ბავშვობაში კინოთეატრებში ხშირად დადიოდა. სწორედ, ფილმების სიყვარულმა განაპირობა, პროფესიის არჩევაც. მისთვის მსახიობობა ყველაფერია. სხვა პროფესიაზე არც არასოდეს უფიქრია და ამ არჩევანით ძალიან ბედნიერია.
- სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს კინოში, თუ თეატრში?
- კინო ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რამოდენიმე წელში თეატრს საერთოდ შევეშვები და მთელს ჩემს დროს, ენერგიას კინოს დავუთმობ.
- როლი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
-ასე ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ვფიქრობ, განსაკუთრებულ პატივისცემას ის როლები იმსახურებს, რომლითაც ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გავხდი.
- საოცნებო როლი გაქვთ?
- არა, საოცნებო როლები არ მაქვს. საერთოდ არ მიყვარს ოცნება. მგონია, რომ ოცნება ,,დაკიდებული" მიზანია. აი, ჟანრები კი ბევრია, რომელშიც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.
- რას იტყვით ქართულ კინოზე?
- ქართული კინო ნელ-ნელა "იქოქება". მართალია ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორები არსებობს, მაგრამ მჯერა, რომ მალე ქართული კინო, მოწოდების სიმაღლეზე დადგება.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ჩემს მეგობარ ნიკოლოზ ხომასურიძესთან ერთად ვიღებთ, ქართულ მხატვრულ ფილმს "ექვთიმე ღვთისკაცი" და ვმუშაობ ახალ კინოსცენარზე ,,სერაფიტა".
- როგორ მოხვდით ამ ფილმში და გვესაუბრეთ როლზე, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილში თამაშობთ?
- რამოდენიმე წლის წინ ნიკოლოზ ხომასურიძემ დამირეკა და ექვთიმეზე მხატვრული ფილმის სცენარის გაკეთება შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი, თუმცა მანამდე არასოდეს მეგონა, რომ ბიოგრაფიაზე ვიმუშავებდი. ჩემს თავს ცოტა სხვა როლში ვხედავდი, მაგრამ ნიკოლოზმა ჩემში გალაკტიონი აღმოაჩინა და მალე ყველა ნახავს, რაც გამოვიდა.
- გარდა იმისა, რომ მსახიობი ხართ, სხვას რას საქმიანობთ?
- მსახიობობის გარდა, ვარ სცენარისტი. ასევე, კასტინგ-მენეჯერის ეკა მჟავანაძის ასისტენტი, საკუთარი პიესების მიხედვით ვდგამ სპექტაკლებს. ვმუშაობ სხვადასხვა ფორმატის კონცერტებსა და ღონისძიებებზეც.
- გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
-მე და ჩემი მეგობარი ნიკოლოზ ხომასურიძე ვუშვებთ, პირველი ქართული კომიქსების სერიას "ამირანი", რომელზეც შემდგომ სერიალის გადაღებას ვაპირებთ. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბატონი მერაბ რატიშვილის რომანის ,,ილიადი და ჯუღას" მიხედვით გვაქვს გადაღებული პრომო ვიდეო, რაზეც სამომავლოდ იგეგმება სერიალის გაკეთება. ყველაზე მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა ,,ჰოლივუდია", რასთანაც სულ უფრო ახლოს მივდივარ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)