შემოგვიერთდით facebook-ზე

ახლახანს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონამ ვეფხვი შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები. არსებულმა ინფორმაციამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, გოგონა პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილის დათვალიერებისას ადგილზე ვეფხვი ვერ იპოვეს და იქ შეკრეფილ მოქალაქეებს განუცხადეს, რომ ინფორმაცია არ დასტურდება.

17-06-2015, 18:44

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა. მტაცებელი ერთერთ საწყობში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საწყობის მეპატრონე შევიდა შენობაში. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს როგორ დაესხა ცხოველი თავს ადამიანს. პირი, რომელსაც ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველი თავს დაესხა, გარდაცვლილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ისინი ვერ შედიან ტერიტორიაზე. ვეფხვი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის მიერ უკვე ლიკვიდირებულია.  

17-06-2015, 14:10

მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო სტიქიის ზონიდან გაწმენდითი სამუშაოები შეწყდა. სვანიძის ქუჩიდან, ზოოპარკის, გმირთა მოედნისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიებიდან მომუშავე ადამიანები და მძიმე ტექნიკა გაიყვანეს. 
სამუშაოების შეწყვეტის შესახებ ამ წუთებში სპეციალური განცხადება გააკეთა კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და აღნიშნა, რომ სამუშაოების შეწყვეტას იწვევს ამინდის მოსალოდნელი გაუარესება.
განცხადება გააკეთა ასევე სვანიძის ქუჩაზე მყოფმა პრემიერმა, რომ ზომები მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.

 

16-06-2015, 18:42

უკრაინის მედიამ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, სადაც თბილისში მომხდარ წყალდიდობაზეა საუბარი. სატელეფონო საუბარი ტექსტის სახითაა გაშიფრული და ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.

16-06-2015, 18:15

წუხელ თბილისში მომხდარი წყალდიდობის ამსახველი ფოტო–კოლაჟი, რომელიც სოციალურ  ქსელში სხვადასხვა საინფორმაციო უწყებების და მოქალაქეების მიერ გავრცელდა. ფოტოები, რომელსაც კომენტარი არ სჭირდება. სტიქია, რომელიც მდინარე ვერის ხევის ადიდებამ გამოიწვია და რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისის ზოოპარკი კი მთლიანად გაანადგურა. მდინარის მიერ დანგრეული უამრავი სახლი, ხიდები და გზები, გატაცებული მანქანების ზარალი მილიონობით ლარს შეადგენს. 

14-06-2015, 16:50

დღეს საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის ვერ გაიხარებს. მისი თქმით, ზოოპარკი სხვა ადგილას უნდა იყოს გადატანილი. ის წუხელ ღამით თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა, სადაც ზოოპარკის დაარსების ისტორიაზე ისაუბრა.

14-06-2015, 14:10

თერთმეტი წელია, რაც რადიო ,,არ დაიდარდო'' არსებობს და გახსნის დღიდან რეიტინგებით პირველ ადგილზეა, წელსაც პირველობა არცერთ FM– ს დაუთმო. ჟურნალი geoelite.ge რადიოს ჰოლდინგის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი მშვენიერაძეს გაესაუბრა. იგი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ამ განხრით არასდროს უმუშავია. რადიოში პირველად 1996 წელს, როდესაც რადიო ,,საქართველოს ხმა'' გაიხსნა, წამყვანად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა და დღემდე ამ სფეროში მუშაობს.

2-06-2015, 00:29

სიმღერა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. დადიოდა საბავშვო ანსამბლ ,,ჩიორა"–ში, რომლის ხელმძღვანელებიც ცნობილი მუსიკოსები ზურაბ ლალიაშვილი და ალექსანდრე ბასილაია იყვნენ. მაშინ ანსამბლი მოსკოვის კინო ფესტივალზე წარსდგა, სადაც სიმღერა ,,სინემა" სოფი ლორენის და მიშელ მესიეს გვერდით შეასრულა.

14-05-2015, 21:16

ფილმი ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი", რომელიც ამომწურავად ასახავს მის ცხოვრებას და შემოქმედებას.

28-03-2015, 20:08

პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩია. იგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნა წარდგენილი პარლამენტში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით, ერთხმად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
ნინო გვენეტაძე სქათველოს უზენაესი საამართლოს 21–ე და პირველი ქალი თავმჯდომარეა.

20-03-2015, 15:35

,,სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის პროექტი იყო ძალიან წარმატებული"- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თითქმის დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ კახეთისა და ქართლის რეგიონები.

18-03-2015, 19:48

წარმატების მოპოვება რთულია, ბევრი შრომაა საჭირო, ზოგის შემთხვევაში კი ეს იღბალზეა დამოკიდებული. ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში პოპულარობა ნიჭმა განაპირობა, რადგან ძალიან პატარა ასაკში მოიპოვა ხალხის სიყვარული. მისი ცხოვრება ერთმა სიმღერამ შეცვალა და მისი სახელი მთელმა საქართველომ გაიგო.

18-03-2015, 13:16



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა