შემოგვიერთდით facebook-ზე

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება

 

10 თებერვალი, 2013

 

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი განცხადებით და მორიგი სიცრუის ტირაჟირებით, სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს გაგვაღიზიანოს, უარი გვათქმევინოს ჩვენს პოლიტიკურ გეზზე და ამით თავი დააღწიოს ჩემს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ამიტომ, ვაცხადებ, რომ:

• მართალია, სრული სიცრუეა ის, რომ მე ოდესმე ვინმეს ნაციონალური მოძრაობის განადგურებისკენ მოვუწოდე (მეტიც, ამგვარი ტერმინოლოგია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლექსიკაში მოიპოვება, რისი ერთ-ერთი ნიმუშიც იყო არჩევნების წინ ოპოზიციის, როგორც "კლასის განადგურებისკენ" მოწოდება...

 

12-02-2013, 14:51

ავტორი

თინათინ ბეკოშვილი

როგორც სტანისლავსკი იტყოდა "ჩვენი ხელოვნების მიზანია, არა მარტო როლის სულიერი ცხოვრების შექმნა, არამედ ამ ცხოვრების გარეგნული სახის შექმნა მხატვრულ ფორმაში. ამიტომ მსახიობმა არამარტრო შინაგანად უნდა უნდა განიცადოს როლი, არამედ განცდილი გარეგნულადაც უნდა განასხეულოს." ამრიგად მსახიობი თავის თავში აერთიანებს მოქანდაკესაც და მარმარილოსაც, აგრეთვე მხტვარს, მის ტილოსა და ფერებს. ქართული კინოს ერთერთი ასეთი თვალსაჩინო მოქანდაკე გახლავთ ზაზა კოლელიშვილი. მკითხველისთვის საინტერესოა გაეცნოს ბატონი ზაზას შემოქმედებითი ცხოვრების რამდენიმე ასპექტს.

ზაზა კოლელიშვილი: მესამე კლასიდან ვთამაშობდი თელავის თეატრში, ფაქტიურად ბავშვობიდან ვარტისტობ.

- თეატრში ასეთი პატარა როგორ მოხვდით, მესამე კლასელი ბავშვისთვის არ არის ადვილი სცენაზე დგომა?

- გარემო, სადაც მე ვიზრდებოდი, იყო სრულიად თეატრალური, დედის მხრიდან მე ვარ მეშვიდე თაობა, ვინც მსხიობი გახდა. ჩემმა დიდმა პაპამ ვიქტორ მატარაძემ ლადო ალექსიძესთან ერთად ქუთაისის თეატრი ჩამოაყალიბა. ლადო მესხიშვილი თუ თამაშობდა ოტელოს, ვიქტორი ასახიერებდა იაგოს, როცა ბატონი ლადო ჰამლეტს თამაშობდა, ეს ლაერტი იყო. ასე რომ, დიდებული პიროვნება გახლდათ.

12-02-2013, 14:07

ზაზა ხატიაშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახსნელია

 

ვტორი

მარიამ ოლქიშვილი

 

ადვოკატთა უფლებები…

ბოლო 7 წლის განმავლობაში 147 ადვოკატი განიცდიდა ინსტიტუციალურ დევნას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთადერთი კორპუსი იყო, რომელმაც ევროპული მაშტაბით გამოაქვეყნა სამი დასკვნა - ადვოკატთა ინსტუციალურ დევნაზე. ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციამ 2010 წლის დეკემბრის, 2011 წლის ნოემბერისა და მაისის სამი დასკვნით, ადვოკატობა რისკის სფეროდ შეაფასა. რამდენჯერმე შევხვდი თომას ჰამერბერგს და მან დაწერა დასკვნა, რომ ადვოკატთა კორპუსი, საქართველოში ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდიდა. ასეთი დასკვნები არ ჰქონიათ სხვა ქვეყნებს. ამით დავამტკიცეთ, რომ ვიყავით სახელმწიფო, სადაც ადვოკატობა რისკის სფეროს წარმოადგენდა.

ზაზა ხატიაშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე): დღეს აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე, დავდეთ ახალი ხელშეკრულება პიცბურგში და უკვე დაიწყო ციხიდან ადვოკატთა გათავისუფლებები. გაათავისუფლეს 7 პოლიტპატიმრად აღიარებული ადვოკატი, მათ შორის ტარიელ მურმანიშვილი და ზურაბ ლიპარიძე.

12-02-2013, 11:07

2013 წლის 13 თებერვალს, ოთხშაბათს, 18 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება ციცინო ჯერვალიძის მე-2 წიგნის "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზ ეფიქრით" წარდგენა.

12-02-2013, 10:31

 

დომინო

შევდივართ სასახლეში.

წმინდაო, დამიცევ! სუროში, საშიშრად მივარდნილ კედლებით

ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს:

აქ მკვდრები დაქრიან ზღაპრული რაშებით და ბედის ეტლებით,

ჰაერი სიკვდილით დაფარეს…დომინო

 

11-02-2013, 13:19

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

გალობანი სინანულისანი

უგალობდითსა

 

1. რომლისაცა წინაშე
ქედ-დადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა
ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო,
აღმსარებელსა მომხედენ!

 

6-02-2013, 18:23

ავტომობილები ქალებისათვის - Daewoo Matiz, Nissan Micra და Audi A1 Audi A1

 

თანამედროვე ქალს სურს იყოს მამაკაცის თანასწორი, მისგან დამოუკიდებელი ნებისმიერ სფეროში. თუნდაც იყოს ეს ავტომობილი. ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქალი საჭეს მიუჯდებოდა და გახდებოდა საგზაო მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი.

ქალები დღეისათვის ყველანაირ ავტომობილს ერგებიან. მათი არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. პირადი მოხმარებისათვის ირჩევენ უფრო ქალურ, ნაზ ავტომობილებს. ამ მანქანების დიზაინი ხშირად გამოირჩევა ტალღოვანი, ნაზი ხაზებით და ორიგინალური გარეგნობით. აქსესუარები კი მთლიანად დამზადებულია ქალის მოთხოვნილებების სრული გათვალისწინებით.

რას ნიშნავს ქალური ავტომობილი?

6-02-2013, 13:35

 

10 000 - ხმიანი სასიძო

(საარჩევნო ფანტაზია)

 

ნუგზარ ერგემლიძის მოთხრობა საინტერესო წასაკითხია. წააიკითხეთ! საინტერესოა ხელოვანი ლეიბორისტის იუმორისტული ხედვა, თანამედროვე პრობლემების კარიკატურულად, გურული დამახასიათებელი კილოთი წარმოსახვა და საზოგადოებისთვის გადმოცემა...

დიდი დრო და შრომა დასჭირდა კაცობრიობას, იმისათვის, რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემისათვის მიეგნო. მთელი მე-19, მე-20 საუკუნეები იმტვრევდნენ თავს, შეჰქონდათ და გამოჰქონდათ ცვლილებები კონსტიტუციებში, მაგრამ მხოლოდ XXI საუკუნის პირველ მეოთხედში დამკვიდრდა ჭეშმარიტად სამართლიანი საარჩევნო სისტემა!

 

6-02-2013, 12:13

ავატარი

 

ავტორი

ლევან გელაშვილი

 

,,ავატარი" კომერციული მაშტაბების და არა მხატვრული ღირსების გამო კინო ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ მაღალ ბიუჯეტიან და ეფექტების კუთხით საეტაპო ფილმად. თუმცა არ იფიქროთ რომ ფილმის მხატვრულ დონეს ვაკნინებდე, პირიქით ის სულაც არ ჩამოუვარდება და ღირსეული გამგრძელბელია ჰოლივუდის მსგავსი მეგაპროექტებისა, რომელიც მილიონობით მაყურებელს აღაფრთოვანებს. ეს ზუსტად ის არის რაზეც გათვლას აკეთებდნენ რეჟისორი და მარკეტოლოგები. საბატიბუტო ფილმი, პოპოკორნით ხელში დაჯდები სავარძელში და დიდ ეკრანზე 3D ეფექტებით ნახავ სანახაობის კუთხით უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ფილმს, რომელიც მოგწყვეტს არსებულ რეალობას და ორი საათით დაგავიწყებს ყველა ამქვეყნიურ პრობლემას. მარილიანი პოპკორნით გამშრალ ყელს კი კოკა-კოლათი გაისველებთ. ,,ავატარი" იმ ტიპის ფილმების რიგში გადის, რომლის ყურების დროს აღფრთოვანებული მაყურებელი წამოიძახებს: რა მაგარი გადაღებაა. ეს არის კინო, სადაც შინაარსთან ერთად გამომსახველობითი მხარეც თანაბრად მნიშვნელოვანია. ხშირად კი შინაარსზე მეტად ვიზუალზეა აქცენტი გადატანილი. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ 1994 წელს ჯეიმს კამერონმა ფილმის 80 გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის ,,ტიტანიკის“ დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა.

6-02-2013, 11:16

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

2013 წლის 20 თებერვალს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის I კორპუსის სხდომათა დარბაზში მართავს ღია კარის დღეს აბიტურიენტთათვის.

გაიმართება შემდეგი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია:

6-02-2013, 10:34

წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ორნი ძმანი, ქსნის ერისთავნი ელიზბარი და შალვა

 

XVII საუკუნეში საქართველო სპარსელთა სათარეშო ასპარეზად იქცა. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით დასჩხაოდნენ თავს ივერიასა და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ჰყრიდნენ, სპარსეთში მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.

ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. "ქართლის ცხოვრების" მემატიანე მოგვითხრობს, რომ –"აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის".

5-02-2013, 21:11

წმიდა თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თავმირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩამოსული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმინდანს დედა აიძულებდა გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, "დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ სჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა".

5-02-2013, 20:57



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა