ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე პროექტის - „ვისაუბროთ წიგნებზე“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი „ვისაუბროთ წიგნებზე" 4 ნოემბერს დაიწყო. იგი სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, რომელთა მიზანია კითხვის წახალისება, ევროპული ლიტერატურის უკეთ გაცნობა.
„წიგნის პლატფორმა“ - ეს პროექტი ბიბლიოთეკების მნიშვნელობის ხასგასმაა, სტუდენტები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება მიზანს, მთავარი მოტივია რეგიონალური მიმართულებით მუშაობა: ხელს უწყობს წიგნის სექტორის განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ღია კულტურული კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და პროფესიონალური კონტაქტების გაღრმავებას.
წიგნის სექტორის ხელშეწყობა: მთარგმნელები, მწერლები, საერთაშორისო კავშირები, ონლაინ რესურსები.
ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა, წიგნის კითხვის კულტურის აუცილებლობასა და საკითხავი ლიტერატურის გავრცელებაზე, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაზე.
ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები და კულტურის ინსტიტუტები.
პროექტის მხარდამჭერები: „დიოგენე“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.