შემოგვიერთდით facebook-ზე

 

http://geoelite.ge/uploads/posts/2024-04/1711981457_bermudis-samkutkhedi_w_h.jpeg  ბერმუდის სამკუთხედი მაიამის, პუერტო-რიკოს და ბერმუდისკ უნძულებს შორის მდებარეობს, რომლის ისტორიაც ასეულობით წელს ითვლის, მიაწერენ 75 თვითმფრინავის, 100-ზემეტი საზღვაოხომალდისა და ათასობით ადამიანის გაუჩინარებას. ამ ადგილას კომპასის ისრები უკონტროლოდ მოძრაობს.

ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდა 1492 წლის 11 ოქტომბრიდან იწყება. ქრისტეფორ ეკოლუმბმა, გადმოცემის თანახმად, პირველი მოგზაურობისას, კუნძულ გუანაჰანიზე გადასხდომამდე, ზღვაში რაღაც უცნაური ნათება შენიშნა.

პირველი უცნაური შემთხვევა 1840 წელსდაფიქსირდა. ნასაუს პორტის მახლობლად ფრანგული გემი "როზალა" აღმოაჩინეს. გემზე ხელუხლებელი იყო ბარგი, არ აღენიშნებოდა დაზიანება მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ეკიპაჟის წევრები გამქრალიყვნენ.იგივე განმეორდა 1902 წლის 20 ოქტომბერს ოთხ ანძნიანი გერმანული სავაჭრო გემიდან ეკიპაჟი გაქრა, პროდუქციაც და გემიც ხელუხლებელი იყო. 1918 წლის 4 მარტს ბარბადოსის პორტიდან მანგანუმის მადნით დატვირთული ამერიკული გემები "ციკლოპი" გაემართა. 18 მეტრიანი გემი, რომელზეც 309 ადამიანი მსახურობდა ბალტიმორშის პორტში უნდა შესულიყო, მაგრამ გაუჩინარდა. ეს პირველი მსოფლიო ომის დროსმოხდა. ამ პერიოდში ატლანტის ოკეანეში გერმანული წყალქვეშა გემები მოძრაობდნენ და გაჩნდა ვერსია, რომ "ციკლოპი" მათ ჩაძირეს, მაგრამ სიგნალი დახმარების თხოვნით არსად დაფიქსირებულა, თანაც გერმანელებს ასეთი ძვირფასი ტვირთით სავსე გემები, რომჩაეძირათ, ამ ამბავს მთელ მსოფლიოს მოსდებდნენ.
გემების გაუჩინერებას, თვითმფრინავების გაქრობაც მოყვა 1945 წლის დეკემბერში, ბერმუდის სამკუთხედში 5 ამერიკული ბომბდამშენი გაუჩინარდა, ასევე უგზოუკვლოდ დაიკარგა მათ საძებნელად გაგზავნილი თვითმფრინავი. 1953 წლის 2 თებერვალს ბერმუდის სამკუთხედში დაიკარგა ინგლისის სამხედრო თვითმფრინავი - ბორტზე 39 კაცით. გამქრალი გემების და თვითმფრინავების რაოდენობა უამრავია, მაგრამე რთ-ერთი შემთხვევა 1973 წლის მარტში ნორფოლკის პორტიდან ჰამბურგისკენ ქვანახშირით დატვირთული გემი "ანიტა", ბერმუდის სამკუთხედის მახლობლად შტორმში მოხვდა და ჩაიძირა. რამდენიმე დღის შემდეგ ზღვაში იპოვეს ერთადერთი სამაშველო რგოლი გემის სახელით "ანიტა".დღემდეა რავინ იცის ბერმუდის სამკუთხედის ანომალიის ამოუხსნელიბა.

აქამდე არარსებობს მეცნიერული თეორია, რომელიც უტყუარად ახსნის ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო უბედური შემთხვევა ამ რაიონში 2020 წლის 28 დეკემბერსმოხდა, როცა ნავი, რომელშიც 20 ადამიანი იჯდა, გაუჩინარდა.

 

 

1-04-2024, 18:38

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

11-04-2020, 20:33

აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო კვირას ენიჭება. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ბზობა – ანუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შებრძანება იზეიმება. ორშაბათიდან კი ვნების კვირეული იღებს სათავეს. 
ვნების კვირეულში თითოეული დღე გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია. განსაკუთრებით გამოყოფენ ხუთშაბათს – საიდუმლო სერობის დღეს, როდესაც მაცხოვარი ზიარების საიდუმლოს აწესებს და წითელ პარასკევს – ქრისტეს ჯვარცმის დღეს. ეს ყველაზე მძიმე დღეა თითოეული ქრისტიანისათვის. პარასკეობით წითლად ღებავენ კვერცხებს, რაც მაცხოვრის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. 
ვნების კვირეულის მძიმე დღეების დაგვირგვინებად კვირა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული იქცევა. დღე, რომელიც ნებისმიერი მორწმუნესათვის უდიდესი სიხარულის მომტანია.

26-04-2019, 20:54

,,თანამედროვე მედიცინა ხალხური მედიცინის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება"

მეცხრამეტე საუკუნიდან ფიტო ქიმია (მცენარეთა ქიმია) და მედტექნიკა სწრაფად განვითარდა, რამაც მედიცინას საშუალება მისცა არნახული შედეგებისთვის მიეღწია.
შესაძლებელი გახდა, ხშირ შემთხვევაში მომაკვდავის რეანიმირება, მწყობრიდან გამოსული ორგანოების ქირურგიული გზით მოშორება, გადანერგვა. რიგი დაავადებების მკურნალობა მიმდინარეობს სხვადასხვა მეთოდით და მედიკამენტოზური ჩარევით, რაც საშუალებას იძლევა ავადმყოფობა, გადავიდეს ქრონიკულ მდგომარეობაში, ისე, რომ ადამიანმა შეძლოს იარსებოს, გარკვეული დროის განმავლობაში, მედიკამენტების გამოყენებით.

6-12-2018, 11:25

მსოფლიო საუკუნეებია სწავლობს დაბერების საწინააღმდეგო პროცესების, სიცოცხლის ხანგრძლივობის, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ორგანიზმის სწორი ბიოაქტივაციის საკითხებს.
დადგენილია, რომ ადამიანის გენეტიკურ აპარატში, კოდირებულია ხანგრძლივი სიცოცხლის უნარი, ამავე დროს, ამა თუ იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი ბუნებრივი ნივთიერებების არასაკმარისი მიღება, უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იწვევს, რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებას. ქიმიური სასუქების გამოყენება, ხილ-ბოსტნეულის ხელოვნური კულტივირების დაჩქარება, საკვები პროდუქტების გადამუშავება და მრავალი სხვა ფაქტორი, ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების გაქრობას საკვები პროდუქტებიდან.

5-11-2018, 12:58

მასტიტი სარძევე ჯირკვლის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელიც მშობიარობის შემდგომ რძის შეგუბებებით იწყება და აქვს ანთებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, სიცხის მომატება და დაჩირქება. მასტიტის გამომწვევი უმეტესად არის სტაფილოკოკი, ენტოროკოკი. ის ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვითარდება სარძევე ჯირკვლის სადინარებში და ნაწილაკებში, საშიშროებას წარმოადგენს მისი დაჩირქება, რაც ხშირად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

23-10-2018, 12:04

,,პოლიტიკოსებო, მოგვეცით უფლება ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ჩვენ, ქართველ ერს შეგვიძლია!"
საქართველო ფლობს იმ უნიკალურ სიმდიდრეს და მისი გამოყენების ცოდნას, რასაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოაზროვნე საზოგადოება სანთლით ეძებს. სამართლებრივი პრობლემების გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, საუბედუროდ ამას ვერ იყენებს, ვინაიდან ქართულად მოაზროვნე პოლიტიკოსების გარდა, საქართველოს ყველაფერი იმაზე მეტი გააჩნია, რაც სჭირდება. ხელისუფლების ნების შემთხვევაში შეუძლია გაძლიერდეს და სხვასაც ბევრი მისცეს, მოკლე დროში გაერთიანდეს და ღირსეულად დადგეს სხვა ქვეყნების გვერდით. ეს ფაქტია და ამის უარყოფა არავის შეუძლია.

2-10-2018, 22:21

უკვე მრავალი წელია წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე, დედა ანას ლოცვით მომხდარი სასწაულების შესახებ, უკვე მთელმა საქართველომ იცის. საზოგადოებაში დიდი ინტერესის გამო, ჩვენმა ჟურნალმა ამის შესახებ, უკვე არაერთი წერილი გამოაქვეყნა. ჩვენ ამჯერადაც გავესაუბრეთ მასთან დასალოცად მისულ მრევლს, რომლებიც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ, ამ მადლმოსილი მონაზონის მიმართ. 

29-09-2018, 17:05

 25 სექტემბერს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პირველად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "განათლების ელჩები: ქვეყანათშორისი შუამავლები". სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განათლების სფეროს ექსპერტები საქართველოში მოიყრიან თავს და იმსჯელებენ განათლების მნიშვნელობაზე კონფლიქტების პრევენციის საკითხებში, ასევე განიხილავენ განათლების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

23-09-2018, 22:24

საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ,,კომაროვის" მოსწავლეები წარმოადგენდნენ, მათემატიკის მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. 12 ივლისს, ჩვენმა ბიჭებმა, ექვსიდან ექვსივემ მედალი აიღეს. საქართველომ აჯობა, ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდოეთი და სომხეთი.

15-07-2018, 17:25

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან - წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით "აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს... პეტრე - დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა... პავლე - ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე".

11-07-2018, 15:33

ჩვენი ჟურნალი, მკითხველის თხოვნით, ხშირად წერს დედა ანას ლოცვით მომხდარ სასწაულებზე, რომელიც პატრიარქის კურთხევით, მისივე თაოსნობით აღდგენილ და აშენებულ, წყნეთის ,,დავით აღმაშენებლის სახელობის" მონასტერში წლებია მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში, მისი ლოცვით უამრავი ადამიანი განიკურნა და გადაურჩა სიკვდილს. ამიტომაა, რომ მასთან დასალოცად მისული ხალხის ნაკადი, დილიდან საღამომდე არ წყდება. ახლაც, ამ წერილით, კიდევ რამდენიმე სასწაულზე მოგითხრობთ, რომელსაც დედა ანასთან მისული მრევლი ჰყვება და მადლიერების სიტყვებს არ იშურებს, ამ სათნო ადამიანის მიმართ.

7-07-2018, 16:58

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 67წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა