შემოგვიერთდით facebook-ზე
თიბისი გალერიაში ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა ,,ანარეკლი" გაიმართება
11-12-2016, 16:15  /  ნახვა: 781

13 დეკემბერს 19:00 საათზე თიბისი გალერეაში, ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "ანარეკლი" გაიმართება. ეს არის თბილისის სხვადასხვა უბნებში გადაღებული ფოტოები, რომელსაც აერთიანებს ერთი თემა - ანარეკლი, - ყველგან და ყველაფერში. ამ ფოტოსერიაზე ბექა ჯავახიშვილი მთელი 8 თვის მანძილზე მუშაობდა, წვიმის კადრებში ანარეკლები და პარალელური სამყარო დაინახა. ასე განისაზღვრა გამოფენისთვის ფოტოგრაფის ხედვა და კონცეფცია. ავტორი ამბობს, რომ მისთვის ეს სერია "მოგზაურობაა სხვა სივრცეში". პერსონალურ ექსპოზიციაზე ფოტოებთან ერთად წამოდგენილი იქნება ბექა ჯავახიშვილის ვიდეოკოლაჟიც.
ბექა ჯავახიშვილის პერსონალური გამოფენა თიბისი გალერეაში 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.
დასწრება თავისუფალია!
ფოტოგამოფენები:
2014 წელი - ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ჯგუფური ფოტოგამოფენა "ფანჯარა სამყაროში".
2013 წელი - I პერსონალური გამოფენა "უნიკუმი", ღია სივრცეში.
2010 წელი - ფოტოფესივალი "ქოლგა", ჯგუფური გამოფენა.
გამოფენას ააწყობენ 12 დეკემბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე.
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)გამოფენო დარბაზი.

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა