მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
რუსული სააგენტო ,,interfax” სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს. მათი ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ მმართველ პარტიასთან ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირს ინარჩუნებს. ამ საკითხზე გამოცემა ნაციონალური მოძრაობის წევრს - დავით დარჩიაშვილს ესაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერებთან კავშირს ინარჩუნებს და პარტიის კურსის განსაზღვრაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მან საკმაოდ სწორად და გონივრულად აიღო პოლიტიკური ტაიმ-აუტი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს საშუალება მისცა, პოლიტიკური ბრძოლის საწარმოებლად ახალი სტრატეგია შეემუშავებინათ. დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში, თუმცა არავინ იცის ეს როდის მოხდება“ - განუცხადა გამოცემას დარჩიაშვილმა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა თანამდებობა ,,ფლეჩერის სკოლაში“ მიიღო. ამ სკოლის დეკანის ინფორმაციით კი სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, სწორედ იმიტომ დაარსდა, რომ სტუდენტებს პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეთ მსოფლიო ლიდერებთან.
სააკაშვილ ჯერ-ჯერობით ერთ წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.