შემოგვიერთდით facebook-ზე
ვინ თამაშობს დიდ როლს ფანდურას პოპულარობაში?!
11-03-2014, 17:24  /  ნახვა: 5014

ავტორი 

თიკო ბეკოშვილი

ნიჭიერი, ახალგზარდა მუსიკოსი ზურა ბარბაქაძე, იგივე ფანდურა პროფესიით მშენებელია, თუმცა ბავშვობის ოცნებას არ უღალატა და ახლა თეატრის სცენაზე დგას. ის პუბლიკამ ფოლკლორული სიმღერების შესრულებით გაიცნო. თვითნასწავლი მუსიკოსი 20-ზე მეტ მუსიკალურ საკრავს ფლობს. 

ზურაბ ბარბაქაძე (ფანდურა): - ამ სფეროში მოღვაწეობა ბავშვობიდან დავიწყე, პედაგოგთან არავის მივუყვანივარ. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ექიმმა ფილტვებზე პრობლემის გამო  სალამურზე დაკვრა დამინიშნა.   თუმცა სალამური წელიწადნახევარში მივატოვე, რადგან ფანდურზე დაკვრამ ძალიან გამიტაცა. უკვე ოცდამეექვსე წელია მე და ჩემი ფანდურები ერთად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. 

- შენი პირველი სიმღერა, რომელმაც პოპულარობა მოგიტანა... 

-  დღესაც არ ვთვლი თავს მომღერლად, მე მუსიკოსი ვარ. უბრალოდ მომწონს რაღაც სიმღერები და ვმღერი ხოლმე. ჩემი პირველი სიმღერა იყო - ,,წყაროზე“, რომელმაც სახელი გამითქვა, დუეტი  ქიტესა ვარდიაშვილთან ერთად შევასრულე.  ეს სიმღერა მეგობრის მოკრძალებულ სტუდიაში ჩავწერე, რის შემდეგაც ჩემს მეგობარ ჯგუფ ,,მირაჟის“ ბიჭებს ძალიან მოეწონათ. მთხოვეს, ზოგჯერ ვიმღერებთო, რაზეც რა საკვრველია დავთანხმდი. შემდეგ რაღაც გაუგებრობა მოხდა, სიმღერა ერთი და იგივე არანჟირებით, რადიო  „არ დაიდარდოზე“ ჯგუფი ,,მირაჟის“ შესრულებით ტრიალებდა, ხოლო „დარდიმანდზე“ ჩვენი შესრულებით. ასეთი გაუგებრობა რომ აღარ ყოფილიყო ჩემი ნამღერი „დარდიმანდიდან“ წამოვიღე და ,,მირაჟს“ დავუთმე.

ვინ თამაშობს დიდ როლს ფანდურას პოპულარობაში?!

- ასეთი პოპულარული სიმღერა ასე ადვილად როგორ დათმე?

- ამ ქვეყნად მეგობრობაზე მეტი ფასეული განა არის რამე? პოპულარობა მეგბრების ხარჯზე არ გამამდიდრებს.

- ვისაუბროთ შენს ცნობილ სიმღერა „მაყვალაზე“, როგორ მოხდა შენი და ნინო ჩხეიძის დუეტის ჩაწერა? 

- არ მინდა ხმამაღალ ნათქვამად გამომივიდეს მაგრამ ასეა, ნინო ჩხეიძეს ჩემი ხმა მოსწონებია,  დამიკავშირდა და დუეტი შემომთავაზა. თავიდან საუბარი იყო სიმღერაზე - „აყვავებულა არაგვზე დეკა“, თუმცა უარი ვთქვი, რადგან ყველა მღეროდა და უკეთესი ვარიანტი „მაყვალა“ შევთავაზე. ამ სიმღერაზე პასუხისმგებელი ვიყავი, რომ აუცილებლად გაჰიტდებოდა და ჩემი პროგნოზებიც გამართლდა. ამ სიმღერამ ჩემს პოპულარობას შუწყო ხელი. 

- ანუ „მაყვალა“ იყო ის სიმღერა, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა? 

- დიახ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. როდესაც ,,მაყვალა“ რადიოში დატრიალდა, მორე დღეს ყველა ლაპარაკობდა ვიღაც ფანდურაზე, გადაცემა „პროფილის“ მეორე დღეს კი ქუჩაში ყველა ხელს ჩემსკენ იშვერდა, მეფერებოდნენ,  დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ და რაც ყველაზე მთავარია, ემიგრანტების საყვარლი მომღერალი გავხდი.

- რომ არა ნინო ჩხეიძე ჩაწერილი დუეტი მაინც გაჰიტდებოდა? 

- „მაყვალა“ ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა პოპულარული, თუმცა ნინომაც დიდი როლი ითამაშა. 

ვინ თამაშობს დიდ როლს ფანდურას პოპულარობაში?!

- როგორ ხდება ასე მოკლე დროში შენი სიმღერები პოპულარული? 

- ამაში ძალიან დიდ როლს შოთო შოთო სიხარულიძე თამაშობს. მას ვაწვდი სიმღერებს და youtobe-ზე ტვირთავს. მოგეხსენებათ ეს საიტი რამდენად პოპულარულია, რისთვისაც შოთოს დიდ მადლობას ვუხდი. 

- გარდა იმისა, რომ მუსიკოსი ხარ, სხვას რას საქმიანობ? 

-  ,,გეპეის“ მეორე კორპუსში ოთახი გვაქვს, სადაც ბავშვებს ვამეცადინებ, ამავე უნივერსიტეტის თეატრშიც ვთამაშობ. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ პროფესიით მსახობი არ ვარ.  დამთავრებული მაქვს სამშენებლო ფაკულტეტი და მეამაყება იმ სცენაზე დგომა, სადაც მსახიობობა მურმან ჯინორიამ დაიწყო.

- როგორ მოხვდი ,,გეპეის“ თეატრში? 

- ,,გეპეის“ სამუსიკო ანსამბლი ჰყავდა, სადაც ჩავეწერე, შემდეგ სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“ ჩვენ გავახმოვანეთ. ჩემი რეჟისორი ბატონი ნუგზარ მუცხრიკიძე გახლდათ.

- გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე.

- მე და ბატონი გიორგი ქვრივიშვილი  ჩამწერი სტუდიის გახსნას ვაპირებთ, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს თავიაანთი ნიჭის რეალიზება შეეძლებათ. კიდევ არის გეგმები, რომლებსაც საიდუმლოდ დავიტოვებ და გპირდებით, რომ ამას პირველი თქვენი ჟურნალი გაიგებს.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა