შემოგვიერთდით facebook-ზე
მკვლელობა შურისძიების გამო
5-03-2013, 18:02  /  ნახვა: 1994

2013 წლის 5 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული, იუზა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა,  შურისძიების მიზნით,   1946 წელს დაბადებულ  გენადი გუბელაძეს, დანის  მრავალჯერ დარტყმით, სხეულზე მძიმე ჭრილობები  მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა,  ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იუზა ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა