირველად 3 წლის ასაკში დავხატე. მაშინ, დედას უკვე სჯეროდა, რომ მხატვარი გავხდებოდი, რადგან კარგი ნამუშევრები გამომდიოდა. თერთმეტი წლის ვიყავი, სამხატვრო სტუდიაში რომ მივედი, სადაც ჩემი პედაგოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი გია გუგუშვილი იყო. ჩემს ნამუშევრებს თავსატეხს უწოდებდა, რადგან რამდენიმე ფიგურას ერთმანეთში ვხატავდი. აზროვნება და სირთულეები მიყვარს, რასაც ზოგჯერ მხატვრები უარყოფენ. ჩემთვის კი აუცილებელია. ხელოვნება ძალიან მიყვარს, მუსიკასაც კარგად აღვიქვავ, მაქვს სმენა და ვმღერი.
- რა მიმდინარეობა იგრძნობა თქვენს ნახატებში?
- აზროვნება ძალიან მიყვარს, კონკრეტულ თემატიკას ვერ გამოვყოფ. სხვადასხვა ჟანრში ვხატავ და მაინც სულ ძიებაში ვარ. ორსახოვან პორტრეტებსაც ვქმნი. თითქმის ყველა ნამუშევარს რელიგიური საფუძველი აქვს, ეს ალბათ ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა. 

22-10-2013, 18:04

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

სამოთხე დედამიწაზე

პოეტი, დიპლომატი და საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილსოფლის“ პრეზიდენტი მიხეილ ტყებუჩავა,  ლექსებს 22 წლის ასაკიდან წერს. ახლა ცხრა კრებულის ავტორია, მათგან  ერთ-ერთი ათას სტროფიანი პოემაა, რომელსაც ,,წამის ათასწლეული“ ჰქვია. პირველი ლექსი მთა-თუშეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დაწერა, მაშინ, როცა ,,ივერის ღვთისმშობლის“ ხატის ასლი მთელ საქართველოში მოგზაურობდა. მისპირველ ლექსს სახელად ,,სამოთხე დედამიწაზე" ჰქვია.

- რატომ გადაწყვიტეთ, საკუთარი სახლის სადარბაზოში, სამლოცველოს და ბიბლიოთეკის გაკეთება?
- ეს ისტორია 7 წლის წინ დაიწყო. ყველაფერი ლიფტში ჩამსხვრეული სარკით დაიწყო, რომელიც ჩემს სადარბაზოში მოხდა. ამას მავნებელი ცელქი ბავშვები ჩადიოდნენ. ერთ დღეს, ექსპერიმენტისთვის, ჩამსხვრეული სარკის ადგილას, ათი მცნება ჩამოვკიდე, რის შემდეგაც მას ხელი აღარავინ მოკიდა. ათი მცნების გვერზე პატარა ამონარიდები დავკიდე და ბაგრატიონთა გენეოლოგია, სადარბაზო მუზეუმად გადაიქცა. შემდეგ პატარა სამლოცველო გავაკეთე, რომელიც 24 საათი ღიაა. კვირაში ერთხელ პარაკლისი ტარდება და სამლოცველო ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელს ატარებს. ასევე, გავაკეთე ბიბლიოთეკა, სადაც უკვე 2000-მდე წიგნია დაცული, ბიბლიოთეკა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) სახელობისაა. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნები არ იკარგება, კითხულობენ და ისევ უკან აბრუნებენ. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ხალხს, იმიტომ, რომ კეთილ ადამიანებს, არაერთი საინტერესო წიგნი უჩუქებიათ ბიბლიოთეკისათვის.

22-10-2013, 17:23

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

ვადაგასული სანიტარი

რუსეთის ვიცე პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა, პეკინში,  ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი სანიტარი თანამდებობას ტოვებს. ონიშენკო, რომლის ბრძანებითაც, ბოლო წლების განმალობაში, ქართული ღვინისა და ბორჯომის ექსპორტი რუსეთში აკრძალულია, ამაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. ვიცე პრემიერის განცხადებით, ონიშენკოს თანამდებობიდან წასვლა, მის ასაკს უკავშირდება. იგი ამ თანამდებობაზე 1996 წლიდან მუშაობს და როგორც პრემიერმა განაცხადა, მალე ონიშენკოს პენსიაზე გასვლა მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ონიშენკოს ადგილს მისი მოადგილე ანა პოპოვა დაიკავებს.
 

 

22-10-2013, 16:25

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

27 ოქტომბრის არჩევნებში დსთ-ს დამკვირვებლები მონაწილეობას არ მიიღებენ

ამ  სათაურით ავრცელებს სტატიას რუსული გამოცემა ,,ნეზვისიმაია” გაზეტა.  სტატიის მიხედვით, დსთ-ს სადამკვირვებლო მისია, 27 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება, საინფორმაციო პორტალს ეს ინფორმაცია საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ  მიაწოდა.
მომავალ არჩევნებს 60 ადგილობრივი და 63 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს მისიები, ამერიკის საერთაშორისო ინსტიტუტი. 
არჩევნების მიმდინარეობას 84 ადგილობრივი და 35 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი გააშუქებს. 
ორშაბათს, უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, რომლის საერთო რაოდენობაც 3 537 719-ია.

 

 

 

22-10-2013, 13:28

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

რატომ აატირა პელე 1700 დოლარიანმა წიგნმა?!

ფეხბურთის ლეგენდა -  ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო პელე -  გასულ ოთხშაბათს „ცრემლებად დაიღვარა“, როცა რიო დე ჟანეიროში, მასზე დაწერილი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დროს პელემ თავისი უხვგოლიანი საფეხბურთო კარიერა გაიხსენა.
რაც შეეხება წიგნს, ისიც პელესავით შთამბეჭდავი გამოვიდა. წიგნი 500 გვერდიანია და სახელად „1283“ დაარქვეს. თავის კარიერაში პელემ ზუსტად ამდენი გოლი გაიტანა და წიგნიც 1283 ქვეთავისგან შედგება.
ამას გარდა, წიგნი იმითაც არის შთამბეჭდავი, რომ 15 კილოგრამს იწონის და ფასიც სარეკორდო აქვს: დაახლოებით  1700 ამერიკული დოლარი „სელასიოს“  ხელმოწერით. კოლექციონერებისთვის ფასი არც ისე დიდია, თუმცა სავარაუდოდ, პელეს ყველა გულშემატკივარი ამ თანხას ვერ შეწვდება.
„როცა წიგნი დავათვალიერე, ეს იყო ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამ დროს მახსენდებოდა ყველა ჩემი თანაგუნდელი, ყველა ფანი და ყველა ჩემი გოლი“ - აღნიშნა პელემ.
„1283“  გაყიდვაში ოქტომბრის ბოლო კვირას გამოვა, მას შემდეგ რაც პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართება, ასევე ლონდონსა და დუბაიში.

21-10-2013, 13:27

ავტორი
სოფო ხვიბლიანი
აპირებს თუ არა ბუბა ჯგუფ „ჯუჯების“დატოვებას?!
მუსიკა მისთვის ყველაფერია, უკვე ათი წელია რეპს მღერის  და თავის საყვარელ  საქმეს აკეთებს...
- სიმღერა პირველად როდის დაწერეთ?
- ცამეტი-თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, სიმღერას ,,არ უღალატო ძმებს“ ერქვა, მაშინ ჯგუფ „გრაფიტში“ ვიყავი. მალე ეს ჯგუფი დაიშალა და სოლო კარიერა გავაგრძელე. შემდეგ ჯგფ „ჯუჯებში“აღმოვჩნდი,  ბავშვობის მეგობრებთან ერთად.
- ჯგუფი „ჯუჯები“ როდის შეიქმნა?
- 2002 წელს, მაგრამ ადრე სხვა სახელით არსებობდა, ეს ის პერიოდია, ყველა რომ რეპერობდა ან ,,ძველბიჭობდა“.
- ჯგუფი „გრაფიტი“ რატომ დაიშალა?
- ჯგუფის  წევრები სხვადასხვა რაღაცას ვწერდუთ, რაც დაშლის მიზეზი გახდა,ხოლო მე და „ჯუჯებს“ ბევრი საერთო გვაქვს, რაც დიდ კომფორტს მიქმნის.
- ბევრი სიმღერა და კლიპი გაქვს, მომავალში ჯგუფის მიტოვებას და სოლო კარიერის გაგრძელებას ხომ არ აპირებ?
-  ჯგუფის მიტოვებას არ ვაპირებ, რასაც ხუთი წელი ჯგუფ „გრაფიტში“ ვაკეთებდი, უფრო მეტი ამ ორ თვეში გავაკეთე, როცა სოლო კარიერა დავიწყე.
- ძირითადად სიყვარულზე წერ, რატომ?
- სულ სიყვარულზე არ ვწერ, ასი სიმღერა მაქვს, აქედან ათია სიყვარულზე, რომლებიც გაჰიტდა და იმ ოთხმოზდაათზე რეიტინგულია. ხალხს, რაც მოსწონს იმას ვწერ.

18-10-2013, 18:05

მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
რუსული გამოცემები კვლავ იტყუებიან
რუსული გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტა", მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე, კიდევ ერთ სტატიას ავრცელებს.
დღეს, თბილისში, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები იწყება, რომელიც ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით ტრანსლირებული იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ცესკომ 23 პრეტენდენტი დაარეგისტრირა, დებატები მრავალპარტიულია.  ერთმანეთს პირისპირ ახალი და ძველი მთავრობის ლიდერები - გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე შეხვდებიან. თუმცა დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს რეიტინგის სამეულში მყოფი - პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე.
გამოკითხვების მიხედვით, სწორედ ამ სამი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთი გახდება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, თუმცა ამ სამს შორისაც არის როგორც ლიდერი, ისე აუტსაიდერი. ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, კვლავ დიდი განსხვავებით უსწრებს, როგორც ბაქრაძეს, ისე ბურჯანაძეს და აქვს იმედი, რომ პირველივე ტურში პრეზიდენტი გახდება.
ამის მიზეზი, მარგველაშვილის მიმართ ივანიშვილის დიდი მხარდაჭერაა, რასაც ბურჯანაძე ასე ეხმიანება: "როგორც ბავშვი სკოლაში, ასე დაჰყავს პრემიერ ივანიშვილს მარგველაშვილი შეხვედრებზე, საყურებლადაც კი უსიამოვნოა...".

17-10-2013, 17:49

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ნატალია ივანიშვილი: ჩემთვის მგალობლობა ღვთის საჩუქარია
27 წლის მგალობელი ნატალია ივანიშვილი, მუსიკის მოყვარულ ოჯახში გაიზარდა, იგი ბავშვობიდან მღერის. დაამთავრა 11-ე ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა, შემდეგ დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. პროფესიით აკადემიური გუნდის დირიჟორია.  2005 წლიდან კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა, 2008 წლიდან დღემდე კი, ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ მგალობელ გოგონათა გუნდ „იალონში“.
- რას ნიშნავს საეკლესიო გალობა მართმადიდებლურ სარწმუნოებაში და რა არის მისი დანიშნულება?
- გალობა ეკლესიის ღვთისმსახურებაში განუყფელ ნაწილს წარმოადგენს, ის გამშვენებული ლოცვაა. ცნობილია, რომ სანამ გალობა შეიქმნებოდა ლოცვები იკითხებოდა, გალობა იმისთვის დამკვიდრდა, რომ მრევლი შეეფხიზლებინათ, საკითხავებთან ერთად ყოფილიყო საგალობლები. ეს ტრადიცია საუკუნეებს მოსდევს.
- რამ გამოიწვია საგალობლებით თქვენი დაინტერესება?
- მონაზონების დედა მართა  ჩხიკვიშვილისა და ნინო რაზმაძის მიერ წირვა-ლოცვის სადა კილოს შემსწავლელი წიგნია  გამოცემული, რომელსაც სასწავლო დისკი მოჰყვება. როგორც მუსიკოსმა და მგალობელმა, მათთან ერთად ჩავწერე რამდენიმე საგალობელი, ინტერესი ამან გამოიწვია. რის შემდეგ ჩამოყალიბდა გუნდი, სადაც ოთხი მგალობელი გოგონა ვიყავით. თავიდან  ღვთისმშობლის პარაკლისის საგალობლების შესწავლა, ჯიხეთის მონასტერში, გურიაში დავიწყეთ.  რაც მგალობელი გავხდი, შეგრძნების თვალსაზრისით  ბევრი რამ შეიცვალა.
ტაძარში სიარული, რომ დავიწყე, მიუხედავად მგალობლობის დიდი სურვილისა, ვერ მოხერხდა მაშინვე გუნდთან ერთად მეგალობა. „იალონის“ ჩამოყალიბების შემდეგ,  ჩვენი გუნდი, არა მარტო ტაძარში მოღვაწეობს, არამედ პროპაგანდასაც ეწევა, სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად ხალხური სიმღერა-გალობის  ღონისძიებებზე ვმონაწილეობთ. აგრეთვე გვაქვს ჩაწერილი ორი კომპაქტდისკი.

17-10-2013, 16:42



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა