შემოგვიერთდით facebook-ზე
იქნება თუ არა სერიალ ,,ხელოვნური სუნთქვის" მესამე სეზონი?!
27-01-2017, 17:29  /  ნახვა: 3133

საქართველოში ერთ-ერთ რეიტინგულ სერიალს ,,ხელოვნური სუნთქვა", რომლის გმირებიც საზოგადოებამ რეალურად შეიყვარა, მაყურებელი კვირიდან-კვირამდე მოუთმენლად ელოდა. აქტუალობიდან გამომდინარე, სერიალს მეორე სეზონიც დაემატა, რომლის ფინალიც ძალიან უცნაურად დასრულდა. ამან მაყურებელში უკმაყოფილება გამოიწვია, სოციალურ ქსელში უამრავი კითხვა გაჩნდა, მსჯელობდნენ სხვადასხვა ვერსიებზე, რატომ დაიჭირეს სერიალის მთავარი გმირი ,,შოთა"?!
გაგრძელდება თუ არა სერიალი? ამ კითხვით ჩვენი ჟურნალი პროექტის პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს გაესაუბრა.
ირაკლი საღინაძე: სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებისას მივხვდით, რომ საზოგადოების მოთხოვნა დრამატული შინაარსის ფილმებზეა და გადავწყვიტეთ ამ ჟანრის სერიალი გაგვეკეთებინა. იდეის დასამუშავებლად ორი წელი დაგვჭირდა. ახლა ვცდილობთ სპონსორების მოძიებას, რომ სერიალის მესამე სეზონი გაგრძელდეს.
- პროექტის დასაწყისში როგორი გეგმები გქონდათ, რამდენი სერია და სეზონი უნდა ყოფილიყო?
- იმედია, რომ მესამე სეზონიც იქნება. თავიდანვე სამი სეზონი იგეგმებოდა. ჩანაფიქრი, რაც გვქონდა თითქმის განვახორციელეთ. წინასწარ კონკრეტული, გრძელვადიანი გეგმა არ შეგვიმუშავებია.
- პროექტი რატომ შეჩერდა? იქნება თუ არა სერიალ ,,ხელოვნური სუნთქვის" მესამე სეზონი?!
- პროექტის წარმოება ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა. რაც მთლიანად ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. ასევე, სარეკლამო ბაზრის შემცირებამ და არხის გარშემო შექმნილმა მდგომარეობამაც იმოქმედა.
- დიდი შანსია რომ სერიალი გაგრძელდეს?
- დიახ, საკმაოდ დიდი შანსია. ამ ეტაპზე მოლპარაკებები მიდის. როდის გამოჩნდება სერიალი ეკრანებზე, ზუსტი თარიღის თქმა რთულია.
- მესამე სეზონის სცენარი უკვე გამზადებულია?
- არა, არ არის. სცენარისტის შრომაც ანაზღაურებას ითხოვს, დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, სცენარებზე მუშაობაც დაიწყება.
- გეგმაში ფინალი ასეთი უცნაური იყო? რატომ დაიჭირეს მთავარი გმირი? მის დაჭერას მაყურებელი ვერაფერს უკავშირებს, რა კომენტარს გააკეთებთ?
- სერიები გადაღების პარალელურად იწერება. მაქსიმუმ 20 დღიანი წინსწრებით. უცნაური არ იყო დასასრული, კლასიკურად ინტრიგით დასრულდა.
- სხვა პროექტზე მუშაობის დაწყებას ხომ არ გეგმავთ? იქნება თუ არა სერიალ ,,ხელოვნური სუნთქვის" მესამე სეზონი?!
- სიახლეზე მუდმივად ვფიქრობთ, თუმცა სამწუხაროდ ქართული სატელევიზიო ბაზარი მწირია და უჭირს რაიმე დიდი პროექტების დაფინანსება.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა