ავტორი
გიორგი გაბაშვილი
რუსული პრესის გარკვეული ელემენტები აქტიურად განაგრძობენ ანტიქართულ პროპაგანდას. მართალია ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა დღევანდელი ნიუსი მართლაც გამოირჩევა სიმძიმით. მძიმეა იმდენად, რამდენადაც ეს არის ერთგვარი მცდელობა სახელი გაუტყდეს მთლიან ერს და არა კონკრეტულ ადამიანს.
ცნობილია, რომ გუშინ რუსეთში ქილერის ტყვიამ ქართველი დათო მელქაძე იმსხვერპლა, როგორც რუსული წყარო m24.ru იტყობინება, ეს პიროვნება არის კანონიერი ქურდი მეტსახელად ,,ფოთელი“. იგივე წყარო მოგვითხრობს, რომ მელქაძეს მაშინ ქილერმა ესროლა, როცა ცოლთან და ორ შვილთან ერთად სუპერმარკეტიდან გამოდიოდა.
„ქილერი განათების ბოძს ეფარებოდა და ისე ესროლა გარდაცვლილს რამდენჯერმე, გარდაცვლილი კი, თვითმხილველთა ცნობით გადაეფარა უფროს შვილს და ამ დროს მისმა ცოლმა და უმცროსმა შვილმაც მოასწრეს მაღაზიაში დამალვა.“ - ვკითხულობთ სტატიაში.
იგივე ნიუსს რუსული გამოცემა ,,СМИ2НЕТ“ ავრცელებს და ვკითხულობთ სათაურს:
„გარდაცვლილი კანონიერი ქურდი თავდასხმისას ცდილობდა შვილის სხეულს ამოფარებოდა“.
აღსანიშნავია, რომ ამ სათაურს გადავყავართ m24.ru-ის ზემოთხსენებულ სტატიაზე, სადაც აშკარად საპირისპირო ინფორმაციაა მოწოდებული.
P.S. ასეთი კარგი სამეზობლო გვაქვს. რაც მართალია მართალია. ისეთი კარგი მეზობლობა გვაქვს, ჩვენ რომ წიგნი ვათხოვეთ - „სიბრძნე სიცრუისა“ წაიკითხეს და დაგვიბრუნეს კიდეც. როგორც ჩანს, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო, ეს მოეწონათ მხოლოდ.