შემოგვიერთდით facebook-ზე
დიმიტრი შაშკინი: შეთქმულების თეორიებზე კომენტარს არ ვაკეთებ!
22-04-2013, 15:16  /  ნახვა: 2339

ავტორი

ლელა მანველიძე

ამბობენ, რომ დათა ახალაია, ახლანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, საკუთარი ძმის ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას ითხოვდა. მასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძეც გეგმავდნენ. თუმცა, როგორც ჩანს მოლაპარაკება ვერ შედგა და მათი ჩამოსვლაც არ მოხდა. იმასაც ამბობენ, რომ ყოფილ ხელისუფლებაზე  განაწყენებული ახალაიები, საწინააღმდეგო კომპრომატების გამოგზავნას უცხოეთიდან აპირებენ. 

ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ვთხოვეთ, რაზეც პასუხის გაცემა არ ისურვა.

დიმიტრი შაშკინი: თქვენი კითხვა დეტექტიურ სცენარს გავს, ამიტომ შეთქმულების თეორიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ! ეს იმას უნდა კითხოთ, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს. არ ვმუშაობ სამართალდამცავ ორგანოებში და შესაბამისად მსგავს ინფორმაციებს არ ვფლობ.

19 აპრილის დემონსტრაციაზე კი დასძინა: - მაგ დღეს, საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსირა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს და ნატოს უკავშირდება, რაც ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ მთავარი მესიჯი იყო.  - განაცხადა შაშკინმა. 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა