შემოგვიერთდით facebook-ზე

სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 3 მარტს, სომხეთის მოქალაქე ა.ბ.-ისბარგში. მგზავრს, რომელიც რეისით შარჯა-თბილისი ჩამოფრინდა თბილისში, საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა აღმოუჩინეს 

5-03-2015, 21:45

სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის მოზრდილი პარტიის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, "თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა. რეისით შარჯა - თბილისი ჩამოფრინდნენ სომხეთის მოქალაქეები ა.ვ. და ე.ა., რომელთაც დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდათ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული საქონელი. კერძოდ, ა.ვ.-ის ბარგში აღმოჩნდა 3885,43 ლარის ღირებულების შემდეგი საქონელი:

26-01-2015, 17:09

საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი.ა., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 25 000 აშშ დოლარი და 3400 თურქული ლირა აღმოაჩინეს.
ასევე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 18 იანვარს სგპ "წითელ ხიდზე".

20-01-2015, 17:38

მოქალაქეს, რომელსაც სომხეთის მხრიდან არადეკლარილებული თანხა შემოჰქონდა, საბაჟოზე დააკავეს და დააჯარიმეს.
არადეკლარირებული თანხა - 71330 დოლარს და 50 ლარს შეადგენდა, რომელიც დათვალიერების შედეგად საქართველოს მოქალაქე მ. თ.-ს. მგზავრი საბაჟო გამშვები პუნქტის „ნინოწმინდის“ ტერიტორიაზე აღმოაჩნდა, იგი სომხეთის მხრიდან შემოვიდა. ამ კანონდარღვევისთვის მას, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა .

17-12-2014, 19:09

,,სარფის"" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 945.25გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული ნივთები შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის, ტ.გ-ს კუთვნილი ბარგის და ავტომობილის დათვალიერებისას დააფიქსირეს. ოქროს ნაკეთობათა საერთო ღირებულებამ ექსპერტიზის მიხედვით, 52605.37 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

15-12-2014, 22:07

საბაჟო გამშვები პუნქტის – "სარფის" კონტროლის ზონაში, დეკლარირების წესის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა., რომელსაც დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. ნივთების საერთო წონა - 433,06 გრამს შეადგენდა. საქონლის ღირებულება 17452,33 ლარია. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.

16-10-2014, 19:06

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა