შემოგვიერთდით facebook-ზე

ახმეტის რაიონის მოსახლეობამ, ერთი კვირის უკან, საპროტესტო აქცია მოაწყო. შემდეგ, სოფელ მატანთან პანკისის ხეობაში შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადეს, რის შესაძლებლობაც პოლიციამ არ მისცათ. ახალგაზრდები ქისტების გასახლებას მოითხოვდნენ... მაშინ პოლიცია მომიტინგეებს, დაშლის სანაცვლოდ დაპირდათ, რომ დამნაშავეებს, რამდენიმე დღეში დაიჭერდნენ და სათანადოდ დასჯიდნენ. აქცია, 16 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხებოდა, როდესაც აღდგომის ღამეს, სოფელ ჯოყოლოში მშენებარე წმინდა გიორგის ტაძარი მიწასთან გაასწორეს.

3-05-2017, 13:41

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი "ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".

7-04-2017, 15:39

ქეთი გომართელი: - დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მიყვარს მუსიკა, ჩემი მეგობრები და ოჯახი, ვარ კაცთმოყვარე და მაღიზიანებს ბრიყვი, ეგოისტი ადამიანები. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც "რონდოში"ჩემი სოლო საესტრადო კარიერა დაიწყო. პირველი სერიოზული გამოსვლა ეგვიპტის საერთაშორისო კონკურსზე მქონდა, ამას მოჰყვა იუნესკოს საერთაშორისო პროექტი - ,,Юность Планеты" და ერთთვიანი მასტერ-კლასები რუსეთში, სადაც საქართველოს ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში მე წარვადგენდი და საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე. მახსოვს აეროპორტში ჟურნალისტების დიდი ჯგუფი დამხვდა და ეს ამბავი ფართოდ გაშუქდა ქართულ მედიაში. შემდეგ იყო ერევნის საესტრადო სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, ასევე წარმატებული და ბოლოს "რონდოს" სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ქართველი მსმენელისთვის დიდი სცენიდან პირველად ვიმღერე. ორი პროფესია მაქვს: დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ტელე წამყვანის სპეციალობით და სამუსიკო სასწავლებელი, ესტრადის მომღერლის სპეციალობით. 

25-03-2017, 21:28

ჩვენთან ინტერვიუს და საკუთარი თავის დახასიათებას, ცნობილი პოეტი გენრი დოლიძე შემდეგი სიტყვებით იწყებს: - არ ვარ გამორჩეული, მაგრამ არც ჩვეულებრივი მოქალაქე - მამა და შვილი, მოსწავლე და მასწავლებელი, მევალე და მოვალე, მკითხველი და პოეტი, მაყურებელი და რეჟისორი, მიმდევარი და ლიდერი, წინაპარი და შთამომავალი, გააჩნია ვინ რა დამოკიდებულებაშია ჩემთან.... ვწერ ლექსებს, პიესებს, ვმუშაობ ტელევიზიაში... ვერ ვიტან კლიშეებს, ვცდილობ ვიყო ორიგინალური... თუმცა არა მხოლოდ გამორჩეულობისათვის... ყველგან ვეძებ ჩემს ინდივიდუალურ ადგილს... თუმცა ისეც ხდება რომ, ზოგჯერ მასის წევრი ვარ...

26-02-2017, 13:54

თვლის, რომ კომუნიკაბელური ადამიანია და უყვარს ხალხთან ურთიერთობა. სწორედ, ამან განაპირობა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ჟურნალისტობა ბავშვობიდან უნდოდა და გადაწყვეტილებაც არასოდეს უნანია. ეს პროფესია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ რამეში ეხმარება. პროფესიულად დღითიდღე იზრდება, თითოული მისი გადაცემა, თუ რესპოდენტი ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მიმცემია. 

26-02-2017, 13:02

საქართველოში ერთ-ერთ რეიტინგულ სერიალს ,,ხელოვნური სუნთქვა", რომლის გმირებიც საზოგადოებამ რეალურად შეიყვარა, მაყურებელი კვირიდან-კვირამდე მოუთმენლად ელოდა. აქტუალობიდან გამომდინარე, სერიალს მეორე სეზონიც დაემატა, რომლის ფინალიც ძალიან უცნაურად დასრულდა. ამან მაყურებელში უკმაყოფილება გამოიწვია, სოციალურ ქსელში უამრავი კითხვა გაჩნდა, მსჯელობდნენ სხვადასხვა ვერსიებზე, რატომ დაიჭირეს სერიალის მთავარი გმირი ,,შოთა"?!

27-01-2017, 17:29

ბავშვობაში კინოთეატრებში ხშირად დადიოდა. სწორედ, ფილმების სიყვარულმა განაპირობა,  პროფესიის არჩევაც. მისთვის მსახიობობა ყველაფერია. სხვა პროფესიაზე არც არასოდეს უფიქრია და ამ არჩევანით ძალიან ბედნიერია.

26-12-2016, 15:48

მან ურთულესი პერიოდი გაიარა, დიდმა გაჭირვებამ ის უფრო მეტად გააძლიერა და ბევრი კარგი თვისება შესძინა. საზოგადოებამ პროექტ ,,ნიჭიერიდან" გაიცნო, მაშინ მის ნიჭიერებაზე მთელი საქართველო ალაპარაკდა, თუმცა დღეს სცენაზე დგომას ოცნებობს. 

23-12-2016, 20:08

თაკო მელიქიშვილი: ბავშვობიდან ვმღერი და ვცეკვავ. პირველი სასიმღერო ნომერი ცეკვასთან ერთად, ცამეტი წლის ასაკში წარმოვადგინე. ფანტასტიური შოუ იყო, მაშინ კი არა, დღესაც ქართული შოუ ბიზნესი ასეთ ნომრებს მოკლებულია. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ცამეტი წელია, რაც რადიო ,,არდაიდარდო" გაიხსნა და გახსნის დღიდან აქ ვმუშაობ. 

20-12-2016, 22:11

უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

16-12-2016, 22:13

13 დეკემბერს 19:00 საათზე თიბისი გალერეაში, ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "ანარეკლი" გაიმართება. ეს არის თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაღებული ფოტოები, რომელსაც აერთიანებს ერთი თემა - ანარეკლი, - ყველგან და ყველაფერში. ამ ფოტოსერიაზე ბექა ჯავახიშვილი მთელი 8 თვის მანძილზე მუშაობდა, წვიმის კადრებში ანარეკლები და პარალელური სამყარო დაინახა. ასე განისაზღვრა გამოფენისთვის ფოტოგრაფის ხედვა და კონცეფცია. ავტორი ამბობს, რომ მისთვის ეს სერია "მოგზაურობაა სხვა სივრცეში". პერსონალურ ექსპოზიციაზე ფოტოებთან ერთად წამოდგენილი იქნება ბექა ჯავახიშვილის ვიდეოკოლაჟიც

11-12-2016, 16:15

ჩვენი რესპოდენტი ,,მისტერ ვალენტინი" ლევან სოლოღაშვილია. geoelite.ge მისი ცხოვრებით დაინტერესდა. მაშინ, ის კონკურსის გამო, დიდ სკანდალში გაეხვა და დღესაც ბევრისთვის უპასუხო კითხვად რჩება - გადაუხადა თუ არა მან ხუთიათასი დოლარი შოთა სიხარულიძეს ,,Like"-ბის მოსაგროვებლად, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა და ,,მისტერ ვალენტინი" ემიგრანტებში აღებული ხმების შედეგად გახდა?!

26-11-2016, 19:48



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა