შემოგვიერთდით facebook-ზე

შესრულება, რომელიც მსმენელს გულგრილს ვერ დატოვებს. პატარა ბავშვის ნამღერი, რომელშიც ემოცია, ნიჭი და შესრულების მანერა პიკს აღწევს!!!!

26-07-2015, 14:38

დაუჯერებელი ილეთები სპორტში და ყველაზე ნიჭიერი ადამინები. მოძრაობები, რომელიც სიძლიერეს, სისხარტეს და გონიერებას მოითხოვს.

26-07-2015, 13:35

ყველა ოცნებობს მოგზაურობაზე, რათა ნახოს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და საინტერესო ადგილები. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მოგზაურობაზე მეოცნებეებს ეს სურვილი უფრო მეტად გაუმძაფრდებათ.

24-07-2015, 22:21

27 ივლისს, საღამოს 8 საათზე ქალაქ ბათუმში სასტუმრო ,,ინტურისტში", პროექტ - ,,სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაციის" ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი შემსრულებლები და ასევე სტუდია ,,ათინათის" პატარა ვარსკვლავები. საქველმოქმედო საღამო შშმ სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,თანას" და სშმ პირთა სარებილიტაციო ცენტრ ,,სანიტას" ეძღვნება. პროექტის ოფიციალური პარტნიორი ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ,,ანრი" (რექტორი ანზორ დიასამიძე), აჭარის უძრავი ქონების სააგენტო (დირექტორი ქეთევან ბალაძე) და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ხელმძღვანელი მაყვალა კვირიკაძე).

20-07-2015, 18:07

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც მეზობელ ქალბატონთან კონფლიქტი მოუვიდა, დაკბინა. შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის შორენა ჯახუას ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.
დაზარალებულ ქალბატონს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

20-07-2015, 16:59

მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით შესაბამისი ცვლილება "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების" წესებში შევიდა. კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა სასმელი წყლის მილის დიამეტრი 15 მმ-ს არ აღემატება, აღრიცხვის კვანძი, მათ შორის მრიცხველი, უფასოდ დაუმონტაჟდებათ.

20-07-2015, 14:50

საქალაქო სასამართლომ მომღერალ ლელა წურწუმიას ქმარს კახა მამულაშვილს "მამულიჩას" წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოზე ,,მამულიჩამ" განაცხადა, რომ: - "უცხოეთში კოკაინი გამისინჯავს. ერთი შეხედვით მივიჩნიე, რომ ეს რაოდენობა რაც აღმომაჩნდა, ბევრი არ იყო. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რაღაცას არ გავაკეთებდი. მზად ვარ პასუხი ვაგო. უბრალოდ ორი თვე მინდა ოჯახთან ვიყო, რომ თუ დამნაშავედ მცნობენ მოვემზადო ფსიქოლოგიურად. ჩემი უგუნური ქმედების გამო მომივიდა. თუ გაითვალისწინებთ, მოხარული ვიქნები, თუ არა და კანონს."

20-07-2015, 14:25

უფლისმიერი სასწაულები, რომელიც ადამიანის გონებისთვის ამოუხსნელია, სასწაულები, რომლებიც უბრალოდ უნდა ირწმუნო და აღიარო, რომ უფალი ყოვლის შემძლეა!

30-06-2015, 23:12

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აშშ–ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდ შეცდომდ მიიჩნია და საკვიარო ქადაგებისას ამის შესახებ ბრძანა: "არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები, სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ. აშშ–ში, მთელს სახელმწიფოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსექესიანთა ქორწინება, ეს დიდი შეცდომაა. ამას ამბობენ თვით ამერიკელი სასულიერო პირები, ჩვენც ამას ვადასტურებთ და ვამბობთ, ეს არის დიდი შეცდომა", – აღნიშნა პატრიარქმა.

28-06-2015, 15:19

სოციალურ ქსელში დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც უჩიპო პირადობების მოთხოვნის თაობაზე გაიმართება, ორგანიზატორები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ: ,,კვირას, 28 ივნისს 16:00 სთ-ზე თბილისში პარლამენტის წინ (9 აპრილის მემორიალთან) გაიმართება შემაჯამებელი და მნიშვნელოვანი აქცია - ალტერნატიული პირადობის მოწმობების მოთხოვნის თაობაზე!!!

28-06-2015, 14:47

ახლახანს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძვნებელმა, ლევან ხაბეიშვილმა ინტერნეტში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მას შანიძის ქუჩის მოსახლეობამ მიაწოდა.

"თბილისი, შანიძის ქუჩა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გამომიგზავნა ორი ფოტო. პირველი სადაც ჩანს, რომ წყალს ფეკალური მასა მოყვება რის შემდეგაც უამრავი ზარი შევიდა შანიძის ქუჩიდან ცხელ ხაზზე. ამის შემდეგ ისე რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ მილებში გაატარეს გაურკვეველი ხსნარი რის დალევაც არ შეიძლებოდა. ( იხილეთ ფოტოები ) ეს ყველაფერი სავარაუდოდ დაკავშირებულია ვერეს ხეობის გაწმენდით სამუშაოებთან", - წერს ხაბეიშვილი ფოტოს კომენტირებისას.

23-06-2015, 15:40

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე უკვე დაკითხვაზე იმყოფება. ლაგუნა ვერესთან მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი გულგირლობის მუხლით დაიწყო, რადგან ხელისუფლება ქუჩებში მტაცებელი ცოხველების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას სწორედ ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ცნობებს ეყრდნობოდნენ.

17-06-2015, 20:06



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა