შემოგვიერთდით facebook-ზე
რა სიურპრიზი გაუკეთა ჯგუფ ,,ბანის“ წევრმა თავის ცოლს ვალენტინობისთვის
14-02-2014, 19:28  /  ნახვა: 3911

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

ამბობენ, სიყვარულს ახსნა არ აქვსო. ეს გრძნობა ხელოვნებაა, რომელიც ცხოვრებას მარადიულად ამშვენებს და ალამაზებს. სწორედ ჩემი რესპოდენტის ჯგუფ ,,ბანის“ წევრის გელა გოგიშვილის ცხვირების გამშვენიერებაზე და გალამაზებაზე უზრუნია სიყვარულს. ვფიქრობ, ეს ისტორია მისი საყვარელი ადამინისთვის სიურპრიზი იქნება. 

,,სიყვარულს თუკი სიმდიდრედ არ თვლი

მაშინ რაღაა კაცის ქონება?! 

სიყვარულს გულში ჩათბობა უყვარს 

უნდა ეფერო მთელი ცხოვრება.“

- როგორ გაიცანით შენ და სალომემ ერთმანეთი?

- როდესაც ჯგუფი ,,ბანის“ პირველი სიმღერა გაჟღერდა, გადაცემა ,,პროფილში“ სალომეს უთქვამს: ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდესო. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამ გადაცემის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე მეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ერთ-ერთმა მეგობარმა ჩვენზე სიუჟეტი გადაიღო და მონტაჟში დახმარება სალომესთვის უთხოვია, მას კადრები რომ უნახავს სიხარულით გაგიჟებულა, თუმცა არ შეუმჩნევია. ამ ყველაფრის შემდეგ სალომემ ჩემთან შეხვედრა მოახერხა და მეც მისი პირველი დანახვისთანავე მივხვდი რომ... 

რა სიურპრიზი გაუკეთა ჯგუფ ,,ბანის“ წევრმა თავის ცოლს ვალენტინობისთვის

- როგორ აუხსენით სიყვარული?

- პირველად მან მითხრა რომ ვუყვარდი, მე კი რაღაც პერიოდი ვაწვალე. პერიოდულად თითო ასოს ვეუბნებოდი: ,,მი-ყვ-არ-ხ-ა“ და ბოლოს ,,რ“ განსაკუთრებულად ვუთხარი, უფრო სწორად ზღვის პირას სანთლებით დავუწერე.

- გაიხსენეთ შეყვარებულობის პერიოდი...

- ჩვენ ახლაც შეყვარებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი მეუღლეა და სულ რაღაც ორ თვეში პატარას ველოდებით. წელიწადის განმავლობაში, მხოლოდ ორი დღე არ მყავდა ნანახი, დანარჩენ დროს სულ ერთად ვატარებდით. უამრავი სიურპრიზები და ლამაზი დღეები იყო, მათ შორის ერთ ამბავს გავიხსენებ:

სალომე წარმოშობით სოხუმიდანაა, ერთხელ, როდესაც სოხუმში გაემგზავრა, ბოტანიკურ ბაღში, სადაც ხშირად ვარჯიშობდა, ერთ-ერთ კლდეზე სახლი და მზე დავხატე. შემდეგ ეს ნახატი დოლზე გადავიტანე, სალომე როდესაც სოხუმიდან დაბრუნდა და ეს იხილა აღფრთოვანებული დარჩა.

რა სიურპრიზი გაუკეთა ჯგუფ ,,ბანის“ წევრმა თავის ცოლს ვალენტინობისთვის

 ხელი როგორ თხოვეთ?

- ეს იყო ჩვენი ნიშნობის დღე, მიმტანს ვთხოვე ჭიქაში ცხელი წყალი ჩაესხა და და თეთრად დაიწერა ,,ცოლად გამომყვები?“ დარბაზმა სალომეს აღარაფრის თქმა აცადა ისეთი აჟიოტაჟი ატყდა. შემდეგ ტრადიციულად ჯვრისწერა გვქონდა და დღემდე ასე ტკბილად ვცხოვრობთ. ჩვენთვის ყოველი დღე ვალენტინობაა. ჩემი ვალენტინი სალომეა. ყოველი დღე სიურპრიზით იწყება და მთავრდება. 

- ახლა სალომეს გავუკეთოთ სიურპრიზი და მიულოცე ვალენტინობა...

- ამ ქვეყნად უამრავი ვარსკვლავია, მაგრამ აქედან ყველაზე გამორჩეული, რომელიც ყოვეთვის ბრწყინავს, ყოველთვის ანათებს და ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში - ეს არის ჩემი მეუღლე!

სალომე,  ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ, ყველაზე მეტად განგიცდი, ყველაზე მნიშვნელოვანი განძი მყავხარ! ძვირფასო, ყოველთვის მეყვარები და ცხოვრებაში მეორედ რომ მოვიდე, ისევ შენ აგირჩევ ჩემს მეორე ნახევრად!

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა