ავტორი
ლელა მანველიძე
მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირველივე სამუშაო დღეს, პროკურატურაში, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბედუკაძე პროკურატურაში, სწორედ მაშინ მივიდა, როცა ახლადდანიშნული ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლებს ხვდებოდა. ბედუკაძის განმარტებით, ის პროკურატურაში დაბარებული არ ყოფილა და საკუთარი ინიციატივით მივიდა. იგი არც ფარცხალაძეს შევხვედრია და ვიზიტი მხოლოდ პირად საქმეს ეხებოდა.
- ამბობენ, რომ ერთ-ერთი საქმე, რაზეც კბილაშვილს თანამდებობის დატოვება მოუწია, თქვენს მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულება იყო, ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ, თქვენი საქმე ხელახლა გადაიხედება? დღევანდელი ვიზიტიც ამზე ხომ არ მეტყველებს, რადგან პროკურატურაში ისე უბრალოდ, არაფრის გამო არ მიხვიდოდით?
- ათას სისულელეს იტყვიან ,,ნაც.სექტანტები“. არ მგონია საღად მოაზროვნე ადამიანმა რაიმე პარალელი გაავლოს ჩემს მიმართ, ადეიშვილის მიერ შეთითხნილ საქმესა და ბატონ კბილაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით... ,,უბრალოდ“ და სხვათაშორის არაფერი არ ხდება, გეთანხმებით და არც ყველაფრისგან შეიძლება სკანდალის გამოძერწვა...
- ,,ციხის სკანდალის" საქმის ხელახალ გამოძიებას ხომ არ აპირებენ, სადაც შესაძლოა თქვენი ბრალეულობაც ,,გამოიკვეთოს" და საერთოდ, როგორ შეაფასებთ პროკურატურაში მიმდინარე ცვლილებებს, თქვენი გადმოსახედიდან რა შეიძლება ამ კუთხით შეიცვალოს ქვეყანაში?
- რაც შეეხება ე.წ. ციხის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნას, უბრალოდ არ არსებობს არანაირი იურიდიული საფუძველი ამისთვის. ალბათ, იცით, რომ ამ საქმიდანაა სწორედ ადეიშვილის მიმართ ბრალი ცალკე საქმედ გამოყოფილი. ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი იმ ბინძური გეგმის გამოძიება, რასაც აწყობდა აწ უკვე ძებნილი ადეიშვილი, თუმცა დღეს ამ თემაზე სასაუბროდ პროკურატურაში არ ვყოფილვარ.
პროკურატურაში ბევრი რამ შესაცვლელია, უპირველესყოვლისა საკადრო პოლიტიკა, რამეთუ კადრებზე ბვერადაა დამოკიდებული პროკურატურის საქმიანობის წარმატება ქვეყანაში.
- როგორ ფიქრობთ, დასრულდება თუ არა ე.წ. ,,კოჰაბიტაცია“ და რეალურად დაისჯებიან, თუ არა დამნაშავეები?
- დიახ, კოჰაბიტაცია დასრულებულია ქვეყანაში, რასაც ადასტურებს, თუნდაც სააკაშვილის ბოლო შიშნარევი განცხადება.