შემოგვიერთდით facebook-ზე
ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა
23-09-2013, 13:56  /  ნახვა: 3182

ავტორები

თეონა ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ფაქტია, რომ ნარკომანია ჩვენი ეპოქის ტრაგედიაა. ყველაფერთან ერთად, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების  ნაწილი, აკრძალული ნაყოფის სიგემრიელის პრინციპით უდგება ამ საკითხს და ვერ ხვდება, თუ როგორი ცუდი შედეგის მომტანია, მათთვის ეს - „აკრძალული ხილი“.
ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის რეამინატოლოგს ბატონ ილია ოქროჯანაშვილს გავესაუბრეთ.
- ბატონო ილია, რას იტყვით ზოგადად ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით?
- ნარკომანიის პრობლემა უხსოვარი დროიდან მოდის, მას შემდეგ, რაც ფსიქოტროპული მოქმედების, სპეციალური ნივთიერებები აღმოაჩინეს,  ამას ზოგი  „კაიფისთვის“, ზოგი კი სამკურნალოდ იყენებს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ მას ფატალური შედეგი მოჰყვება. პრაქტიკულად, ეს არის ხალხი,  რომლებიც წამალდამოკიდებულნი არიან, რაც მათში მენტალური სტატუსის შეცვლას იწვევს. ამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება დეგრადირებას განიცდის. ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა ერთჯერადი ,,ჩხვლეტის“ სანაცვლოდ სიამოვნება მიიღონ.
- ამბობენ, რომ დღეს, ხშირია ეს პრობლემა და რა გზები შეიძლება გამოინახოს ამის გადასაჭრელად?
- სტატისტიკას, თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის შემთხვევები ძალზე ხშირი იყო, მაგალითად, ინფაქტი, სტენოკარდია, ინსულტი. დღეს კი ყოველი მეორე ნარკომანია, რასაც მწვავედ და ხშირად აღარ ჰქვია, ეს უკვე კატასტროფაა. პრაქტიკულად ჩვენთან მოისპო მექანიზმი, რომლითაც რეგულირდებოდა ამ ხალხის ქცევა, რასაკვირველია პოლიციას ვგულისხმობ. არსებობს, ნარკოლოგიური დისპანსები ჩვენთან, სადაც მკურნალობა ძალიან ძვირია და ყველას არ აქვს ამის საშუალება. ამიტომ, არსებობს მეორე გზა ე.წ. მონასტრები, სადაც მიდის ასეთი პრობლემის ადამიანი, ეკლესიური ცხოვრებით კი ამ მედიკამენტებთან ჩამოშორება ხდება და არსებობს შანსი, ეს ხალხი გამოჯამრთელდეს. პრობლემა კიდევ იმაში, მდგომარეობს, რომ ნარკომანებს „ძალიან ჭკვიანი ქიმიკოსი“ ჰყავთ, რომელმაც სამედიცინოს ეს სფერო ძალიან კარგად იცის, რადგან ასე, უცებ აღმოაჩინო - ბაკლოსანი, დეზომორფინი, ლირიკა და სხვა, ამდაგვარი პრეპარატები, რთულია. სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მედიკამენტები აფთიაქებში ხელმისაწვდომია.

ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა
- არასრულწლოვნებზე ამ პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემა ხდება?
- დიახ, ხელმისაწვდომია წამალიც და ფასიც, იმისთვის ვინც ყიდვას მოინდომებს, რადგან მისი მაქსიმალური ფასი 5 ლარს შეადგენს. ამჟამად, საუბარი მაქვს ბაკლოსანზე, რადგან ხშირად გამოიყენება.
- ბატონო ილია, საავადმყოფოში ხშირად შემოჰყავთ, ნარკოტიკისგან კომაში მყოფი პაციენტები?
- ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ  ასეთი პაციენტები ჩვენს კლინიკაში, თითქმის ყოველდღე ხვდებიან.  რატომ მოიხმარენ ამ ნივთიერებებს ჩემთვის გაუგებარია. არაფერია დასამალი და ვიტყვი, რომ წინა მთავრობის დროს, ეს პრობლემა არ იყო, იმიტომ, რომ საჯარიმო სანქციები არსებობდა. პირველ მოქმედებაზე, მომხმარებელი ჯარიმას იხდიდა, შემდეგ კი პასუხისგებაში ეძლეოდა. ამჟამად, კი პოლიციას უბრალოდ აღრიცხვაზე აჰყავს პაციენტი და შემდეგ ათავისუფლებს.
- უფრო ხშირად, რა ასაკის ადამიანები ხდებიან, ამა თუ იმ ნარკოტიკის მომხმარებელნი?
- 15 წლიდან 30 წლამდე, რათქმაუნდა მამაკაცები, თუმცა არც ქალები იკლებენ ამ „სიამოვნებას“...
-ხშირად  რა სახის ნარკოტიკებს იყენებენ?
- ნარკოტიკების დასამზადებლად იაფფასიან პრეპარატებს იყენებენ, როგორიცაა სუპრასტინი, მარგანცოვკა, კრაკადილი ამას დამატებული ცოტა აცეტონი, ბაკლოსანი და ალკოჰოლი, რაც უფრო მძიმე ფორმებს მოიცავს. დღეს, ყველაზე ხელმისაწვდომი ,,ბაკლოსანი“. ჰეროინის, კოკაინის და ამგვარი, სერიოზული ნარკოტიკის მომხმარებლები კი ამჟამად ერთეულებია და ვიმედოვნებ რომ ეს არ გახშირდება.
- მედიცინაში, ბაკლოსანი რისთვის გამოიყენება, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია?
- პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე ნევროლოგიური პათოლოგიების დროს. ახასიათებს კუნთების კანკალი და სხვა მსგავსი ფაქტორები.
- მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ესეთი ადამიანების დახმარების საშუალება გეძლევათ?
- ამ დროს პაციენტი არაადეკვატურია, ამიტომ იძულების წესით უფრო გვიწევს მისი დახმარება.
- რას ურჩევთ პიროვნებებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ?
-  ვერაფერს ვურჩევ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ გარეშე მექანიზმებით უნდა მოხერხდეს ამ პრობლემის კონტროლი. პიროვნება, რომელიც ხშირად მოიხმარს ამ პრეპარატებს, მასთან საუბარს აზრი არ აქვს. კანონი უნდა გამკაცრდეს, რომ ასეთმა ადამიანებმა შიშის გამო მაინც არ მოინდომონ ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, აღარ იქნებიან „ცნობისმოყვარეები“. თუ ეს ყველაფერი დალაგდება, მაშინ მერწმუნეთ, რომ ამდაგვარი პაციენტების რიცხვი განახევრდება. კანონი უნდა გამკაცრდეს და აფთიაქებში, ეს პრეპარატები ურეცეპტოდ არ გაიცეს. 
                                                                                     

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა