შემოგვიერთდით facebook-ზე
რას გუგლავდნენ 2013-ში ყველაზე ხშირად
24-12-2013, 17:31  /  ნახვა: 2245

მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
კომპანია Google წერილს აქვეყნებს, რომელშიც მოთხრობილია, თუ რას ეძებენ 2013 წელს ყველაზე ხშირად Google-ში.
როგორც წინა წლებში, წელსაც ყველაზე ხშირად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც მიმდინარე წელს გარდაიცვალნენ. მაგალითად შარშან, ყველაზე ხშირად ეძებდნენ ემი ვაინჰაუზს, წელს კი „პირველობა“ არავის დაუთმო ამერიკელმა მსახიობმა, ფილმ „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა პოლ უოლკერმა.
უოლკერი არა მარტო ადამიანებს შორის ლიდერობს, არამედ Google-ის მთლაინ ვიზიტორებს შორისაც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ძალიან საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდა ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეა, ყველაზე ხშირად „დაგუგვლად“-თა სიაში მეათე ადგილს იკავებს. ეს ფაქტი კომპანია Google-ისთვისაც კი უპრეცედენტოა.
მთლიანი ათეული კი ასე გამოიყურება:
1. პოლ უოლკერი
2. ნელოსნ მანდელა
3. აიფონ 5 S
4. ჰარლემ შეიკი
5. ბოსტონის მარათონი
6. სამსუნგ გალაქსი S 4
7. სონი PlayStation 4
8. Royal baby
9. Cory Monteith
10. ჩრდილოეთ კორეა

კომპანია Google მსგავს სტატიებს ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს. წლევანდელი ათეული კი უპრეცედენტოა, ჩრდილოეთ კორეის - ათეულში მოხვედრის გამო.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა