თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი ტრადიციული დაწესებულებაა, სადაც ბევრი აკადემიური დონის პროვნება ცხოვრობს. მისი დირექტორი დარეჯან თომაძე, იმ სიკეთეებსა და რეფორმებზე გვესაუბრება, რაც ამ ორი წლის მანძილზე გაკეთდა.
გასულ წლებში სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდები" განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც ბოლო დროს შესუსტდა. geoelite.ge მათი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესდა და ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს კახაბერ კაპანაძეს ესაუბრა.
კახაბერ კაპანაძე: ,,ანტიპოდები" დღეს ბევრად აქტიურია, ვიდრე გასულ წლებში, უფრო მეტ ღონისძიებებს ვატარებთ ტრენინგების სახით. ვცდილობთ სტუდენტებში არაფორმალური განათლების დონე ავამაღლოთ. ვმუშაობთ აკადემიური სტილით, ვაღრმავებთ ვერბალურ ურთიურთობებს სტუდენტებთან, ვცდილობთ მეტად გავერკვეთ მათ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებში, მყარად ჩამოვყალიბდეთ ჩვენი საქმიანობის მამართულებებში, რაც უფრო მიზნობრივს გახდის ჩვენს საქმიანობას.
ავტორი
სოფო ხვიბლიანი
რაზე ოცნებობს სალომე ტეტიაშვალი და ვინ ინანებს მის დაკარგვას?!
მომღერალი სალომე ტეტიაშვილი, ,,youtube”-ის მეშვეობით გახდა ცნობილი. თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან იმ საქმეს აკეთებს, რომელიც ძალიან უყვარს. ფიქრობს, რომ სიმღერამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და დიდი სტიმული მისცა.
- სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდით რას საქმიანობდით?
- კოლეჯში ვსწავლობდი და პარალელურად ტანსაცმლის მაღაზიაში, გამყიდველად ვმუშაობდი.
- ელოდით თუ არა, რომ თქვენს სიმღერას ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და ვისი იდეა იყო ვიდეოს ,,youtube”-ზე ატვირთვა?
- ასეთ პოპულარობას ნამდვილად არ ველოდი. ეს ყველაფერი კი ბესო როსტიაშვილის იდეა იყო.
- არის თუ არა ვარსკვლავობა შემაწუხებელი?
- პირიქით, ბევრი დადებითი მხარე აქვს. ხალხი, რომელიც გისმენს და პატივს გცემს, ელოდება შენს ახალ ვიდეოს და კომენატრებით გესიყვარულება, ძალიან დიდი სტიმულია.