შემოგვიერთდით facebook-ზე
რატომ დაარქვეს ჯგუფის წევრებმა ჯგუფს სახელად - ,,ბანი“?!
27-02-2014, 17:06  /  ნახვა: 3113

ავტორი 

თიკო ბეკოშვილი

ჯგუფმა ,,ბანმა“ ხალხის სიყვარულის დამსახურება ძალიან მცირე დროში მოახერხა. სოციალურ ქსელში, მათ მიერ შესრულებული სიმღერა - ,,კავკასიური ბალადა“  სამ მილიონზე მეტმა მსმენელმა ნახა და ყველაზე რეიტინგულ სიმღერათა შორის  ადგილიც დაიმკვიდრა. იმისათვის, რომ უკეთ გაგვეგო, რა გზით მოიპოვა ჯგუფმა ასეთი პოპულარობა ,,ბანის“ ერთ-ერთ წევრს გელა გოგიშვილს გავესაუბრეთ.

გელა გოგიშვილი: თავდაპირველად ჯგუფი ორი-სამი კაცისგან შედგებოდა, შემდეგ თანდათან შევიკრიბეთ და ახლა უკვე რვანი ვართ; მათე ფირცხალავა, გელა გოგიშვილი, რაულ ბიწაძე, ბესო კვიციანი, ბესო მეტრეველი, გოგა ნიკოლაძე, ბექა მიქაძე და მერაბ ჩიქოვანი. თავიდან მიწისქვეშა გადასასვლელზე ვმღეროდით, ზოგჯერ დღეში შვიდას ლარამდე ავდიოდით. ამ თანხას ინსტრუმენტების შესაძენად ვაგროვებდით. შემდეგ ბატონი კახი კალაძის დახმარებით სიმღერა ჩავწერეთ.

- რომელია თქვენი პირველი სიმღერა?

- ჩვენი პირველი სიმღერა არის ,,რაჭული“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოგვიტანა. ასევე  სიმღერამ  - ,,კავკასიური ბალადა“, რომელმაც ქართველ, ასევე უცხოელ მსმენელში დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

- კონცერტებს რეგიონებშიც ან უცხოეთში თუ მართავთ და იღებთ თუ არა საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას?  

- კონცერტებს ძალიან ხშირად ვმართავთ და თითქმის ყველა საქველმოქმედოა. რეგიონებშიც ხშირად ვატარებთ კონცერტს, ცოტა ხნის წინ ბათუმში და სამტრედიაში ვიმღერეთ. გასტროლებზე უკრაინაშიც ვიყავით, ბატონი კახი კალაძის დახმარებით.

- ახლა ჯგუფი ,,ბანი“ რაზე მუშაობს?

- ამჟამად ვმუშაობთ ალბომზე, რომელიც ძალიან მალე გამოვა და დაახლოებით ათი სიმღერა შევა. 

- პროდიუსერი თუ გყავთ და ვინ ზრუნავს ტქვენს ფინანსურ მხარეზე?

- პროდიუსერი არ გვყავს და საკუთარ თავს თითონ ვასპონსორებთ, თუ არ ჩავთვლით, რაღაც წვრილმან დაფინანსებებს.

- რატომ დაარქვით ჯგუფს ,,ბანი“?

- უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ბანი ნამდვილი ქართული სიტყვაა.

- რა შეცვალა ჯგუფმა ბანმა თქვენს ცხოვრებაში?

- რათქმა უნდა დიდი პოპულიარობა მოგვიტანა, ხალხში დიდი სიყვარული და პატივისცემა დავიმსახურეთ. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი ცხოვრება შეცვალა, ცხოვრების თანამგზავრი, ჩემი მეუღლე მაპოვნინა... 

- და ბოლოს რას ეტყვით საზოგადოებას?

- საზოგადოებას დიდ მადლობას ვეტყვი იმ დიდი  სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენს მიმართ გამოხატავენ. ჯგუფი ,,ბანი“ იქამდე იარსებებს,  სანამ ჩვენ ვიარსებებთ. შევეცდებით, მსმენელი ჩვენი სიმღერით ყოველთვის ვასიამოვნოთ. 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა