შემოგვიერთდით facebook-ზე

სარეკლამო წარწერა ქართულ ენაზე სავალდებულო გახდება

საქართველოს პარლამენტში, უკვე შევიდა პროექტი, რომლის მიხედვით -,,რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. პროექტის ინიციატორი და ავტორი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია.  ცვლილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი აბრა, მხოლოდ ქართულ ენაზე გაავრცელონ. ეს მოთხოვნა არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა. ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო  (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება, მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე მოხდეს. ცვლილება არ გამორიცხავს, რომ წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენაზეც შესრულდეს.

7-03-2013, 16:25

გამარტივებული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე საპროცესო დოკუმენტებში აღნიშვნისა და კანონით დადგენილი შემჭიდროვებული ვადების დაცვის სავალდებულობის შესახებ

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვა, სასარჩელო წარმოების მსგავსად, მიზნად ისახავს დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გამარტივებული წარმოების თავისებურება მგომარეობს იმაში, რომ საქმე დაჩქარებულად და მარტივად განიხილება.

6-03-2013, 14:57

საქართველოს კონსტიტუცია

მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოსსაქართველოს კონსტიტუცია

6-03-2013, 14:38

მამა იოანე: ადამიანის სული იმას ემსგავსება რაც მას უყვარს 

ავტორი

თინათინ ბეკოშვილი

 

„მიწიერი სიამოვნება ეს არის ამქვეყნიური მატერიისაკენ ტკბობა,როდესაც ადამიანი განეშორება ღვთის მადლს დაივიწყებს ყოველივე ღვთიურს და ჩაეფლობა ყოველდღიური საზრუნავით გაჯერებულ ცხოვრებაში“ - ამბობს სოფელ დიღმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე ჩიგოგიძე. ის გვარების შეკრების საგვარეულო კავშირის და გვართა ისტორიების წარმოჩინების საქველმოქმედო კავშირის მოძღვარია. არის მრავალი მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ავტორი და მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალის „წმინდა ანდრიას ჯვარის“ ლაურეატი. ასევე მიღებული აქვს სიგელი ტიტულით „მომლოცველი იერუსალიმის წმინდა მიწის ახალი ათასწლეულისა“.

6-03-2013, 12:58

 

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

 

2013 წლის 28 თებერვალს დაიწყო საზოგადოება ქურმუხელის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, სახელწოდებით - "ესეების კონკურსი", რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში მოქმედ შვიდ ქართულ საშულო სკოლაში. სპეციალურად ამ კონკურსისათვის შექმნილმა კომისიამ 20-მდე თემა შეარჩია. თითოეულ სკოლაში შევიდა სამი თემა, საიდანაც ბავშვებს უნდა აერჩიათ ერთი სასურველი თემის სათაური და სათაურში მოცემული სტრუქტურის მიხედვით დაეწერათ თემა. აღნიშნულ პროექტში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

6-03-2013, 12:00

 

 

რა წესები მოქმედებს მხარეებს შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილებისას 

 

 

გარდა სახელმწიფო ბაჟისა, სასამართლო პროცესის ჩატარება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის გადახდაც საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე ერთ-ერთ ან ორივე მხარეს ევალება.

5-03-2013, 18:57

მკვლელობა შურისძიების გამო

 

2013 წლის 5 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული, იუზა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

5-03-2013, 18:02

 

 

უჩა ნანუაშვილი პიტერ ლანგენბერგს შეხვდა

 

2013 წლის 5 მარტს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს პიტერ ლანგენბერგს შეხვდნენ.

 

5-03-2013, 17:54

კახა კახაბრიშვილი: დღეს, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ არის

მინდა ვუთხრა ყველა ნაძირალას, ვინც მსგავს ჭორებს ავრცელებს

 

ავტორი

თინათინ ბეკოშვილი

 

ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის თემა, ყოველთვის აქტუალური ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს გავესაუბრეთ, რომელიც უკვე 35 წელია აღნიშნულ სფეროს ემსახურა.

- ბატონო კახა, ცნობილია, რომ ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიას, თქვენი იდეები და პროფესიონალური საუბრები შესთავაზეთ, თუმცა არავინ გამოგეხმაურათ... ჩნდება კითხვა, რატომ ბლოკავენ ტელერეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს, რომელსაც შეუძლია ამ სფეროში პროფესიონალური რჩევების მიცემა?

- ზუსტად არ ვიცი. ადამიანი, ყველასათვის კარგი ვერ იქნები! საქმეში ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვიყავი. შეცდომა როგორ არ მომსვლია, ადამიანები ვართ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ბოროტება არასოდეს ჩამიდენია და არც ჩავიდენ, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ღმერთი მწამს და შვილი მეზრდება... 

- რით დავიწყოთ?

28-02-2013, 22:47

ვასილ გვეტაძის პოეზიის საღამო

 

26  თებერვალს, 19:00 სთ. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება ვასილ გვეტაძისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო და მისი წიგნის „ხედავს ყველაფერს პატრიარქი საქართველოსი“ -წარდგინება.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. 

შემეცნებითი საუბრები სამებაში

 

 

 

25-02-2013, 19:52

 ნინელი ჭანკვეტაძე: დიდხანს მიდიოდა ბრძოლა ჩემსა და ქეთის შორის, ლამის ჩხუბამდე მივედით

 

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

 

ქალბატონი, ულამაზესი, ნიჭიერი _ მიხეილ თუმანიშვილის კლასის მსახიობი - ნინელი ჭანკვეტაძე. ეს იმ იშვიათთაგანი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს მსახიობობა არ უნდოდა, მაგრამ, ისეთი არტისტი გახდა, რომ ნოდარ დუმბაძის ინგა გააცოცხლა... მიხეილ თუმანიშვილის საყვარელი მოსწავლე გახდა... დანარჩენი, ქალბატონ ნინელის მოვუსმინოთ.

- ქალბატონო ნინელი, რატომ გადაწყვიტეთ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება?

- ეს პროფესია შემთხვევით ავირჩიე, მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია.

- რა პროფესია გხიბლავდათ, ვიდრე მსახიობობას აირჩევდით?

25-02-2013, 18:31

დრო საათზე იყურება,

რადგან დროში იწურება,

ცოტა ხშირად უნდა სცადო, 

რომ ცხოვრება გამოსცადო. 

ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა პოეტი - ბაჩო ზაქაიძეა, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც წერს. თუმცა  უკვე წარმატებებს მიაღწია. რაც მისმა ორიგინალურმა სტილმა და კითხვის მანერამ მოუტანა. ვნახოთ  რა გეგმები აქვს...

25-02-2013, 16:02



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა