შემოგვიერთდით facebook-ზე
ნატალი ვეფხვაძე: სცენას არ მაკარებენ, მბლოკავენ, რადგან სკანდალებით არ ვცხოვრობ
23-12-2016, 20:08  /  ნახვა: 3755

მან ურთულესი პერიოდი გაიარა, დიდმა გაჭირვებამ ის უფრო მეტად გააძლიერა და ბევრი კარგი თვისება შესძინა. საზოგადოებამ პროექტ ,,ნიჭიერიდან" გაიცნო, მაშინ მის ნიჭიერებაზე მთელი საქართველო ალაპარაკდა, თუმცა დღეს სცენაზე დგომას ოცნებობს.
ნატალი ვეფხვაძე: მეუბნებიან, რომ წლინახევრის ვიყავი, როცა პირველად ავღიღინდი. ოთხი წლისამ კი დონარა ცხადიაშვილის სახელობის კონკურსში მივიღე მონაწილეობა და პირველი ადგილი ავიღე. მას შემდეგ იყო ბევრი კონკურსები, ფესტივალები, სადაც ვიმარჯვებდი. იყო დიდი სცენები ევროპაში. ბავშობაში დედა მამეცადინებდა სიმღერაში. 2011 წელს ,,ნიჭიერში" მივიღე მონაწილეობა, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. არ ვაპირებდი ამ პროექტში მონაწილეობას, ერევანში ვიყავი, როდესაც ჩემს მეგობარს ლუკა მელაშვილს დავურეგისტრირებივარ. ნამდვილად არ ველოდი ჟიურის და ხალხის მოწონებას, რადგან საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში, ხალხის რჩეული რომ გავხდი და ფინალში გადავედი, ეს იყო.
- რა შეცვალა ,,ნიჭიერმა" თქვენს ცხოვრებაში?
- შეცვალა ის, რომ ქუჩაში აღარ მცნობენ როგორც ლელას შვილს. ახლა პირიქით, ლელას ეუბნებიან, თქვენ ხომ ნიჭიერის ფინალისტის დედა ხართ?! ,,ნიჭიერის" პერიოდში ბევრი გულისტკენა და ჭორებიც იყო, ჩემს მხედველობასთან დაკავშირებით. თითქოს ვიტყუებოდი და მხედველობის პრობლემა არ მქონდა. თუმცა ხალხის დიდი სიყვარული მაძლიერებდა.ნატალი ვეფხვაძე: სცენას არ მაკარებენ, მბლოკავენ, რადგან სკანდალებით არ ვცხოვრობ
- გაიხსენეთ დრო, როდესაც ქუჩაში მღეროდით...
-ექვსი-შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად დედასთან ერთად ქუჩაში ვიმღერე. 1991-92 წლებში, ჩვენ პირველები ვიყავით ვინც ქუჩაში მღეროდა. ძალიან დიდი გაჭირვება იყო. ლელა მარტოხელა დედა იყო, როდესაც ქუჩაში ვმღეროდით, მის მიმართ ხალხისგან აგრესია მოდიოდა, შენ დედა ხარ, ბავშვს ქუჩაში როგორ ამღერებო?! დედასთვის ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. ყველაზე მთავარი რაც იყო, ჩემი ფული მქონდა, რომ სათამაშო მეყიდა, უარყოფითი კი ის, რომ სკოლაში სიარულს ვერ ვახერხებდი. მაგრამ დღეს, თუ კარგი მომღერალი ვარ და კარგი შესაძლებლობები მაქვს, ეს ქუჩაში სიმღერის დამსახურებაა. სიცივეში, როდესაც ყელი სიმღერას ეჩვევა, ეს დიდი სკოლა აღმოჩნდება სცენაზე დგომისას. პიროვნულად, თუ რაიმე დადებითი თვისება მაქვს, ვთვლი, რომ ეს დედაჩემის და ჩემი ქუჩაში ყოფნის დამსახურებაა. რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო, ზემოდან არავის გადმოვხედავ.
- დღეს რა ეტაპზე ხართ?
- არასდროს ვლაპარაკობ, რაც შინაგანად მაწუხებს. სამწუხაროდ, არანაირ ეტაპზე არ ვარ, ფაქტიურად სცენას არ მაკარებენ, მბლოკავენ, რადგან არავინ ნაცნობი არ მყავს, სკანდალებით არ ვიქმნი პიარს, შეურაწყოფას არავის ვაყენებ...
-კონცერტებზე საერთოდ არ გეძახიან?
- არა, თუ არ ჩავთვლით, რაღაც პროექტებს, მაგალითად შშმ პირებს ვარსკვლავებთან დუეტები უნდა ჩაეწერათ, სადაც წილად მხვდა ბედნიერება და ,,შვიდ კაცასთან" დუეტი ჩავწერე, ,,ბრავო რეკორდსის" დახმარებით. მენატრება სცენაზე დგომა, როდესაც სცენაზე ვდგევარ ყველაფერი მავიწყდება, ყველანაირი პრობლემა და ტკივილი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს დიდი სცენა იქნება, თუ პატარა. ნატალი ვეფხვაძე: სცენას არ მაკარებენ, მბლოკავენ, რადგან სკანდალებით არ ვცხოვრობ
- თქვენ დაოჯახდით, მოგვიყევით ვინ არის თქვენი მეუღლე?
- როდესაც უკრაინიდან ჩამოვედი, მეგობარმა მირჩია რესტორანში მემღერა. ჩემი უარის მიუხედავად, მაინც მივედი, სადაც ჩემი მეუღლე რაულ ფარსადანაშვილი გავიცანი. გაცნობის დღიდან დავახლოვდით, რესტორანში ერთად ვმღეროდით. ჩვენი დუეტიც იქ დაიბადა, რომელსაც ჯერ სახელწოდება ვერ შევურჩიეთ. სამ თვეში კი ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. უკვე მესამე წელია, რაც ერთად ვართ. გვყავს პატარა ბიჭი გაბრიელი.
რაულ ფარსადანაშვილი: ხუთი წლის ვიყავი, როდესაც სიმღერა დავიწყე. ცამეტი წლის კი უკვე რესტორანში ვმღეროდი. ჩემი საზოგადოებაში გამოჩენა ნატალის დამსახურებაა. მან პროექტ ,,ფანოღში" შეიტანა საბუთები და ,,ფანოღი 2016"-ის გამარჯვებული გავხდი. მას შემდეგ დავიწყე სასიმღერო კარიერა, რაშიც ქალბატონი ნინო ჩხეიძე ძალიან მეხმარება.
-სასიმღერო კარიერის გაგრძელებას აპირებთ?
- რა თქმა უნდა, მაქვს უკვე სხვადასხვა შემოთავაზებები, თუმცა ამ გეგმებს შემდეგი წლიდან განვახორციელებ. ახლა ბატონმა მიშა ცინცაძემ ახალი სიმღერა დამიწერა, რომელსაც სულ მალე ჩავწერ.
- საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?
ნატალი ვეფხვაძე: ტრადიცია არ გვაქვს, პირველად წელს ვხვდებით დამოუკიდებლად ახალ წელს, მინდა საკუთარი ხელით გავაკეთო დეკორაციები და სახლი მოვრთო.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა