შემოგვიერთდით facebook-ზე

16 მაისს   მწერალთა სახლში, ცნობილი ავსტრიელი მწერალი ლუდვიგ ლაჰერი ქართველ მკითხველს შეხვდება.  იგი პირველად ჩამოდის საქართველოში და თავისი ერთ კვირიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს, როგორც თბილისში, ასევე ახალციხეში გამართავს.

16 მაისს მწერალთა სახლში ლიტერატურულ საღამოზე  ლუდვიგ ლაჰერი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი გახმაურებული რომანიდან „ვოლფგანგ ამადეუს უმცროსი, როგორია მოცარტის შვილობა“. ქართველ მკითხველებს საშუალება მიეცემათ მოისმინონ ტექსტის ქართული თარგმანიც, რომელიც ცნობილმა გერმანისტმა ზურაბ აბაშიძემ შეასრულა. ავტორი შთამბეჭდავად მოგვითხრობს, როგორ ცდილობს უმცროსი ამადეუს მოცარტი, თავისი დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი კომპოზიტორი  და ვირტუოზი პიანისტი -  „მამის ჩრდილიდან თავის დაღწევას და საკუთარი ტალანტით ადგილის დამკვიდრებას“. 

13-05-2016, 22:11

შეიძლება, რამდენიმე თვე ისე გავიდეს, ლექსი ვერ დაწეროს, მთაში ერთი კვირით ასულს კი ზოგჯერ ათი ლექსიც ჩამოაქვს. ოცდაერთი წლის ასაკში ასობით ლექსის ავტორია. უკვე ძალინ წარმატებულს და ხალხისთვის საყვარელ პოეტს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი ჟურნალი ,,Geoelite.Ge" მისი ცხოვრებით დაინტერესდა და გავესაუბრეთ.
თემურ არაბული: ბავშვობიდან მახსოვს, დედა კაფიებს წერდა. მეზობლებზე, ნათესავებზე, ახლობლებზე სხვადასხვა ხუმრობებს რითმავდა. მაშინ, ჯერ კიდევ მთაში ვცხოვრობდით. ჩვენთან ასეთი წესი იყო: ვისზეც დაწერდა, ისინი სხვადასხვა საჩუქრებით ჩვენთან მოდიოდნენ, მე ეს ძალიან მომწონდა, მინდოდა, მეც დამეწერა და საჩუქრები ჩემთანაც მოეტანათ. 

31-07-2015, 16:48

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ ,,geoelite.ge"–ს ორგანიზებით, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც ასევე ნაჩვენები იყო ახალგაზრდა რეჟისორის თინათინ ბეკოშვილის ფილმი – ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი".
საღამოზე მოწვეულნი იყვნენ გოდერძის მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. ღონისძიება მიჰყავდა პოეტ თემურ ჩალაბაშვილს, რომელმაც გოდერძისთან ურთიერთობის ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა.

17-11-2014, 14:04

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყანა დღესაც ილია ჭავჭავაძის წუხილით ცხოვრობს

ჟურნალი ,,ქართული ელიტა“ პოეტსა და მწერალს, ბატონ ვანო ჩხიკვაძეს თავის პატარა და ლამაზ ,,სამოთხეში“ ესტუმრა. სახლში, სადაც უამრავი რომანი და ლექსი იწერება. ბატონი ვანო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდობას ხშირად ხვდება, აძლევს რჩევებს და საინტერესო თემებზე ესაუბრება. არც ჟურნალისტების სიმცირეს უჩივის ჩვენი ერის საამაყო მწერალი. მასზე დღემდე უამრავი რამ დაწერილა...

- ბატონო ვანო, გორის რაიონის სოფელ კირბალში დაიბადეთ, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- ბავშვობის გახსენებისას ყოველთვის ჩემი ბებია მახსენდება, რომელიც საოცარი მექართულე გახლდათ, მან დიდი როლი ითამაშა ჩემს მწერლად ჩამოყალიბებაში. იმ გარემოს, ადამიანებსა და სითბოს ვუმადლი ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო სუფევდა.

19-02-2014, 15:14

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

მაყვალა გონაშვილი: პოეტი ქვეყნის ერთ-ერთი წინამძღვარი და ერის ტკივილების გამზიარებელია

ჩვენი პირველი შეხვედრა გუშინდელი დღესავით მახსოვს. მაშინ, 16 წლის ასაკში, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ფრთის საპატიო წევრი გავხდი. სულიერად და გარეგნულად ლამაზი ქალბატონის, სიყვარულით აღსავსე მზერა მეხსიერებაში სამუდამოდ დამრჩა. ამ სითბომ გულის კარი გამიღო და პოეზიისკენ მიმავალი გზა დამილოცა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რამდენი ბრძოლა ელოდა წინ ,,დიდ მგოსანთა პატარა სამეფოს“ - მწერალთა კავშირს. იყო მისი დარბევის, დანგრევისა და მოშლის არაერთი ძალიან სერიოზული მცდელობა. მაგრამ მისმა თავჯდომარემ ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა დიდი ბრძოლის, შრომის და უძილო ღამეების შედეგად, მწერალთა კავშირს ახალი სული შთაბერა. 

მაყვალა გონაშვილი: პოეტური მოღვაწეობა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. დღეს ოცზე მეტი პოეტური კრებულის, თარგმანებისა და საბავშვო წიგნების ავტორი ვარ. ახლახანს გამოვეცი პოეტური კრებული - ,,ხმა მესმა", რომელიც უწმინდესს და უნეტარესს მივუძღვენი. წიგნის გამოცემის იდეა მასთან შეხვედრის შემდეგ დაიბადა. ჩვენი პატრიარქი ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის სიბრძნის სიმბოლოა. ამიტომ ამ წიგნში პირველი ლექსებიც სწორედ მას ეძღვნება.

17-02-2014, 13:08

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ერეკლე საღლიანი: მუზა ყველა კაპას ქალზე უარესია, თუ გაგექცა მისი მობრუნება ძნელია

ბედნიერებაა დაიბადო საქართველოში, რადგან ამდენი სათაყვანებელ-მოსაფერებელი კუთხე გვაქვს. ნათქვამია, რომელი კუთხიდანაც უნდა იყოს ადამიანი, მასში ერთი წვეთი სვანის სისხლიც ურევიაო. სვანეთის ყველა მკვიდრი განსაკუთრებული და გამორჩეული ფენომენია. ჟურნალი ,,ქართული  ელიტა“ სვანეთის კოლორიტს, ბატონ ერეკლე საღლიანს ესტუმრა, იგი არაჩვეულებრივი პოეტი გახლავთ და დღემდე უამრავი წიგნი აქვს გამოცემული.  მის ცხოვრებაში ბევრი უცნობი ამბავი არსებობს, რასაც ჩვენი ჟურნალის მკითხველს დიდი სიამოვნებით უამბობს.

- ბატონო ერეკლე გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- ბავშვობა ყველაზე სათნო, სანატრელი და სიყვარულით აღსავსე პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო, როდესაც იწყებ ბრძოლას უკეთურებათა წინააღმდეგ, ბავშვი მეოცნებეა, იგი სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს და არ არის იმ დოზით შერყვნილი, რა დოზითაც ეს შემდეგ ხდება. მეცოდებიან დღევანდელი ბავშვები, მათ  ოცნება წაართვეს, რადგან არნახული ტექნოლოგიური განვითარების პირობებში საოცნებო თითქმის აღარაფერი დაუტოვეს. ოცნების გარეშე კი წარმოუდგენელია ადამიანი ჩამოყალიბდეს. პიროვნება, რომელიც მოწიფულ ასაკში დაუბრუნდება ბავშვობიდან მოყოლილ სიწმინდეს, ის უკვე გენიოსია.

17-02-2014, 12:33

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ლადო კახაძე: მეუღლე  ჩემი ეტალონი და ლექსის მუზაა

პიროვნება, რომელიც მრავალი წელია სიცოცხლის სადარაჯოზე დგას და მომავალი თაობის ამ ქვეყნად მოვლინებას ემსახურება. მარტო პროფესია როდი ხდის მის თვისებებსა და ხასიათს განსაკუთრებულს, თავის სათქმელს ლექსადაც გადმოქვცემს. ქართული მედიცინის კორიფე, ექიმი მეან-გინეკოლოგი ბატონი ვლადიმერ კახაძე, დღეს ჟურნალ ,,ქართული ელიტის” სტუმარი გახლავთ.

- ბატონო ვლადიმერ გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.

- მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში დავიბადე, ჩემს თაობას წილად მშობლებისა და ბებია-ბაბუებისათვის საშინელი ომის დავიწყების ფუნქცია ერგო, რომელიც იმ დროს ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა.  მზრუნველობას, რასაც ჩვენს მიმართ იჩენდნენ, იყო გაათმაგებული სიცოცხლე სიყვარულისა. ჩვენს თაობას მსგავსი კატასტროფა არ ენახა, ამიტომ მთელი ცხოვრება უფროსების მიმართ ვალდებულებებითაა მოცული. ვცდილობ, ეს ყველაფერი შთამომავლობაზე გადავანაწილო, რათა ღირსეულად იცხოვრონ თავის საამაყო სამშობლოში.

21-01-2014, 13:22

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
პროექტი - „ვისაუბროთ წიგნებზე“
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე პროექტის - „ვისაუბროთ წიგნებზე“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი „ვისაუბროთ წიგნებზე" 4 ნოემბერს დაიწყო. იგი სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, რომელთა მიზანია კითხვის წახალისება, ევროპული ლიტერატურის უკეთ გაცნობა.
„წიგნის პლატფორმა“  - ეს პროექტი ბიბლიოთეკების მნიშვნელობის ხასგასმაა, სტუდენტები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება მიზანს, მთავარი მოტივია რეგიონალური მიმართულებით მუშაობა: ხელს უწყობს წიგნის სექტორის განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ღია კულტურული კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და პროფესიონალური კონტაქტების გაღრმავებას.
წიგნის სექტორის ხელშეწყობა: მთარგმნელები, მწერლები, საერთაშორისო კავშირები, ონლაინ რესურსები.
ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა, წიგნის კითხვის კულტურის აუცილებლობასა და საკითხავი ლიტერატურის გავრცელებაზე, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაზე.
ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები და კულტურის ინსტიტუტები.
პროექტის მხარდამჭერები: „დიოგენე“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

 

18-11-2013, 14:01

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი 

პოეტ ფიოდორ ტიუტჩევს 210 წელი შეუსრულდა  

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პოეტ ფიოდორ ტიუტჩევის დაბადებიდან  210-ე  წლის აღსანიშნავად, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  მოეწყო გამოფენა, სადაც უამრავი ნახატი იყო წარმოდგენილი.

საღამო, 96-ე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს  ანა ნალბანდიანს მიჰყავდა.  მუსიკალურად კი მისმა ქალიშვილმა ნინა მეტრეველმა გააფორმა.

5-10-2013, 15:19

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

პოეზიით დამარცხებული ტკივილი

დარდით დაქანცული ძალას მოვიკრებ და

თვალში კვლავ მოვახჩობ სევდას,

დედი, სხვებივით რად არ დადიხარო,

შვილი მეკითხება დედას.

ეს სევდიანი სიტყვები, არაჩვეულებრივ პოეტ ქალბატონს მიმოზა ცანავას ეკუთნის. იგი ბავშვობიდან პოლიომიელიტითა დაავადებული, მაგრამ ცხოვრებას არ ეპუება, საოცრად აქტიურია. მისი ლექსები ცხოვრებაზე დაგვაფიქრებს. მას საკუთარ შემოქმედებაზე სასაუბროდ სახლში ვეწვიეთ. 

მიმოზა ცანავა: ჩემი პოეტური მოღვაწეობა ბავშვობიდან დაიწყო. ლექსის წერა ჩემთვის უფლის წყალობა და დიდი ჯილდოა.  მწერალთა კავშირის წევრი და 7 პოეტური კრებულის ავტორი ვარ. ეხლახანს, გამოვეცი კრებული, რომელსაც ,,კოლხური" ჰქვია.  ეს წიგნი, ჩემს მშობლიურ სამეგრელოს მივუძღვენი, სადაც ჩემმა ყმაწვილქალობამ ჩაიარა და სატრფომ ყელზე მძივი დამკიდა.

- როგორ გაიხსენებდით თქვენი სიყვარულის ისტორიას?

- ძალიან რომანტიული იყო. ყავარჯნიანი გოგოს შეყვარება არც ისე იოლია, მაგრამ სიყვარული ამ ნაკლს ვერ ხედავს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გრძნობებში გამომიტყდა, მას უანგაროდ ვუყვარდი... 

3-10-2013, 15:33

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
სახალისო პერსონაჟებით წარმოდგენილი ქართული ანბანი  ბავშვებისთვის
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში,  ნინო ლარცულიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით - გრამატიკული ზღაპრები: „ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები“.
ფერადი ილუსტრაციებითა (ზღაპრისთვის ილუსტრაციები შექმნა მხატვარმა ლელა ცინაძემ) და მხიარული ისტორიებით დატვირთული, ეს წიგნი, გაცოცხლებულ ქართულ ანბანს წარმოადგენს, სადაც ყოველი ასო-ნიშანი ახალი და საინტერესო პერსონაჟია. ილუსტრაციების მეშვეობით სათქმელი მარტივდება, ეს მეთოდი ბავშვებს შინაარსის აღქმას უადვილებს.

10-09-2013, 15:16

2013 წლის 13 თებერვალს, ოთხშაბათს, 18 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება ციცინო ჯერვალიძის მე-2 წიგნის "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზ ეფიქრით" წარდგენა.

12-02-2013, 10:31

უკან1 2 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა