შემოგვიერთდით facebook-ზე
პოეტ ფიოდორ ტიუტჩევს 210 წელი შეუსრულდა
5-10-2013, 15:19  /  ნახვა: 2556

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პოეტ ფიოდორ ტიუტჩევის დაბადებიდან  210-ე  წლის აღსანიშნავად, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.  მოეწყო გამოფენა, სადაც უამრავი ნახატი იყო წარმოდგენილი.

საღამო, 96-ე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს  ანა ნალბანდიანს მიჰყავდა.  მუსიკალურად კი მისმა ქალიშვილმა ნინა მეტრეველმა გააფორმა.

დიდი რუსი პოეტი ფედორ ტიუტჩევი, 1803 წელს დაიბადა  და 1873 წელს გარდაიცვალა. ის, როგორც დიპლომატი გერმანიაში მოღვაწეობდა, სადაც  22  წელი გაატარა. შესანიშნავად ფლობდა:  ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს. თარგმნიდა:  გოეთეს, ჰაინეს, შექსპირს და ბაირონს. ტიუტჩევი ლირიკოსია, იგი უმღერის ბუნებას. ფილოსოფიურად მოაზროვნე შემოქმედის, ტიუტჩევის რამდენიმე ლექსზე შეთღზულ მუსიკას ასრულებენ, როგორც რომანსებს. მისი რომანსები აჟღერდა საღამოზეც, რომელიც კონსერვატორიის პროფესორ-მომღერალმა ვილ გრიგორიანმა შეასრულა.

პოეტ ფიოდორ ტიუტჩევს 210 წელი შეუსრულდა

„წელს ტიუტჩევის დაბადებიდან  210 წელი შესრულდა. მსურდა,მსმენელები ტიუტჩევის პოეზიას  უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ. მიმაჩნია, რომ ტიუტჩევის პოეზია ჟღერს ზედმიწევნით, ამიტომ დამსწრე საზოგადოება ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას დიდი სიამოვნებითა და ინტერესით უსმენდა. .დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საგამოფენო დარბაზის შემოთავაზებისათვის. „ - განცხადა საღამოს წამყვანმა ანა ნალბადიანმა.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა