შემოგვიერთდით facebook-ზე
პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით
12-02-2013, 10:31  /  ნახვა: 2752

2013 წლის 13 თებერვალს, ოთხშაბათს, 18 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართება ციცინო ჯერვალიძის მე-2 წიგნის "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზ ეფიქრით" წარდგენა.

წიგნი დიდი ქართველი მამულიშვილის, "მაგდანას ლურჯას" ავტორის ეკატერინე გაბაშვილის ვაჟის რეზო გაბაშვილისა და უხუცესი ქართველი ემიგრანტის, ვაშინგტონში მცხოვრები პეტრე ხვედელიძის მიმოწერაზეა აგებული, რაც კიდევ უფრო ზრდის წიგნისადმი ინტერესს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბატონ პეტრე ხვედელიძეს 25 ივნისს დაბადებიდან 95 წელი უსრულდება. ვუსურვოთ მას დიდხანს სიცოცხლე და იმ შემართებით ცხოვრება, რითაც აქამდე მოვიდა და დიდი საგანძური მზის სინათლეზე გამოიტანა შესანიშნავი დების ციცინო და სოფიკო ჯერვალიძეების მეოხებით, რომელთაც უანგაროდ და თავდადებით იღვაწეს ორივე წიგნის გამოცემასა და უსასყიდლოდ გავრცელებაზე.

13 თებერვალს სამების ტაძარში შეკრებილი საზოგადოება ბატონი პეტრე ხვედელიძის, ავტორისა და რედაქტორის - ციცინო და სოფიკო ჯერვალიძეების სურვილით ამ უნიკალურ წიგნს საჩუქრად მიიღებს.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა