შემოგვიერთდით facebook-ზე
ვინ არის შოთო სიხარულიძე და რატომ უწოდა მას გიორგი შალვაშვილმა YOUTUBE-ის მამა?!
7-03-2014, 19:25  /  ნახვა: 7850

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

3 მარტს რესტორან ,,თეთრ სახლში'' გიორგი შალვაშვილის ორგანიზებით კონცერტი გაიმართა, სადაც შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საღამოზე  სპეციალურ სტუმრად მიწვეული იყო  ვინმე შოთო სიხარულიძე, რომლის  სახელსა და გვარს YOUTUBE-ზე  ნებისმიერი ვიდეოს გახსნისას აუცილებლად ამოიკითხავთ. აღნიშნულ საღამოზე, გიორგი შალვაშვილმა საზოგადოებას იგი YOUTUBE-ს მამად წარუდგინა. ალბათ ბევრს აინტერესებს ვინ არის ეს პიროვნება. უკეთ გასაცნობად მას ინტერვიუ ვთხოვეთ. 

- როდის და რატომ  გაგიჩნდა იდეა, რომ ეს საიტი გაგეკეთებინა?

- 2007 წლის მიწურულს და ამ სურვილის განხორციელებაში ემიგრანტები დამეხმარნენ. როდესაც სოციალურ ქსელებში შევდიოდი, მათ მიერ დაწერილ სტატუსებს ვკითხულობდი,  რომ საქართველო და ქართული სიმღერა ენატრებოდათ. მათთვის MYVIDEO.GE-ზე ქართული გადაცემების და  კლიპების ნახვა ფასიანი იყო. ამიტომ სურვილი გამიჩნდა ისეთი საიტი გამეკეთებინა, რომელიც კონკრეტულად ემიგრანტებისთის იქნებოდა. მაშინ  YOUTUBE-ზე საუბარი არც იყო.  უბრალოდ მინდოდა ყოფილიყო EMIGRANTEBI.GE, სადაც მათთვის მასალებს შევაგროვებდი და ავტვირთავდი. ვფიქრობდი, იგივე საიტის მეშვეობით ერთმანეთს დაეკონტაქტებოდნენ. თუმცა ეს იდეა ვერ განხორციელდა, ამიტომ გადავწყვიტე YOUTUBE-ზე ქართული კლიპების საიტი გამეკეთებინა. მომღერლები, რომლებიც ემიგრანტებს  სიმღერებს უძღვნიდნენ, მაძლევდნენ და ვიდეო რგოლებს ვაკეთებდი, შემდეგ კი საიტზე ვტვირთავდი. ატვირთვის დღიდან  ეს ვიდეოები ძალიან პოპულარული ხდებოდა. მნახველთა რაოდენობა ორ-სამ მილიონამდე ადიოდა. გარდა იმისა, რომ სიმღერებს ვტვირთავდი, გადავწყვიტე  ტელეგადაცემებიდანაც ამომეღო საუკეთესო ნაწილები და საიტზე დამედო.

ვინ არის შოთო სიხარულიძე და რატომ უწოდა მას გიორგი შალვაშვილმა  YOUTUBE-ის  მამა?!

- გაიხსენე ყველაზე რეიტინგული ვიდეო, რომელიც საიტზე ატვირთე.

- ყველაზე რეიტინგული ვიდეო გახლდათ პროფილის პირველი ექსპერიმენტი, სადაც მომღრლებმა საქეიფო სიმღები შეასრულეს. პირველ ადგილზე ათი მილიონი ნახვით ნინის და ბიჭოლას დუეტი იყო, მეორე ადგილზე ანრი ჯოხაძის და ეთერ კაკულიას დუეტი, ცხრა მილიონი ნახვით, მესამე ადგილზე კი მერაბ სეფაშვილის და კაკული გურიელაშვილის დუეტი შვიდი მილიონი ნახვით. ფაქტიურად ჩემი საიტის პოპულარიზაცია ამ ვიდეოებით დაიწყო.

- ვიდეოების ატვირთვისთვის თანხას გიხდიან?

-არა, ამას სრულიად უანგაროდ ჩემი ემიგრანტებისტვის ვაკეთებ. იყო ჭორები, თითქოს ისინი გარკვეულ თანხას მიგზავნიან, რაც სიცრუეა. 

- გვესაუბრე სამ მარტს ჩატარებლ საღამოზე.

- საღამოს ჩატარების იდეა გიორგი შალვაშვილს გაუჩნდა, ეს ფაქტიურად გალა კონცერტი იყო, სადაც მონაწილეობას ქართველი ვარსკვლავები იღებდნენ. იქ მიწვეული ვიყავი, როგორც სპეციალური სტუმარი. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს მიმართ კონცერტის მონაწილეებისგან, ასეთი სითბო და სიყვარული რომ მოდიოდა.  საღამოზე  სხვადასხვა  ტელეარხების და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები იყვნენ,  თუმცა თქვენი ჟურნალი პირველია, ვისაც ინტერვიუ მივეცი.

- კიდევ  რას ველოდოთ  შოთო სიხარულიძისგან?

-შოთოსგან ელოდეთ ახალ-ახალ ექსკლუზიურ ვიდეოებს, დამწყები მომღერლების, სიმღერებს, რომლებიც საკუთარი ნიჭის რეალიზებას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. მინდა ნიჭიერ, ახალგაზრდა მომღერლებს მივმართო, რომ  შეუძლიათ სოციალურ ქსელში დამიკავშირდნენ და მომაწოდონ ვიდეო ან MP3 მასალა, რასაც საიტზე სრულიად უანგაროდ ავუტვირთავ.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა