შემოგვიერთდით facebook-ზე
ლუდვიგ ლაჰერი საქართველოში ლიტერატურულ საღამოებს გამართავს
13-05-2016, 22:11  /  ნახვა: 2010

16 მაისს   მწერალთა სახლში, ცნობილი ავსტრიელი მწერალი ლუდვიგ ლაჰერი ქართველ მკითხველს შეხვდება.  იგი პირველად ჩამოდის საქართველოში და თავისი ერთ კვირიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს, როგორც თბილისში, ასევე ახალციხეში გამართავს.

16 მაისს მწერალთა სახლში ლიტერატურულ საღამოზე  ლუდვიგ ლაჰერი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი გახმაურებული რომანიდან „ვოლფგანგ ამადეუს უმცროსი, როგორია მოცარტის შვილობა“. ქართველ მკითხველებს საშუალება მიეცემათ მოისმინონ ტექსტის ქართული თარგმანიც, რომელიც ცნობილმა გერმანისტმა ზურაბ აბაშიძემ შეასრულა. ავტორი შთამბეჭდავად მოგვითხრობს, როგორ ცდილობს უმცროსი ამადეუს მოცარტი, თავისი დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი კომპოზიტორი  და ვირტუოზი პიანისტი -  „მამის ჩრდილიდან თავის დაღწევას და საკუთარი ტალანტით ადგილის დამკვიდრებას“.  ამ საღამოს ავსტრიელი ლირიკოსი ქართველ მსმენელს საკუთარ ლექსებზეც გაესაუბრება, რომლებიც ქართულად ნატო თხილავამ თარგმნა.

ლუდვიგ ლაჰერის ლიტერატურული საღამო პროექტ  „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში ხორციელდებაგერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით  და საქართველოში ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.  

17 მაისს, 11:00 საათზეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სწიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავსტრიელიპროზაიკოსი, პოეტი და მთარგმნელი ლუდვიგლაჰერი  ჩაატარებს სამ საათიან ლიტერატურულ სემინარს და მონაწილეებს წინასწარ შერჩეულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში გააცნობს საკუთარ ლიტერატურულ მეთოდს. „ნიჭი ხშირად არ კმარა იმისათვის, რომ ადამიანმა ლიტერატურული ტექსტის შექმნა მოახერხოს. საჭიროა გარკვეული უნარები, რომელთა შესწავლაც შესაძლებელია“, - ამბობს ლუდვიგ ლაჰერი. სემინარის დასასრულს, გაიმართება მიღწეული შედეგების პრეზენტაცია და განხილვა.

19  მაისს  მწერალი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიებას გაუძღვება ახალციხის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი ლალი ბერიძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პირველმა გააცნო ქართველ მკითხველს ავსტრიელი მწერალი ლუდვიგ ლაჰერი, როცა თარგმნა და ჟურნალში გამოაქვეყნა ნაწყვეტი რომანიდან „ შიშველი ნატურა“.

საქართველო უკვე მერვე ქვეყანაა, სადაც ქართულ  ენაზე ითარგმნა და გამოიცა ლუდვიგ ლაჰერის ნაწარმოებები.

ლუდვიგ ლაჰერიდაიბადა 1955 წელს ლინცში (ზემო ავსტრია).

გიმნაზიის დასრულების შემდეგ,  1974 წ. სწავლა განაგრძო ზალცბურგის უნივერსიტეტში გერმანისტიკის, ანგლისტიკისა და კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით. დისერტაციისათვის თემაზე  - გრენადის თანამედროვე ლიტერატურა  მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.  სხვადასხვა დროს ასწავლიდა  ზალცბურგის, კლაგენფურტის, ინსბრუკისა და ვენის უნივერსიტეტებში.  მოღვაწეობს როგორც  თავისუფალი მწერალი, პროზაიკოსი, ლირიკოსი და ესეისტი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, რადიო-პიესა და სცენარი, ასევე ლექსების რამდენიმე კრებული.  ლუდვიგ ლაჰერი არის მრავალი თარგმანისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს  უამრავი ლიტერატურული ჯილდო და სტიპენდია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, ქართულ, იაპონურ და ხორვატულ ენებზე.

2005 - 2007 წწ.  იყო  ევროპის ხელოვანთა საბჭოს (ECA) პრეზიდენტი. ამჟამად ავსტრიის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის საბჭოს წევრი და  ამავე კომისიის კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია, ასევე, არის გერმანული მართლწერის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფოთაშორისი კომისიისა (RdR) და გრაცის ავტორთა კრების (GAV) წევრი, ავსტრიელ მწერალთა გაერთიანების (IGAA)  მმართველი საბჭოს წევრი.

1993 წლიდან ცხოვრობს სანკტ-პანტალეონსა (ზემო ავსტრია) და ვენაში.

მზეხა მახარაძე

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა