შემოგვიერთდით facebook-ზე

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

ლაშა ჟვანია: ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა

ბატონი ლაშა ჟვანია პროფესიით დიპლომატია, ამჟამად პატრიარქის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. მისი წინაპრები სამეგრელოდან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველი კახათიდან არიან. შარშან ბებია-ბაბუის სახლში იმყოფებოდა და ამბობს, რომ ისეთივეა, როგორიც ბავშვობაში. 14 წლის იყო, როცა პირველად ისრაელს ეწვია. იქ დედის მხრიდან ბაბუა გაიცნო, რის შემდეგაც ჩანახატის სახით ფილმი გადაიღო, სახელად - ,,სტუმრად ბაბუასთან". მაშინ, 1998 წელი იყო, ყველას ეგონა ფილმი რომელიმე სოფლეში იქნებოდა გადაღებული, არადა სინამდვილეში იღებდა ადამიანს, რომელიც შორტებით თელავივის ქუჩებში დასეირნობდა

3-04-2014, 17:59

ავტორი 

თიკო ბეკოშვილი

წავა თუ არა გიორგი ქორქია პოლიტიკურ თოქ-შოუში მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ?

ცნობილი ჟურნალისტი გიორგი ქორქია ამბობს, რომ მისი გატაცება ექსტრემალური გადაცემებია. უყვარს  მოგზაურობა და სწორედ ამიტომ გააკეთა საკუთარი ტელე-პროექტი ,,ჯეომეგზური“, რომელიც  ფინანსური პრობლემების გამო დროებით შეწყდა, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ გადაცემას  მალე  განაახლებს და მაყურებელს უფრო საინტერესო კუთხით წარუდგენს. 

- რატომ აირჩიე ჟურნალისტობა და იყო თუ არა ეს ვინმეს გავლენა?

- სკოლის პერიოდიდანვე გადავწყვიტე ჟურნალისტიკაზე ჩაბარება, მარტივი მიზეზის გამო - მამაჩემი და ბაბუაჩემი ამ პროფესიის იყვნენ, დიდი ბაბუა კი პუბლიცისტი. მართლაც სკოლის დათავრების შემდეგ უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. 

4-03-2014, 22:30

ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
პატარა ოჯახის დიდი კორიფეები
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ფილიალის უფროსი, ქალბატონი დარეჯან თომაძე, წლების წინ, ერთ-ერთი საქველმოქმედო მარათონის მზადების დროს გავიცანი. იგი მრავალი წლის განმავლობაში, დუშეთის ბავშვთა სახლის დირექტორი გახლდათ. თბილი და მოსიყვარულე, გასაოცარი ფენომენის მქონე პიროვნებაა, რომელიც გულში ჩაგიხუტებს და შენი სულის მწარე იარებს განკურნავს. გაიხდის საკუთარ ტანისამოსს, იმისათვის, რომ სხვას არ შესცივდეს. ახლა, უკვე აქ ვგრძნობთ მის ჩვეულ სიყვარულსა და სითბოს, რასაც თანაბრად უნაწილებს დიდსა, თუ პატარას. დღეს, ჩვენს ლამაზ ოჯახში, არაერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ცხოვრობს. ქალბატონი დარეჯანი კი, ამ პატარა ოჯახის დიდი კორიფეების ღირსეული და თავდადებული პატრონია.
- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა განსაკუთრებული უნარის მქონე ადამიანებთან?
- 25 წელი, საბავშვო ბაღის დირექტორად ვიმუშავე, რომელიც ბოლო 5 წელი საპილოტე ბაღად გადაკეთდა და ინკლუზიური სწავლება დავიწყეთ. ამიტომ, ჩემთვის ახალი არ იყო, ასეთ ბენეფიციარებთან ურთიერთობა. შემდგომ, ბავშვთა სახლის დირექტორად გადავედი, მაგრამ ეს ბავშვთა სახლი მალევე დაიხურა. შეიქმნა საშიშროება იმისა, რომ 35 თანამშრომელი უმუშევარი დარჩენილიყო. გამოვნახე გამოსავალი და გავხსენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი დუშეთში. რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მქონდა. მათი დახმარებით შენობის გარემონტება და მისი სრული ადაპტირება შევძელი. სანამ ზემოთ ხსენებულ პანსიონატს გავხსნიდი, ვხვდებოდი ყველას საბავშვო ბაღისა, თუ სკოლის დირექტორებს და ვუხსნიდი, რომ უნდა გახსნილიყო ,,შშმპ პანსიონატი" და ვთხოვდი, ყოფილიყვნენ მოწყალენი, მიმტევებელნი. შეიძლება მათ რაღაც შეეშალოთ, შეიძლება არასწორად მოიქცნენ, მაგრამ ჰყავთ დედა, ჩემი სახით, რომელიც მათ მიერ ჩადენილ ყველა საქციელზე პასუხს აგებს. ჩემი ბენეფიციარების 99%-ი დედას არ იცნობდა, ისინი ყველა ბავშვთა სახლში გაზრდილები იყვნენ, ამიტომ დედას მე მეძახდნენ და მეც შესაბამისად ვიქცეოდი. ისე კარგად მოხდა ამ ბავშვების ადაპტირება საზოგადოებასთან, რომ ერთი პრობლემაც კი არ გამჩენია. ეს წლები ყველაზე დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო, ჩემი 35 წლიანი სამუშაო პრაქტიკიდან. შემდეგ, მოულოდნელად ,,თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში", სამუშაოდ გადმოსვლა მომიწია. ძალიან გამიჭირდა მათი დატოვება, მაგრამ ჩვენი დედა-შვილური და თბილი ურთიერთობა, დღემდე გრძელდება.

26-11-2013, 15:26

ავტორი

ლელა მანველიძე

ლადო ბედუკაძე: ყველაფრისგან სკანდალის გამოძერწვა არ გამოვა

მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირველივე სამუშაო დღეს, პროკურატურაში, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბედუკაძე პროკურატურაში, სწორედ მაშინ მივიდა, როცა ახლადდანიშნული ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლებს ხვდებოდა. ბედუკაძის განმარტებით, ის პროკურატურაში დაბარებული არ ყოფილა და საკუთარი  ინიციატივით მივიდა. იგი არც ფარცხალაძეს შევხვედრია და ვიზიტი მხოლოდ პირად საქმეს ეხებოდა.
- ამბობენ, რომ ერთ-ერთი საქმე, რაზეც კბილაშვილს თანამდებობის დატოვება მოუწია, თქვენს მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულება იყო, ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ, თქვენი საქმე ხელახლა გადაიხედება? დღევანდელი ვიზიტიც ამზე ხომ არ მეტყველებს, რადგან პროკურატურაში ისე უბრალოდ, არაფრის გამო არ მიხვიდოდით?
- ათას სისულელეს იტყვიან ,,ნაც.სექტანტები“. არ მგონია საღად მოაზროვნე ადამიანმა რაიმე პარალელი გაავლოს ჩემს მიმართ, ადეიშვილის მიერ შეთითხნილ საქმესა და ბატონ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით... ,,უბრალოდ“ და სხვათაშორის არაფერი არ ხდება, გეთანხმებით და არც ყველაფრისგან შეიძლება სკანდალის გამოძერწვა...

22-11-2013, 18:09

ავტორი

თინათინ რეხვიაშვილი

დაბრუნდება, თუ არა ეკრანზე მარინა სალუქვაძე?

ცნბილი ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი მარინა სალუქვაძე, კარგახანია ეკრანზე აღარ ჩანს. მისი წასვლა ტელეკომპანია ,,მზის“ ფორმატის შეცვლასა და გადაცემა ,,ტაბუს“ დახურვას უკავშირდება. ამბობს, რომ ტელე-მაყურებელთან შეხვედრა ძალიან ენატრება. 

კვლავ ვიხილავთ, თუ არა მას ჟურნალისტის ამპლუაში, ან გააგრძელებს, თუ არა რომელიმე ქართულ სატელევიზიო არხზე მოღვაწეობას, ამის გასარკვევად ქალბატონ მარინას დავუკავშირდით. 

- როგორ შეიქმნა გადაცემა ,,ტაბუ“?

- ძალიან სპონტანურად, რადგან ასეთი გადაცემა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში არ არსებობდა, უცებ გადავწყვიტეთ...

- თქვენ იყავით ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე ტაბუდადებულ თემებზე საუბრობდა. იყო,თუ არა ეს თქვენთვის ერთგვარი რისკი?

- რისკი იყო, თავდაპირველად არც გვეგონა, რომ ეს გადაცემა გაამართლებდა.

28-09-2013, 16:10

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა
რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ფაქტია, რომ ნარკომანია ჩვენი ეპოქის ტრაგედიაა. ყველაფერთან ერთად, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების  ნაწილი, აკრძალული ნაყოფის სიგემრიელის პრინციპით უდგება ამ საკითხს და ვერ ხვდება, თუ როგორი ცუდი შედეგის მომტანია, მათთვის ეს - „აკრძალული ხილი“.
ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის რეამინატოლოგს ბატონ ილია ოქროჯანაშვილს გავესაუბრეთ.
- ბატონო ილია, რას იტყვით ზოგადად ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით?
- ნარკომანიის პრობლემა უხსოვარი დროიდან მოდის, მას შემდეგ, რაც ფსიქოტროპული მოქმედების, სპეციალური ნივთიერებები აღმოაჩინეს,  ამას ზოგი  „კაიფისთვის“, ზოგი კი სამკურნალოდ იყენებს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ მას ფატალური შედეგი მოჰყვება. პრაქტიკულად, ეს არის ხალხი,  რომლებიც წამალდამოკიდებულნი არიან, რაც მათში მენტალური სტატუსის შეცვლას იწვევს. ამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება დეგრადირებას განიცდის. ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ერთჯერადი ,,ჩხვლეტის“ სანაცვლოდ სიამოვნება მიიღონ.

23-09-2013, 13:56

ავტორი

ლელა მანველიძე

მექა ხანგოშვილი: ახალაიებმა შიშით უნდა იცხოვრონ და ყველა წუთს ელოდნენ სიკვდილს

ლაფანყურის ოპერაციის გამოძიებას, საზოგადოება, დღესაც დიდი ინტერესით ელოდება, მის ირგვლივ უამრავი მითქმა-მოთქმაა. ამბობენ, რომ ახალაიების სიცოცხლეც კი, ამ საქმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რომ ქართულ ციხეში ყოფნა, ბაჩო ახალაიასთვის თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველს ინტეგრაციის საკითხებში  ქალბატონ მექა ხანგოშვილს გავესაუბრეთ. 

- რას იტყვთ ლაფანყურის ოპერაციაზე? თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რას ამბობენ პანკისში მცხოვრები ქისტები და საერთოდ ჩეჩნური დიასპორა? 

- სანამ გამოძიება თავის ვერდიქტს არ დადებს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ვერსიებზე საუბარი არასწორია. თუმცა პანკისის მოსახლეობა თვლის, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პიარს უკავშირდებოდა და როგორი პიარი გამოუვიდათ, ყველამ დავინახეთ. ფაქტია, რომ ამ „თამაშმა“ უდანაშაულო ბიჭების სიცოცხლე შეიწირა. პანკისელების პრეტენზია, მხოლოდ, იმაში მდგომარეობს, რომ რატომ არ მოხდა ამ ბიჭების ცოცხლად აყვანა, რატომ მიმართეს ყველაზე ,,ადვილ ხერხს“  – ლიკვიდაციას, რატომ არ გამოიყენეს სახალხო დიპლომატია და უხუცესთა ინსტიტუტი მოლაპარაკებების პროცესში და ა.შ.  დაღუპულთა ოჯახებისთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი დაზარალებულად ცნობა.

30-04-2013, 19:23

ავტორი

ლელა მანველიძე

დიმიტრი შაშკინი: შეთქმულების თეორიებზე კომენტარს არ ვაკეთებ!

ამბობენ, რომ დათა ახალაია, ახლანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, საკუთარი ძმის ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას ითხოვდა. მასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძეც გეგმავდნენ. თუმცა, როგორც ჩანს მოლაპარაკება ვერ შედგა და მათი ჩამოსვლაც არ მოხდა. იმასაც ამბობენ, რომ ყოფილ ხელისუფლებაზე  განაწყენებული ახალაიები, საწინააღმდეგო კომპრომატების გამოგზავნას უცხოეთიდან აპირებენ. 

22-04-2013, 15:16

ავტორი

ლელა მანველიძე

ლადო ბედუკაძე: ჯარისკაცი, რომელიც გავაუპატიურე - მიხეილ სააკაშვილი იყო!

გლდანის ციხეში მომხდარი, პატიმართა წამების საქმე, აქტუალობას არ კარგავს, საზოგადოება დღემდე ელოდება ყველა დამნაშავის დასჯას, თუმცა მანამდე  ჭორ-მართალი, არც იმ ადამიანებს ივიწყებს, ვინც ამ ფაქტების გამომზეურებაში დიდი როლი შეასრულეს.  ახლახანს ,,ნიუ ფოსტში" ციხის კადრების ავტორზე ლადო ბედუკაძეზე დაიბეჭდა სტატია, რომლის მიხედვითაც მას ჯარში ყოფნისას, ჯარისკაცის გაუპატიაურებას აბრალებენ. ბედუკაძე ამ ყველაფერს ამაზრზენ ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ავანტურაზე და ნაბოდვარზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, თან დასძენს:  ,,ამბობენ, რომ კგბ-ს ჯარში ჯარისკაცი გავაუპატიურე, მაშინ სხვა გზა არ არის, უნდა ვაღიარო, ეს ჯარისკაცი მიხეილ სააკაშვილი იყო!..."

20-04-2013, 13:39

ელენე თევდორაძე: ციხეში ძველი ,,ქურდული სამყარო" დაბრუნდა

ავტორი

მარიამ ოლქიშვილი

შეწყალების კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც ელენე თევდორაძეა, ბოლო ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტმა ძირითადად თავისი მრჩევლები და საპატრიარქოს წარმომადგენლები შეიყვანა. თუმცა საზოგადოების რიგითი წევრები; 24 საათის რედაქტორი პაატა ვეშაპიძე, ახალგაზრდა პროზაიკოსი ლაშა ბუღაძე, მწერალი შაჰ ნაზარი და პროფესორი აკაკი კიკნაძე, კვლავ დარჩნენ. ახლა კომისიაში სულ თერთმეტი წევრია.

1-04-2013, 17:03

სერგო რატიანმა სტუდენტებს სალოცავი კუთხის მოსაწყობად - ტუალეტი ურჩია 

 

ავტორი

მარიამ აფციაური

 

2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“, გადაცემა „ბარიერში“ მონაწილეობას იღებდნენ - ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ადმინისტრაციის „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წარმომადგენლები. თემა ირაკლი დეისაძის წიგნი „საიდუმლო სირობა“ იყო. ერთამანეთის პირისპირ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და წიგნის დამცველები აღმოჩნდნენ. სტუდიაში დებატები იმდენად ცხარე აღმოჩნდა, რომ გადაცემის დასასრულს, ტელეკომპანიასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და რამდენიმე ადამიანი; დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე და ჯაბა გურჩიანი დააკავეს.

23-02-2013, 20:23

თეა თუთბერიძე: სასამართლო ახლა უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე სააკაშვილის გუნდის მმართველობის დროს

 

ავტორი

ნათია ჯვარიძე

„თავისუფალი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი თეა თუთბერიძე, 8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულსაჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ფაქტებზე დაკითვას ითხოვს, პოლიციაში ამ მოთხოვნით მისვლის მიუხედავად, ის მოწმედ დღემდე არავის დაუკითხავს...

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, სურვილი არასოდეს გამჩენია პარლამენტში მის ყოველწლიურ მოხსენებას დავსწრებოდი. ახლა კი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, როცა დავინახე პარლამენტი ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაემორჩილა და 8 თებერვალს პეზიდენტის გამოსვლა ჩაიშალა. დავუკავშრდი კობა ხაბაზს და ვთხოვე, დამსწრეთა სიაში მეც ჩავესვი, ხოლო როცა გავიგე დასწრება თავისუფალი იყო, ჩემს მეგობრებსაც ვთხოვე წამოსვლა. გადავწყვიტეთ, „ქაშვეთის“ უკან შევკრებილიყავით  და ისე გადავსულიყავით საჯარო ბიბლიოთეკასთან. შევიტყვეთ, რომ იქ უკვე მისულები იყვნენ ე.წ. პოლიტპატიმრები, რომლებიც სხვადასხვა სააგენტოებთან აცხადებდნენ, რომ იყვნენ ცოცხებით და კვერცხებით შეიარაღებულები, რის გამოყენებასაც პრეზიდენტისთვის და უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატების წინააღმდეგ აპირებდნენ. ნებისმიერ ადამიანს გვაქვს პროტესტის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს.

18-02-2013, 19:39

უკან1 2 წინ


მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა