შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

ეკა რევაზიშვილი

მაკა ბლიაძე: პოეტი ისეთ წამს ქმნის, გულიდან სხვა გულს რომ მისწვდება და გზას არასდროს დაასრულებს

პოეზია თამაში რომ არის, ამქვეყნიური ნორმა-ჩარჩოებისგან დამოუკიდებელი, თავისუფალი სივრცე-სამყარო და თან დამოკიდებული სალექსო ჩარჩოებზე, პოეზია რომ ქაოსია და სიტყვათა ფერხული, რომლის დროსაც, როგორც გინდა სიტყვებს ისე აბურთავებ – ამ ყველაფერზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი რამ თქმულა.

საინტერესოა, როგორია თანამედროვე ქართული პოეზია და რამდენად ღირებულია ის.

ქართულ ლიტერატურულ წრეებში. დომინირებს აზრი, რომ საქართველოს დღეს არა ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები,  ასეთები თითზე ჩამოსათვლელადაც ცოტაა. ზოგი კი ფიქრობს, რომ ქართული პოეზია საერთოდ ახალ საფეხურზე ადის და ამის შეფასებას უბრალოდ წლები სჭირდება.

18-02-2014, 12:37

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

მაყვალა გონაშვილი: პოეტი ქვეყნის ერთ-ერთი წინამძღვარი და ერის ტკივილების გამზიარებელია

ჩვენი პირველი შეხვედრა გუშინდელი დღესავით მახსოვს. მაშინ, 16 წლის ასაკში, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ფრთის საპატიო წევრი გავხდი. სულიერად და გარეგნულად ლამაზი ქალბატონის, სიყვარულით აღსავსე მზერა მეხსიერებაში სამუდამოდ დამრჩა. ამ სითბომ გულის კარი გამიღო და პოეზიისკენ მიმავალი გზა დამილოცა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რამდენი ბრძოლა ელოდა წინ ,,დიდ მგოსანთა პატარა სამეფოს“ - მწერალთა კავშირს. იყო მისი დარბევის, დანგრევისა და მოშლის არაერთი ძალიან სერიოზული მცდელობა. მაგრამ მისმა თავჯდომარემ ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა დიდი ბრძოლის, შრომის და უძილო ღამეების შედეგად, მწერალთა კავშირს ახალი სული შთაბერა. 

მაყვალა გონაშვილი: პოეტური მოღვაწეობა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. დღეს ოცზე მეტი პოეტური კრებულის, თარგმანებისა და საბავშვო წიგნების ავტორი ვარ. ახლახანს გამოვეცი პოეტური კრებული - ,,ხმა მესმა", რომელიც უწმინდესს და უნეტარესს მივუძღვენი. წიგნის გამოცემის იდეა მასთან შეხვედრის შემდეგ დაიბადა. ჩვენი პატრიარქი ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის სიბრძნის სიმბოლოა. ამიტომ ამ წიგნში პირველი ლექსებიც სწორედ მას ეძღვნება.

17-02-2014, 13:08

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ერეკლე საღლიანი: მუზა ყველა კაპას ქალზე უარესია, თუ გაგექცა მისი მობრუნება ძნელია

ბედნიერებაა დაიბადო საქართველოში, რადგან ამდენი სათაყვანებელ-მოსაფერებელი კუთხე გვაქვს. ნათქვამია, რომელი კუთხიდანაც უნდა იყოს ადამიანი, მასში ერთი წვეთი სვანის სისხლიც ურევიაო. სვანეთის ყველა მკვიდრი განსაკუთრებული და გამორჩეული ფენომენია. ჟურნალი ,,ქართული  ელიტა“ სვანეთის კოლორიტს, ბატონ ერეკლე საღლიანს ესტუმრა, იგი არაჩვეულებრივი პოეტი გახლავთ და დღემდე უამრავი წიგნი აქვს გამოცემული.  მის ცხოვრებაში ბევრი უცნობი ამბავი არსებობს, რასაც ჩვენი ჟურნალის მკითხველს დიდი სიამოვნებით უამბობს.

- ბატონო ერეკლე გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- ბავშვობა ყველაზე სათნო, სანატრელი და სიყვარულით აღსავსე პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო, როდესაც იწყებ ბრძოლას უკეთურებათა წინააღმდეგ, ბავშვი მეოცნებეა, იგი სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს და არ არის იმ დოზით შერყვნილი, რა დოზითაც ეს შემდეგ ხდება. მეცოდებიან დღევანდელი ბავშვები, მათ  ოცნება წაართვეს, რადგან არნახული ტექნოლოგიური განვითარების პირობებში საოცნებო თითქმის აღარაფერი დაუტოვეს. ოცნების გარეშე კი წარმოუდგენელია ადამიანი ჩამოყალიბდეს. პიროვნება, რომელიც მოწიფულ ასაკში დაუბრუნდება ბავშვობიდან მოყოლილ სიწმინდეს, ის უკვე გენიოსია.

17-02-2014, 12:33

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

რა სიურპრიზი გაუკეთა ჯგუფ ,,ბანის“ წევრმა თავის ცოლს ვალენტინობისთვის

ამბობენ, სიყვარულს ახსნა არ აქვსო. ეს გრძნობა ხელოვნებაა, რომელიც ცხოვრებას მარადიულად ამშვენებს და ალამაზებს. სწორედ ჩემი რესპოდენტის ჯგუფ ,,ბანის“ წევრის გელა გოგიშვილის ცხვირების გამშვენიერებაზე და გალამაზებაზე უზრუნია სიყვარულს. ვფიქრობ, ეს ისტორია მისი საყვარელი ადამინისთვის სიურპრიზი იქნება. 

,,სიყვარულს თუკი სიმდიდრედ არ თვლი

მაშინ რაღაა კაცის ქონება?! 

სიყვარულს გულში ჩათბობა უყვარს 

უნდა ეფერო მთელი ცხოვრება.“

- როგორ გაიცანით შენ და სალომემ ერთმანეთი?

14-02-2014, 19:28

სააკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

რუსული სააგენტო ,,interfax” სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს. მათი ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ მმართველ პარტიასთან ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს ინარჩუნებს. ამ საკითხზე გამოცემა ნაციონალური მოძრაობის წევრს - დავით დარჩიაშვილს ესაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერებთან კავშირს ინარჩუნებს და პარტიის კურსის განსაზღვრაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან საკმაოდ სწორად და გონივრულად აიღო პოლიტიკური ტაიმ-აუტი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს საშუალება მისცა, პოლიტიკური ბრძოლის საწარმოებლად ახალი სტრატეგია შეემუშავებინათ. დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში, თუმცა არავინ იცის ეს როდის მოხდება“ - განუცხადა გამოცემას დარჩიაშვილმა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა თანამდებობა ,,ფლეჩერის სკოლაში“ მიიღო. ამ სკოლის დეკანის ინფორმაციით კი სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, სწორედ იმიტომ დაარსდა, რომ სტუდენტებს პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეთ მსოფლიო ლიდერებთან. 

სააკაშვილ ჯერ-ჯერობით ერთ წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.  

 

24-01-2014, 15:31

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ლადო კახაძე: მეუღლე  ჩემი ეტალონი და ლექსის მუზაა

პიროვნება, რომელიც მრავალი წელია სიცოცხლის სადარაჯოზე დგას და მომავალი თაობის ამ ქვეყნად მოვლინებას ემსახურება. მარტო პროფესია როდი ხდის მის თვისებებსა და ხასიათს განსაკუთრებულს, თავის სათქმელს ლექსადაც გადმოქვცემს. ქართული მედიცინის კორიფე, ექიმი მეან-გინეკოლოგი ბატონი ვლადიმერ კახაძე, დღეს ჟურნალ ,,ქართული ელიტის” სტუმარი გახლავთ.

- ბატონო ვლადიმერ გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში დავიბადე, ჩემს თაობას წილად მშობლებისა და ბებია-ბაბუებისათვის საშინელი ომის დავიწყების ფუნქცია ერგო, რომელიც იმ დროს ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა.  მზრუნველობას, რასაც ჩვენს მიმართ იჩენდნენ, იყო გაათმაგებული სიცოცხლე სიყვარულისა. ჩვენს თაობას მსგავსი კატასტროფა არ ენახა, ამიტომ მთელი ცხოვრება უფროსების მიმართ ვალდებულებებითაა მოცული. ვცდილობ, ეს ყველაფერი შთამომავლობაზე გადავანაწილო, რათა ღირსეულად იცხოვრონ თავის საამაყო სამშობლოში.

21-01-2014, 13:22

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

რადიო „ჯაკომ“ ტრადიციას არც წელს უღალატა და საკუთარ იუბილეზე, 15 იანვარს, სპორტულ საზოგადოებასთან ერთად იზეიმა 8 წლის იუბილე. ასევე ტრადიციად ქცეული არაოლიმპიური სპორტის სახეობების სპორტსმენების დაჯილდოვებაც შეძლო საზეიმო ვითარებაში.

 

17-01-2014, 19:29

რუსული პრესა, როგორც რუსული პროპაგანდის ლაზიერი
(ციკლიდან მეზობლური სიამტკბილობები)

რუსული პრესის გარკვეული ელემენტები აქტიურად განაგრძობენ ანტიქართულ პროპაგანდას. მართალია ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა დღევანდელი ნიუსი მართლაც გამოირჩევა სიმძიმით. მძიმეა იმდენად, რამდენადაც ეს არის ერთგვარი მცდელობა სახელი გაუტყდეს მთლიან ერს და არა კონკრეტულ ადამიანს.
ცნობილია, რომ გუშინ რუსეთში ქილერის ტყვიამ ქართველი დათო მელქაძე იმსხვერპლა, როგორც რუსული წყარო m24.ru იტყობინება, ეს პიროვნება არის კანონიერი ქურდი მეტსახელად ,,ფოთელი“. იგივე წყარო მოგვითხრობს, რომ მელქაძეს მაშინ ქილერმა ესროლა, როცა ცოლთან და ორ შვილთან ერთად სუპერმარკეტიდან გამოდიოდა.
„ქილერი განათების ბოძს ეფარებოდა და ისე ესროლა გარდაცვლილს რამდენჯერმე, გარდაცვლილი კი, თვითმხილველთა ცნობით გადაეფარა უფროს შვილს და ამ დროს მისმა ცოლმა და უმცროსმა შვილმაც მოასწრეს მაღაზიაში დამალვა.“  - ვკითხულობთ სტატიაში.

17-01-2014, 14:34

საქველმოქმედო აქცია ,,ანტიპოდების" ინიციატივით
სტუდენტური მოძრაობა  ,,ანტიპოდების" და საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, საქველმოქმედო  დღედ იქცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები გლდანის 200-ე საჯარო სკოლა-პანსიონს ეწვივნენ. მათ პატარებს საჩუქრები გადასცეს და მათთან დაუვიწყარი დრო გაატარეს. აქციის მიზანი, საახალწლოდ  მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, ახალი წლის გალამაზება და მათთვის სხვადასხვა სახის  საჩუქრების გადაცემა გახლდათ.
ინფორმაცია დაგეგმილი აქციის შესახებ, სოციალური ქსელებიდან ვრცელდებოდა. ბავშვებისთვის ნივთების შეგროვება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო შესაძლებელი. პატარების დახმარება და მათთვის  ახალი წლის გალამაზება ნებსიმიერ მსურველს შეეძლო.
აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ადგილზე მისულ სტუდენტებს სკოლის ორგანიზატორმა განუცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებოდნენ, რომლებიც მათთვის სტუდენტებზე უფრო მნიშვნელოვანი სტუმრები გახლდნენ, ამიტომ საჩუქრების გადაცემა მათი წასვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, სკოლის წარმომადგენლებმა დაძაბული ვითარების  განეიტრალება გადაწყვიტეს, ამიტომ სტუდენტებს საჩუქრების გადაცემის საშუალება მანამდე მიეცათ, სანამ მთავრობის წარმომადგენლები მივიდოდნენ.

17-01-2014, 14:15

მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
რას გუგლავდნენ 2013-ში ყველაზე ხშირად

კომპანია Google წერილს აქვეყნებს, რომელშიც მოთხრობილია, თუ რას ეძებენ 2013 წელს ყველაზე ხშირად Google-ში.
როგორც წინა წლებში, წელსაც ყველაზე ხშირად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც მიმდინარე წელს გარდაიცვალნენ. მაგალითად შარშან, ყველაზე ხშირად ეძებდნენ ემი ვაინჰაუზს, წელს კი „პირველობა“ არავის დაუთმო ამერიკელმა მსახიობმა, ფილმ „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა პოლ უოლკერმა.
უოლკერი არა მარტო ადამიანებს შორის ლიდერობს, არამედ Google-ის მთლაინ ვიზიტორებს შორისაც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ძალიან საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდა ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეა, ყველაზე ხშირად „დაგუგვლად“-თა სიაში მეათე ადგილს იკავებს. ეს ფაქტი კომპანია Google-ისთვისაც კი უპრეცედენტოა.

24-12-2013, 17:31

ავტორი
ეკა რევაზიშვილი
ისინი რობერტ ბარძიმაშვილმა გამოზარდა. 2001-2002 წლებში პატრიარქმა მისი გვარი აკურთხა და კურთხევა მისცა, ანსამბლისთვის ,,ბარძიმი" დაერქმია. ბიჭებმა დღემდე წარმატებით მოაღწიეს, მისი სახელის უკვდავსაყოფად.
ზაზა ჭინჭარაული - მუსიკოსი, მომღერალი, ანსამბლ ,,ბარძიმის" წევრი. უდიპლომო, მოყვარული მსახიობი დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საქმეს, ცდილობს ეს ყველაფერი ერთმანეთს ისე შეუთავსოს, რომ ერთმა მეორეში ხელი არ შეუშალოს.
-როდის და როგორ ჩამოყალიბდა ანსამბლი ,,ბარძიმი"?
-,,ბარძიმის" სახელით უკვე 10 წელი შეგვისრულდა, მანამდე სხვა სახელი გვერქვა. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, სტუდიაში ვიზრდებოდით, თანდათანობით ინსტრუმენტებს ვეუფლებოდით, ბატონმა რობერტმა დაგვაკვალიანა. ინსტრუმენტალური ანსამბლი მის მიერ შეიქმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ დავრჩით კვინტეტი, იმის გამო რომ რთული იყო ინსტრუმენტალური ჯგუფის გახმოვანება, ტექნიკურად შენარჩუნება, კონცერტების გამართვა.
-რამდენად წარმატებით აგრძელებთ რობერტ ბარძიმაშვილის დაწყებულ საქმეს?

24-12-2013, 15:51

ავტორი
ნათია რევაზიშვილი
ლევან რუსია: მეშინია მუსიკალური გემოვნება უკან არ წავიდეს და ფანდურზე არ შევრჩეთ
ამბობენ, ჯაზი ელიტისთვის განკუთვნილი მუსიკააო, ფაქტია, ამ მიმდინარეობას ყველა ვერ უსმენს და  ვერ იგებს მის ხიბლს. ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, თუ როგორ უსმენენ იმპროვიზაციის ამ ჟღერადობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კავკასიაში ჯაზურმა მუსიკამ  60-იან წლებშივე მოიკიდა ფეხი. ეს ალბათ იმპროვიზაციის იმ დონემ განაპირობა, რომელიც ქართულ სიმღერაშია ჩადებული  და ამით თავისებურ სიახლოვეს ამჟღავნებს ჯაზთან. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ მხრივ მეტად განათლებული საზოგადოება არსებობს, რომელიც ფართო ასპარეზზე არ ჩანს. ვინ უსმენს დღეს ჯაზს საქართველოში და რა პირობებია საჭირო მისი განვითარებისთვის, ამ თემებზე ქართველ ჯაზ მუსიკოსს, ლევან რუსიას ვესაუბრეთ...
-ლევან, როგორ შემოვდა ჯაზი შენს ცხოვრებაში?

24-12-2013, 15:02



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა