2013 წლის 5 მარტს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს პიტერ ლანგენბერგს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს ოფისის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. მათ შორის: პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაზრდა და გადახალისება; ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და ამ პროცესში არასამათავრობო ორგანიზაციათა ჩართვა; აპარატის აქტიურობა კონფლიქტური რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის საქმეში; სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა ადამინის უფლებათა დაცვის კუთხით; რეგიონული ოფისების გაძლიერება და ადგილებზე პრობლემის გადასაჭრელად რეალური ბერკეტების შემუშავება.
სახალხო დამცველმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, ასევე ისაუბრეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს მიწოდებული ინფორმაციისათვის, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა ოფისის შემდგომი საქმინობის წარმართვის პროცესში.