შემოგვიერთდით facebook-ზე
ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში
6-03-2013, 12:00  /  ნახვა: 2984

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

 

2013 წლის 28 თებერვალს დაიწყო საზოგადოება ქურმუხელის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, სახელწოდებით - „ესეების კონკურსი“, რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში მოქმედ შვიდ ქართულ საშულო სკოლაში. სპეციალურად ამ კონკურსისათვის შექმნილმა კომისიამ 20-მდე თემა შეარჩია. თითოეულ სკოლაში შევიდა სამი თემა, საიდანაც ბავშვებს უნდა აერჩიათ ერთი სასურველი თემის სათაური და სათაურში მოცემული სტრუქტურის მიხედვით დაეწერათ თემა. აღნიშნულ პროექტში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

პროექტი მიზნად ისახავს ისტორიულ მხარეში მცხოვრები მოზარდების აკადემიური წერის კულტურის, ლოგიკური მსჯელობისა და აზროვნების განვითარებას, მოვლენებისა და ფაქტების დაკავშირების უნარის გამომუშავებას, ისტორიის, გეოგრაფიის, მეცნიერების, ხელოვნების, ხალხთა შორის მეგობრობის და სხვა აქტუალური თემებით დაინტერესებასა და ზოგადი განათლებით წახალისებას.

თითოეულ სკოლაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. გარდა ამისა, შემოსული თემებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს. შეფასების კრიტერიუმებია:

1. დავალების ადეკვატურად გაგება და გააზრება 10 ქულა

2. სტრუქტურის დაცვა 9 ქულა

3. საკითხისადმი ორიგინალური მიდგომა 7 ქულა

4. ლოგიკური მსჯელობა 6 ქულა

5. ავტორის ინდივიდუალურობა 5 ქულა

6. ენობრივი ნორმები (მართლწერა, პუნქტუაცია) 5 ქულა

7. ცნობილი გამონათქვამების გამოყენება 4 ქულა

8. მხატვრული მხარე 4 ქულა

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

სულ: 50 ქულა

 

საზოგადოება ქურმუხელი პრიზების დასაწესებლად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

აქვე ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ვთავაზობთ გახდეს ამ პროექტის მხარდამჭერი. თქვენ შეგიძლიათ დააწესოთ პრიზი (ნებისმიერი სახით) როგორც ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ნომინაციებზე, ასევე თქვენ მოიფიქროთ თქვენთვის სასურველი ნომინაცია.

პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება მაისის დასაწყისში, გიორგობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

 

კახის რაიონი

სოფელი ალიბეგლო

კახის რაიონის სოფ. ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში კონკურსი ჩატარდა 28 თებერვალს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო VIII-X კლასის 17-მა მოსწავლემ. 

კონკურსანტებმა თემები დაწერეს შემდეგ საკითხებზე:

1. დანაგვიანებული გარემო

2. ქუჩა და ოჯახი

3. ჩემი ფესვები

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

სოფელი ალათემური

კახის რაიონის სოფ. ალათემურის სრულ საშუალო სკოლაში კონკურსი სოფელი ალიბეგლოს კონკურსის პარალელურად 28 თებერვალს ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო VIII-X კლასის 11-მა მოსწავლემ. 

კონკურსანტებმა თემები დაწერეს შემდეგ საკითხებზე:

1. გავუფრთხილდეთ დედამიწას!

2. მეგობრის როლი ჩემს ცხოვრებაში

3. „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...“

 

სოფელი ქოთოქლო

კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს სრულ საშუალო სკოლაში კონკურსი 1 მარტს ჩატარდა. საერთო ჯამში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 19-მა მოსწავლემ, მათ შორის დაფიქსირდა ყველაზე პატარა 2 VI კლასის მოსწავლე.

კონკურსანტებმა თემები დაწერეს შემდეგ საკითხებზე:

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

1. სკოლის მისია

2. როგორ ვიყენებ თავისუფალ დროს?

3. ოჯახის როლი მოზარდის ცხოვრებაში

 

კახისთავი

კახისთავის საშუალო სკოლაში კონკურსი ჩატარდა 1 მარტს, რომელშიც 8 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსანტებმა თემები დაწერეს შემდეგ საკითხებზე:

1. ვინ არის გმირი?

2. სკოლის მისია

3. ჩემი ფესვები

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

კახის ინტერნაციონალური სკოლა

კახის ინტერნაციონალური სკოლის ქართულ სექტორში კონკურსი ჩატარდა 1 მარტს. კონკურსში 14 მონაწილემ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსანტებმა თემები დაწერეს შემდეგ საკითხებზე:

1. თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემები

2. ჩვენ გვაქვს უფლებები!

3. სკოლის მისია

 

კახის საშუალო სკოლა

კახის საშუალო სკოლაში კონკურსი კახისთავის საშუალო სკოლისა და კახის ინტერნაციონალური სკოლის კონკურსის პარალელურად დაიწყო. მონაწილეობა მიიღო 21-მა მოსწავლემ.

კონკურსანტებმა თემები დაწერეს შემდეგ საკითხებზე:

1. წიგნი და კომპიუტერი

2. ოჯახის როლი მოზარდის ცხოვრებაში

3. სკოლის მისია

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

ბელაქნის რაიონი

სოფელი ითითალა

ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალას სკოლის ქართულ სექტორში კონკურსი ჩატარდა 1 მარტს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 13-მა მოსწავლემ.

კონკურსანტებმა თემები დაწერეს შემდეგ საკითხებზე:

1. მეგობრის როლი ჩემს ცხოვრებაში

2. დანაგვიანებული გარემო

3. სკოლის მისია

ესეების კონკურსი აზერბაიჯანში კახისა და ბელაქნის რაიონებში

შენიშვნა:

ბელაქნისა და კახის რაიონების ზემოთ ჩამოთვლილ სკოლებსა და სექტორებში ესეების კონკურსი ჩატარდა საზოგადოება ქურმუხელის წევრების მიერ.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა