შემოგვიერთდით facebook-ზე
რა წესები მოქმედებს მხარეებს შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილებისას
5-03-2013, 18:57  /  ნახვა: 2379

 

გარდა სახელმწიფო ბაჟისა, სასამართლო პროცესის ჩატარება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის გადახდაც საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე ერთ-ერთ ან ორივე მხარეს ევალება. საქმე ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, არც მოპასუხემ და არც მომჩივანმა არ იციან, რა ვალდებულებები აკისრიათ სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, როგორ ნაწილდება სასამართლო ხარჯები მხარეებს შორის და რა შემთხვევაში ბრუნდება, უკან მთლიანად ან ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟის გარდა გადახდილი სხვა ხარჯები. სახელმწიფო ბაჟის გარდა, სასამართლო პროცესის მსვლელობისას მხარეების მიერ გადასახდელ ხარჯებში შედის საქმის განხილვასათან დაკავშირებული, ადვოკატის მომსახურების, მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად გაწეული, მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტისთვის მისაცემი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან, ექსპერტიზასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაწეული ხარჯები მხარეს არ დაუბრუნდება. შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა, ხარჯის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების მოთხოვნით, რა დროსაც, წარდგენილი უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე. ამ მოთხოვნის დაკმაოფილება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელწმიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო, თუკი ეს მორიგება მოხდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარეები საერთოდ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან. იმ შემთხვევაში, თუკი სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. სასამართლო ხარჯების გადახდა ევალება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც არის გამო-ტანილი გადაწყვეტილება. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხარჯები ნაწილდება მხარეებს შორის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელე მხარს არ დაუჭერს თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ, მოსარჩელის თხოვნით, სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზრაურებას. სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები უნდა გადაიხადოს მოსარჩელემ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახისგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები უნდა გადაიხადოს მოსარჩელემ, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისგან და თანხა უნდა იყოს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პოროპორციული. იმ სემთხვევაში, თუკი ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაი-ღებს სახელწმიფო. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების წესს. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სახელწმიფო ბაჟი მთლიანად დაბრუნებას ექვემდებარება. სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხა-დების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შე-საბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხევავში, მო-სარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქ-მის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემ-თხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. თუკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჯის 70 პროცენტი სახელმწოფო ბჟის დასაბრუნებლად პირი განცხადებით მიმართავს სახაზინო სამსახურს, სადაც წარდგენილი უნდა იყოს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება და სახელწმიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. თანხა ჩაირიცხება პირის მიერ მითითებულ ანგარიშზე ერთი თვის ვადაში. ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც მიღებული იქნებაგადაწყვეტილება მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა