შემოგვიერთდით facebook-ზე

 25 სექტემბერს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პირველად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "განათლების ელჩები: ქვეყანათშორისი შუამავლები". სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განათლების სფეროს ექსპერტები საქართველოში მოიყრიან თავს და იმსჯელებენ განათლების მნიშვნელობაზე კონფლიქტების პრევენციის საკითხებში, ასევე განიხილავენ განათლების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

23-09-2018, 22:24

ეს წუთია შსს პრეს სამსახურის უფროსმა, თეა პერტაიამ სოციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ ცოცხალი იპოვა. ცნობილ კარიკატურისტს, "ალიას" ყოფილ თანამშრომელს, ბესო დუღშვილს ოჯახი და ახლობლები გუშინდლიდან ეძებდნენ

31-07-2017, 22:57

33 წლის, მარტოხელა, ორი შვილის დედა, მაია სტურუა ქუთაისში ცხოვრობს. 2013 წელს, მას ჯანმრთელობის პრობლება შეექმნა და თბილისის ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, ოპერაცია გაუკეთდა. მუცელში დიდი რაოდენობით წყალი ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ, აბდომინალური და გენიტარული ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგ სენსიტიური ფორმით, ექვს თვიან სამკურნალო კურსში ჩასვეს. თვენახევარში თბილისიდან პასუხი მიიღო, რომ რეზისტენტული ფორმის ავადმყოფი იყო. ერთ დალევაზე სხვადასხვა დასახელების 11 აბს სვამდა. ეს პრეპარატები საშინელ მდგომარეობაში აგდებდა. მალე ორწლიან სახელმწიფო სამკურნალო კურსში ჩასვეს, რომელიც მეტი პრეპარატებით მკურნალობას მოიცავდა. ორგანიზმის დაუძლურების გამო იძულებული გახდა, მკურნალობა თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაეგრძელებინა, სადაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. იქ თითო დალევაზე19 ტაბლეტს ერთად სვამდა. როგორც თვითონ ამბობს, ამ წამლებმა არანორმალურ მდგომარეობამდე მიიყვანა. 

25-11-2016, 20:31

გოდერძი ჩოხელი სხვისი დარდების შემგროვებელი იყო. 9 წლის წინ, სწორედ მას სჭირდებოდა ქართველი ხალხის დახმარება, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, გარდაცვალების შემდეგ კი ხალხში სინანული დაიბადა. მრავალი ფილმის, სცენარის, ლექსის, მოთხრობის, რომანის ავტორი გოდერძი ჩოხელი, გულის უკმარისობით, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მთელი საქართველოს დარდი და ტკივილი წაიღო თან. ახლა, ჩოხელების უმთავრესი დარდი, ტკივილი და სევდა, მისი ვაჟის ნიკა ჩოხელის ავადმყოფობაა. ნიკა ჩოხელი გოდერძის უმცროსი ვაჟიშვილია. 

7-07-2016, 19:01

2016 წლის 1-2 ივლისს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში გაიმართება ზრდასრულთა განათლების ფესტივალი 2016, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს  ფესტივალის მთავარი კონცეფცია „სწავლება მთელი სიცოცხლის მანძილზე“.

7-07-2016, 14:35

ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ქალიშვილი თამთა კოსტავა სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ის განმარტავს, რომ გარკვეული ძალები ავიწროვებენ და მისი საგიჟეთში გამოკეტვა სურთ. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

21-06-2016, 20:35

21 მაისს გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საინფორმაციო ფორმატის შეხვედრა  „სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში“, რომელიც პროექტ  „გერმანული ენის თვის“  ფარგლებში ხორციელდებაგერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების,  DAAD-სა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზები

20-05-2016, 15:31

გუშინ, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, პოეტ ირაკლი ჭინჭარაულის დასახმარებლად, რომელიც ავტიკატასტროფის შემდეგ კომაში იმყოფება, მეოთხე საქველმოქმედო საღამო ჩატარდა. მასში უამრავი პოეტი და ხალხური ანსამბლი იღებდა მონაწილეობას. საღამოს ორგანიზატორები და მონაწილეები მისი მეგობრები და ახლობლები იყვნენ, რომლებიც კიდევ ერთხელ შეეცადნენ ირაკლის ოჯახის გვერდით დგომას. ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა, რომელთაც ახალგაზრდა და ნიჭიერი პოეტის, სიყვარული და თანადგომა ასე გამოხატეს. ის ახლა სიკვდილს ებრძვის და მას თითოეული ადამიანის თანადგომა სჭირდება. 

24-02-2016, 22:00

ანსამბლ ,,ლაშარის" მომღერალი, თვრამეტი წლის ირაკლი მელიქიძე, უბედური შემთხვევის გამო, მეორე წელია საწოლსაა მიჯაჭვული. მისი რეაბილიტაცია თურქეთის კლინიკაშია შესაძლებელი, რომელიც ათასობით ლარი ჯდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის ეტლში ჯდომას. ოჯახმა ირაკლის სამკურნალოდ ყველაფერი გაიღო და ახლა კეთილი ადამიანების შემოწირულობების იმედად არიან დარჩენილნი. ირაკლის მდგომარეობაზე მისი მამიდა ციალა მელიქიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ღნიშნა, რომ საზოგადოების დახმარების გარეშე ირაკლის სიცოცხლის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, რადგან ოჯახს უკვე ყველანაირი რესურსი ამოეწურა.

10-01-2016, 22:20

პროექტ ,,საბაგიროს" ფარგლებში დაფინანსდნენ ხელოვანები, რომლებსაც სივრცის ასათვისებლად და საკუთარი ნამუშევრების წარმოსაჩენად შესაძლებლობა ეძლევათ. ამ თემასთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს ნათია ებრალიძეს და ლანა ჩაკვეტაძეს გავესაუბრეთ.

 

9-12-2015, 17:00

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქება და სახსრები გაიზრდება პენსიონერთა, პედაგოგთა საბაზო ხელფასის და მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის. კერძოდ კი პენსია 1 ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება.

27-11-2015, 14:48

გადაცემა ,,ნიჭიერის“ ერთ–ერთ  მონაწილეზე ჟანა წითელაურზე, მისი მეგობარი მარიამშოშიაშვილი სოციალურქსელში წერილს ავრცელებს და გადაცემის ხელმძღვანელობას ადამიანების დაცინვასა და დამცირებაში ადანაშაულებს. 

„გთხოვთ, ყველამწაიკითხოთ ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! !

3-11-2015, 14:21

უკან1 2 3 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა