შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

ლელა მანველიძე

ლადო ბედუკაძე: ჯარისკაცი, რომელიც გავაუპატიურე - მიხეილ სააკაშვილი იყო!

გლდანის ციხეში მომხდარი, პატიმართა წამების საქმე, აქტუალობას არ კარგავს, საზოგადოება დღემდე ელოდება ყველა დამნაშავის დასჯას, თუმცა მანამდე  ჭორ-მართალი, არც იმ ადამიანებს ივიწყებს, ვინც ამ ფაქტების გამომზეურებაში დიდი როლი შეასრულეს.  ახლახანს ,,ნიუ ფოსტში" ციხის კადრების ავტორზე ლადო ბედუკაძეზე დაიბეჭდა სტატია, რომლის მიხედვითაც მას ჯარში ყოფნისას, ჯარისკაცის გაუპატიაურებას აბრალებენ. ბედუკაძე ამ ყველაფერს ამაზრზენ ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ავანტურაზე და ნაბოდვარზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, თან დასძენს:  ,,ამბობენ, რომ კგბ-ს ჯარში ჯარისკაცი გავაუპატიურე, მაშინ სხვა გზა არ არის, უნდა ვაღიარო, ეს ჯარისკაცი მიხეილ სააკაშვილი იყო!..."

20-04-2013, 13:39

ნიკო ფიროსმანის შემოქმედება

ფიროსმანის სრული სახელი და გვარი - ნიკოლოზ ფიროსმანაშვილია, იგი 1856 წელს, საქართველოში, კახეთში, სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა.

მეგობრები მას ნიკალას ეძახდნენ, მისდამი მიძღვნილ ლექსებსა და პიესებშიც მოხსენიებულია, როგორც ნიკალა, ან ფიროსმანი.

ფიროსმანი, როგორც გენიალური შემოქმედი - ტანჯული სიმარტოვის, ლეგენდარული რომანტიული სიყვარულის, შემოქმედებითი წვით შეპყრობილი - მაგიურ ცნებად იქცა საქართველოსა, თუ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხატვრობას და რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებას იცნობენ.

19-04-2013, 16:17

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

,,კამერტონი" პატრიოტული იდეების კვალდაკვალ 

ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდა, ერის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მისიაა. ილიას მოტივებზე აღზრდილი ახალგაზრდობა, სჭირდება, დღეს, ჩვენს სამშობლოს და მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომელნიც პატარებს ჩვენი საამაყო კლასიკოსების შემოქმედებას აზიარებენ. 

12 აპრილს, ყვარელში, ილიას სახლმუზეუმში, სტუდია "კამერტონის" აღსაზრდელებმა, კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მსმენელებს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ილიასეული იდეა.  ახლა, როცა ყველაზე შირად გვაქვს სათქმელი: "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?",  ნამდვილად გამონაკლისი და იშვიათი სიხარული იყო ის, რომ ჩვენმა პატარა მეგობრებმა  არაჩვეულებრივი განცდითა და სიყვარულით წარმოადგინეს ნაწყვეტები ილიას შემოქმედებიდან.

სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების მე -16 სკოლის, თეატრალურ-საესტრადო განყოფილების სტუდია "კამერტონის" ხელმძღვანელი თამუნა გვაზავა: სტუდია "კამერტონი", უკვე ექვსი წელია არსებობს.  სტუდიაში სამსახიობო ოსტატობა, ვოკალი, მეტყველება და ქორეოგრაფია ისწავლება, სადაც 4-დან 18- წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ.

19-04-2013, 15:55

ავტორი

ნინო ბოლქვაძე

ემიგრანტები და უმისამართო წერილი

ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი...

იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან. არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც. ყველგან, სადაც კი თვალი და ფეხი მიუწვდათ, გულმა გაუწიათ. საითაც ვიღაც ეგულებოდათ, თვისტომიდან. არიან ალალბედზე წასულები, ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები. ზოგიც ღრმად დაფიქრების მერე წავიდა ბედის საძებნელად...

არიან ყველგან და ყოფნა-არყოფნის ფილოსოფიას ყოველდღიურად ეხებიან. ხეხავენ, აშენებენ - სძინავთ ხარაჩოებზე, იქაური შრომითა და ფიქრით გადაღლილებს, აქაურობაზე მონატრებულებს. სძინავთ, მაგრამ ,,ყოფნა-არყოფნის" ფილოსოფიის მსგავსად, არც მათ ძილს ჰქვია ძილი. დილა იწყება დაღლილი სხეულითა და აჩქარებული გულისცემით. იწყება შიშით... ,,პატრონს" - ქალბატონს, ან ბატონს ,,რაღაც" არ მოეწონება, არც პოლიციელს მოუვა თვალში...

ჯოჯოხეთს ჯოჯოხეთი ემატება, აქაურ დარდს, იქაური. კედლის მოშლილი საათივით წიკწიკებს და ჩერდება გონება, გადაღლილი... პროცენტის გადახდა გვიანდება, ბავშვის სწავლის ფულია გადასაგზავნი, დედის წამალია საყიდელი, მამის ორმოცი გადასახდელი... მეგობარსაც უნდა შეაშველო ხელი...

ისინი ბევრნი არიან, გასაოცრად, მტკივნეულად ბევრნი...

19-04-2013, 14:13

ავტორი

ლევან გელაშვილი

კინოპროექტი 20\12-ის ფილმები

თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული კინოპროექტის 20/12-ის ფარგლებში 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიქმნა. ახალგაზრდა რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების თემატიკა მრავალფეროვანი და საინტერესოა.

,,ბოლო სადგური" – რეჟ. შოთა გუჯაბიძე, სცენარის ავტორი ნინი სარდლიშვილი

 მატარებლის ბაქანზე უცნაური მგზავრი გამოჩნდება, ზღვისპირა ქალაქი ახალი წლის მოლოდინშია. მგზავრი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მაგრამ ერთი შემთხვევა – მობილურ ტელეფონზე უცნობი ქალის მიერ ახალი წლის მილოცვა, მას ცხოვრების სურვილს და სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს. ფილმი ულამაზესი კადრებით და ოპერატორის კარგი ნამუშევრით გამოირჩევა. ავტორის მხატვრულ კონცეფციაში მაყურებლის ინტუიციურ-ჰარმონიული თანხვედრა იგრძნობა. მატარებლის ბოლო სადგური ცხოვრებისეული ერთი ციკლის დასრულების და ახლის დაწყების ალეგორიად წარმოგვიდგება. 

,,ვარსკვლავი" – რეჟ. გია დიასამიძე, სცენარის ავტორი ელენე რევიშვილი

19-04-2013, 13:58

ავტორი

ლევან გელაშვილი

ქართული კინოს გამოცოცხლება - თიბისის კინოპროექტი 20/12 

თქვენი არ ვიცი და ჩემი პირველი კინოემოციები კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმის ყურებასთან იყო დაკავშირებული. თბილისში სადაც გავიზარდე, ერთი არც ისე პატარა კინოთეატრი იყო ასაწევ-დასაწევი ნაცრისფერი ხის სკამებით და ვაფლის ჭიქიანი ნაყინის გამყიდველებით. ფოიეში კი პირველი თაობის სათამაშო აპარატები იდგა; ვიდეორადარში ჩანდა გემები, რომლებიც ნელა მიცურავდნენ. თამაშის მიზანი იყო უცნაური მწვანე ფერის ტყვიით გემის ჩაძირვა. უნდა გამოგიტყდეთ მოძრავ გემზე დამიზნება არც ისე იოლი გახლდათ. ბავშვობაში კინოში წასვლისას არაფერი ისე არ მიყვარდა, როგორც ამ ,,ჩაძირობანას" თამაში, რომელიც ალბათ ,,პერესტროიკის" დროინდელ ყველა ბავშვს ემახსოვრება. დარბაზში რაღაცნაირი სიძველის სუნი იდგა, ყავლგასულ საბჭოთა იმპერიის გამოხრული საძირკველიდან რომ ამოდიოდა. სიმართლე გითხრათ იმ ხის სკამების სულ მეშინოდა არ ჩავვარდე თქო, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და დაჯდომის დროს ყირავდებოდა. არც ის ჭიქის ნაყინი მიყვარდა, ყოველთვის შეფუთვის გარეშე ყიდიდნენ მიჯეჯყილ-მოჯეჯყილი და ფორმადაკარგული იყო. პირველად ამ კინოთეატრში ვნახე ,,პროფესიონალი". ტიტველი ქალიც პირველად იქ დავინახე და მკვდარი კაციც. აი ბელმონდო რომ მინდორში გდია ენიო მორიკონეს კომპოზიციის ფონზე, მაგ ფინალურ კადრებზე ვამბობ. სულშეკრული იჯდა ყველა. შემდეგ განათდა დარბაზი, ვიღაცამ ხუმრობით წამოიძახა: მორჩა კინო წადით სახლშიო და აიშალა ხალხი ხმაურით. პირველი კინოშთაბეჭდილება ფრაგმენტულად მახსოვს. ფილმის შინაარსი ვერ გამოვიტანე მაშინ, მაგრამ იმის მერე კინო ისე შემიყვარდა, როგორც რომანტიკოს გოგოებს ,,შერბურის ქოლგები" უყვართ ხოლმე. მერე და მერე შევგრიალდი სერიოზული კინოს მუღამებში და კარგი კინო ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა

19-04-2013, 13:41

ბესო ჩუბინიძე: მე ვაკეთებ იმ საქმეს, რაც დღეს არაპოპულარულია, მაგრამ - პერსპექტიული

13 წელიწადია, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, ქვეყნის მთავარ მუსიკალურ მოვლენას ,,მეგას" დაჯილდობის ცერემონიალს უდგას სათავეში. თუმცა, რამდენად პოპულარულია დღეს მუსიკა, ესტრადა და საერთოდ კულტურის ეს მიმდინარეობა საქართველოში - სადაო თემაა. ისიც სადაოა, არსებობს თუ არა ქართული შოუ-ბიზნესი, როგორც მოვლენა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - „მეგას“ დაჯილდოების ცერემონიალი 1999 წლიდან ყოველწლიურ რეჟიმში, მაინც ტარდება და კონკრეტულ ნომინაციებში ავლენს წლის ამათუ იმ აბრევიატურით, ქართული კულტურის მოღვაწეებს და მათ საკმაოდ სიმპათიურ, თუ პომპეზურ რეჟიმში გადასცემს ვარსკვლავის „მეგა“ წოდებას. თუმცა თავად ცერემონიალი განსაკუთრებულად პომპეზური და პოპულარული გასულ წლებში იყო, 2005 წლის შემდეგ კი, ამ დარგშიც სერიოზული პესიმიზმის ნიშნებია, უამრავი პოპულარული ქართველი ვარსკვლავი უბრალოდ ჩაქრა, სხვანი უცხოეთში გადაბარგნენ, ზოგნი სხვა საქმეს მოეჭიდნენ, თუმცა ახლებიც გამოჩნდნენ, კეთდება უამრავი მუსიკალური და თითქოს წარმატებული სატელევიზო პროექტიც, მაგრამ.. სამწუხაროდ, ქართული შოუ-ბიზნესი, მაინც გაყინულია.

18-04-2013, 15:33

ავტორები

თეონა აბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით     კეზერაშვილის პროცესი განახლდა. მის საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავდა. ბრალდებულის ინტერესებს სამი ადვოკატი – შოთა მინდელი, გოგიტა გაბაიძე და გიორგი ჩივაშვილი იცავდა. 

განსასჯელს, ბრალად სისხლის სამართლის 338–ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით, ასევე 214–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ედება, რაც სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას და ორგანიზაციული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 11–დან 15 წლამდე ითვალისწინებს. სხდომას 8 წევრისაგან შემდგარი ჯგუფიდან, მხოლოდ 5 ბრალდებული ესწრებოდა, რომლებიც ადვოკატების თქმით ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, ხოლო დანარჩენი სამი პიროვნება ჯერჯერობით მიმალვაშია, მათ შორის დავით კეზერაშვილიც

17-04-2013, 14:55

დაკავებულებმა ჩადენილი ოცი დანაშაული აღიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: მალხაზ ბ, ბესიკ კ, ზურაბ შ. და დავით დ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს

17-04-2013, 13:09

,,ქურდული სამყაროს" წევრები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა ე. წ. ,,ქურდული სამყარო"–ს წევრები, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული კახა შ. და 1974 წელს დაბადებული აკაკი ბ. დააკავეს.

17-04-2013, 12:57

პოლიციამ დოკუმენტების გამყალბებლები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული ანზორ ჩ. და 1954 წელს დაბადებული თამაზ ხ. დააკავეს.

15-04-2013, 14:58

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

19 აპრილს, თბილისში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიას და მანიფესტაციის ორგანიზატორებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს:

სახელმწიფოსა  და ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ვალდებულებას წარმოადგენს, 19 აპრილს, დაგეგმილი შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება.

15-04-2013, 14:47



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა