შემოგვიერთდით facebook-ზე

ვარშავის ცენტრში ძლიერი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. აფეთქება ექვსსართულიანი სახლის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქუჩაში მიმავალი ავტობუსი დაზიანდა.
ნანგრევებში ბინის მაცხოვრებლები არიან მოყოლილები. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

26-01-2015, 18:00

რიზ უიზერსპუნი დააპატიმრეს

ამერიკაში,  შტატ ჯორჯიას პოლიციამ, ჰოლივუდის მსახიობი რიზ უიზერსპუნი, მას შემდეგ დააპატიმრა, რაც საგზაო პოლიციის თანამშრომლის თხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. 

საპატრულო პოლიციამ შეამჩნია, რომ ავტომობილი, რომლის საჭესთან უიზერსპუნის მეუღლე, ჯეიმს ტოტი იჯდა, გზის სავალ ნაწილში არასწორად მოძრაობდა. პოლიციელმა ავტომობილი გააჩერა და ტოტს ალკოჰოლის ტესტის ჩატარება შესთავაზა, უიზერსპუნის კი ავტომობილში დარჩენა სთხოვა. 

მიუხედავად პატრულის თხოვნისა, მსახიობი ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელს ჰკითხა: ,,იცით რა მქვია?", რაზეც პოლიციის თანამშრომელმა უპასუხა, რომ მისი სახელის ცოდნა არ სჭირდება. მსახიობმა კი განაცხადა: ,,მალე გაიგებთ, ვინ ვარ. მალე ახალ ამბებში იქნებით!".

24-04-2013, 15:59

საათის ნაცვლად ხალხს პოლიციელები აღვიძებდნენ

ინგლისში და ირლანდიაში არსებობდა პროფესია, რომელსაც – ,,Knocker-up ან Knocker-upper“ - ერქვა. მისი არსი, იმაში მდგომარეობდა, რომ მაღვიძარა-საათის ნაცვლად, სპეციალურად მომზადებული ხალხი, ქალაქში, ყველას აღვიძებდნენ. ეს პროფესია სამრეწველო რევოლუციის პერიოდში დაიბადა და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა.

24-04-2013, 15:40

ახალგაზრდა ექიმმა თავი ბრალდებების გამო მოიკლა

ტელე-შოუ ,,უკანასკნელი გმირის" ფრანგული ანალოგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა. ეს მას მერე მოხდა, რაც პროექტის 25 წლის მონაწილე ჯერალდ ბაბინას გული გაუსკდა. 

ტრაგედიის შემდეგ ექიმს, რომელიც პროექტში მუშაობდა, ბრალდებები დაატყდა თავს. ახალგაზრდა მონაწილის გარდაცვალების შემდეგ, ტელეპროექტის გადაღებები გადაიდო, პრესის  წარმომადგენლები კი, მაშინვე დაესხნენ თავს პროგრამის სამედიცინო მუშაკს - ტიერი კოსტას.

24-04-2013, 15:16

ბრაზილიის ციხეებში პატიმრებს წიგნის კითხვის სანაცვლოდ სასჯელს შეუმცირებენ

ბრაზილიის ოთხ ფედერაციულ ციხეში, პატიმრებს სასჯელის შემცირება წიგნის კითხვის სანაცვლოდ შესთავაზეს. ყოველ წაკითხულ ერთ წიგნზე, სასჯელს ოთხი დღით შეუმცირებენ.

12-04-2013, 16:18

ავტორი 

დიანა ოვანესიანი

ბრაზილიელი ექიმი 320 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

სოარის დე სოუზას, თუ  დამნაშავედ აღიარებენ, იგი კრიმინალის ისტორიაში  ყველაზე პოპულარული, სერიული მკვლელი გახდება.

4-04-2013, 12:45

ავტორი

დიანა ოვანესიანი

ამერიკის პროკურატურა ჯეიმს ხოლმსის სიკვდილით დასჯას ითხოვს

2012 წელს, 20 ივლის, ქალაქ ავრორაში, როცა "The Dark Knight"-ს პრემიერა იყო, ოცდახუთი წლის ჯეიმს ხოლმსმა, კინოთეატრში ცრემლსადენი გაზი გაუშვა, შემდეგ სროლა დაიწყო, რის შედეგადაც თორმეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

3-04-2013, 16:10

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა