ანი ქეი გახლავთ მხატვარი,რომელიც ნახატებს საკუთარი ენის დახმარებით ჰქმნის. სინამდვილეში ის სამხრეთ ინდოეთშილ კერალაში სკოლის მასწავლებელი გახლავთ.
„მე მსურს ვიყო განსხვავებული, შევეცადე მეხატა ცხვირის, ნიკაპის, მხრების, ფეხების დახმარებით, ასევე ვცდილობდი დამეხატა ველოსიპედის ტარების დროს, თუმცა ყველაზე უკეთ ენით ხატვა გამომივიდა „ - განაცხადა ანი ქეიმ.
ენის დახმარებით მან 1.000 ნამუშევარი შეჰქმნა, მათ შორისაა იესო ქრისტეს პორტრეტი. იმ შემთხვევაში თუ ენა არ მოიტანს სასურველ შედეგს ანი ქეი სხეულის სხვა ნაწილებს მიმართავს.
"გინესის რეკორდის დასამყარებლად მე ვაპირებ დავხატო ოთხი პორტრეტი ორივე ხელისა და ფეხის გამოყენებით ერთსა და იმავე დროს." - განაცხადა უცნაურმა მხატვარმა.