შემოგვიერთდით facebook-ზე
ზაზა ჭინჭარაული: არჩევანის შემთხვევაში, მუსიკას გვერდზე გადავდებდი და გადაღებაზე წავიდოდი...
24-12-2013, 15:51  /  ნახვა: 2963

ავტორი
ეკა რევაზიშვილი
ისინი რობერტ ბარძიმაშვილმა გამოზარდა. 2001-2002 წლებში პატრიარქმა მისი გვარი აკურთხა და კურთხევა მისცა, ანსამბლისთვის ,,ბარძიმი" დაერქმია. ბიჭებმა დღემდე წარმატებით მოაღწიეს, მისი სახელის უკვდავსაყოფად.
ზაზა ჭინჭარაული - მუსიკოსი, მომღერალი, ანსამბლ ,,ბარძიმის" წევრი. უდიპლომო, მოყვარული მსახიობი დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საქმეს, ცდილობს ეს ყველაფერი ერთმანეთს ისე შეუთავსოს, რომ ერთმა მეორეში ხელი არ შეუშალოს.
-როდის და როგორ ჩამოყალიბდა ანსამბლი ,,ბარძიმი"?

-,,ბარძიმის" სახელით უკვე 10 წელი შეგვისრულდა, მანამდე სხვა სახელი გვერქვა. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, სტუდიაში ვიზრდებოდით, თანდათანობით

ინსტრუმენტებს ვეუფლებოდით, ბატონმა რობერტმა დაგვაკვალიანა. ინსტრუმენტალური ანსამბლი მის მიერ შეიქმნა.

ზაზა ჭინჭარაული: არჩევანის შემთხვევაში, მუსიკას გვერდზე გადავდებდი და გადაღებაზე წავიდოდი...მისი გარდაცვალების შემდეგ დავრჩით კვინტეტი, იმის გამო რომ რთული იყო ინსტრუმენტალური ჯგუფის გახმოვანება, ტექნიკურად შენარჩუნება, კონცერტების გამართვა.
-რამდენად წარმატებით აგრძელებთ რობერტ ბარძიმაშვილის დაწყებულ საქმეს?
-მე, გიორგი ცხვარიაშვილი, ლევან კბილაშვილი, მირზა მოდებაძე და ვატო გუნიავა თავდაუზოგავად ვშრომობთ. გვაქვს ახალი რეპერტუარი, რომელსაც ერთად ვაკეთებთ.  გვაქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია, მირზა სიმღერებს წერს და ასე, ერთობლივად ვაძლევთ საბოლოო სახეს. საერთო ანალიზის შემდეგ ვაყალიბებთ ხოლმე სიმღერის საბოლოო ვერსიას.

ზაზა ჭინჭარაული: არჩევანის შემთხვევაში, მუსიკას გვერდზე გადავდებდი და გადაღებაზე წავიდოდი...
-ვინ არის თქვენი სიმღერების ავტორი?
-მუსიკას ხშირად მირზა მოდებაძე წერს, ტექსტისთვის რომელიმე ახალგაზრდა მეგობრის და პოეტების ლექსებს ვიყენებთ.
-საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გქონიათ გატანილი თქვენი რეპერტუარი?
-როგორც ჯგუფი, არასოდეს გავსულვართ, თუმცა ამისი სურვილი ყოველთვის გვაქვს, რეპერტუარიც შესაბამისია იმისათვის, რომ მოვიაროთ სხვადასხვა ქვეყანა. მირზამ უკრაინის ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში გადააგზავნა თავისი ჩანაწერი, მიიწვიეს, იქიდან გვიმღერებს და ჩვენი სახელით, კიდევ ერთხელ იამაყებს საქართველო და ქართველი ხალხი.
-როგორც ვიცი ყველა თქვენთაგანს გაქვთ საკუთარი, სოლო სიმღერები...

ზაზა ჭინჭარაული: არჩევანის შემთხვევაში, მუსიკას გვერდზე გადავდებდი და გადაღებაზე წავიდოდი...
-ანსამბლში თანაბარმნიშვნელოვანი ადამიანები ვართ, ჩვენ ვართ ჯგუფი, რომლის რეპერტუარიც შედგება ყველა წევრის სოლო სიმღერებით და ასევე კვინტეტის სახით.
-რისი ან ვისი დამსახურებაა, რომ თქვენ დღესაც ერთად ხართ და მღერით?

-როგორ შეიძლება რობერტ ბარძიმაშვილს დავუკარგოთ ის დიდი ამაგი, რაც ჩვენზე დახარჯა. საკუთარი შვილებივით გვაქცევდა ყურადღებას, დაგვაკვალიანა, როგორც ინსტრუმენტალურად, ისე ცხოვრებისეულად, სწავლის მხრივ. მისი გარდაცვალების შემდეგ, რობერტის მეუღლე ქალბატონი ვანდა ანთიძე ჩვენს გვერდითაა, რომელიც დღემდე გვეხმარება და ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მისი გზა გაგვეგრძელებინა.
-სამომავლოდ რა სიახლეებს ჰპირდება ანსამბლი ,,ბარძიმი" მსმენელს?

ზაზა ჭინჭარაული: არჩევანის შემთხვევაში, მუსიკას გვერდზე გადავდებდი და გადაღებაზე წავიდოდი...
-გრანდიოზული შეპირებები, რომ დავიწყო ტყუილი იქნება, იმიტომ, რომ რეალურად ისეთი არაფერი ხდება, არ არის ხშირი კონცერტები, მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ, მაინც ვმუშაობთ, ვაკეთებთ ახალ სიმღერებს. ვაპირებთ მეორე ალბომის გამოშვებას, გვაქვს საკმარისი რაოდენობის სიმღერები. საახალწლოდაც გვაქვს არაერთი შემოთავაზება.
-თავად როდის გადაწყვიტე რომ ამღერებულიყავი?
-დაახლოებით 13 წელია, რაც გადავწყვიტე სიმღერას სერიოზულად მოვკიდებოდი, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა. მანამდე მოყვარულის დონეზე ვიყავი. მაქვს საკუთარი რეპერტუარი, სამ სიმღერაზე ახლა ვმუშაობ და იანვარში მოისმენს მსმენელი.

-სამსახიობო გამოცდილებაც გაქვს. შენი, როგორც მსახიობის კარიერა როგორ და საიდან დაიწყო?
-პირველად, მეგობარმა ზურა მენთეშაშვილმა შემთხვევით გადამიღო. ეს იყო პატარა კინოტესტი, მოეწონა და რამდენიმე სარეკლამო რგოლზე დამამტკიცეს, რომელიც ზურამ გადაიღო. შემდგომ სხვა კომპანიებიდანაც დაიწყო შემოთავაზებები, ქასთინგები ტარდებოდა და მაგთის და ვისოლის სახედ ამირჩიეს.
-ფილმში თუ გადაუღიხარ ვინმეს?

ზაზა ჭინჭარაული: არჩევანის შემთხვევაში, მუსიკას გვერდზე გადავდებდი და გადაღებაზე წავიდოდი...

-ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ხაზანავიჩუსმა საქართველოში რუსეთ-ჩეჩნეთის ომზე ფილმი გადაიღო, სადაც ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები რუს ჯარისკაცებს ვთამაშობთ. ეს იყო მასიური სცენები, რომელმაც თავისთავად გამოცდილება მომცა. ყოველი გადაღება გამოცდილებაზე აისახება და პატარა სკოლას გიტოვებს. ახლაც მაქვს გადაღებები ფილმში ,,ჩემი ცოლის დაქალები".

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა